ტოლიმის დეპარტამენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოლიმის დეპარტამენტი
Departamento del Tolima
დროშა
Flag of Tolima.svg
გერბი
Escudo del Tolima.svg
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სტატუსი დეპარტამენტი
მოიცავს 47 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი იბაგე
შექმნის თარიღი 4 აგვისტო, 1886
მეთაური გუბერნატორი
მოსახლეობა (2013)
1 400 203[1] კაცი (მე-10 ადგილი)
სიმჭიდროვე 59 კაცი/კმ²
ფართობი 23 562 კმ² (მე-19 ადგილი)
ტოლიმის დეპარტამენტი რუკაზე
კოდი ISO 3166-2 CO-TOL
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Tolima department

ტოლიმა (ესპ. Departamento del Tolima) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ანდების რეგიონში, ქვეყნის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება კალდასის დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — კუნდინამარკის დეპარტამენტი, სამხრეთით — უილის დეპარტამენტი, დასავლეთით კი კაუკის, ვალიე-დელ-კაუკის, კინდიოსა და რისარალდის დეპარტამენტები. ფართობი 23 562 კმ²-ს შეადგენს. დედაქალაქია იბაგე. დეპარტამენტი შეიქმნა 1861 წელს, კუნდინამარკის ტერიტორიის ნაწილის ხარჯზე.

კოლუმბამდელ ხანაში ტოლიმის ტერიტორიაზე პიხაოს ხალხი სახლობდა. სახელწოდებაც მათი ენიდან მოდის და „დათოვლილს“ ნიშნავს. რეგიონის ესპანური კოლონიზაცია 1537 წელს სებასტიან დე ბალალკასარმა დაიწყო.

ტოლომის ეკონომიკა სოფლის მეურნეობას ეფუძნება.

დეპარტამენტი 47 მუნიციპალიტეტისგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. DANE. წაკითხვის თარიღი: February 13, 2013.