ერიკ XIV
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ერიკ XIV (შვედეთი))
ერიკ XIV ვაზა (შვედ. Erik XIV Vasa) (დ. 13 დეკემბერი, 1533, სტოკჰოლმი — გ. 26 თებერვალი, 1577, იორბიუსი (უპსალა),შვედეთი) — შვედეთის მეფე 1560-1568 წლებში
ბიოგრაფია [რედაქტირება]
- გარდაიცვალა დედამისი, დედოფალი კატარინა ფონ ზაკსენ-ლაუენბურგი
- როგორც საუფლისწულო მამული მან მამისისაგან გუსტავ I -სგან მიიღო კალმარი, კრონობერგი და იოლანდი.
- ერიკი აპირებდა ინგლისელ პრინცესა ელიზაბეთზე დაქორწინებას და ინგლისში წასასვლელად მზად იყო, როცა მოულოდნელად გარდაეცვალა მამა.
- 29 სექტემბერი - გარდაეცვალა მამა მეფე გუსტავ I.
- იმავე წელს იგი შვედეთის მეფედ ეკურთხა.
- 29 ივნისი - ნახევრძმების ძალაუფლებათა შესაკვეცად მან გამოსცა ე.წ. «არგობას არტიკლები».
- იმავე წელს ერიკ XIV დაიპყრო ქალაქი ტალინი და მტალი ესტონეთი. ამით მან დაასწყო ძმას, იოჰანს, ფინეთის ჰერცოგს და ხელი შეუშალა ამ უკანასკნელის პატივმოყვარე მიზნებს.
- იოჰანმა დახმარებისათვის პოლონეთსმიმართა. იქორწინა კატარინა იაგელონიცაზე და დიდი თანხის სანაცვლოდ მიიღო მიწები ლიფლანდიაში. ეს მიწები ესტონეთის საზღვრებთან მდებარეობდა და ამით ხელს უშლიდა ერიკის ექსპანსიას ბალტიისპირეთში.
- პოლონეთიდან ტურკუში დაბრუნებულ იოჰანს ერიკმა შეხვედრა შეთავაზა, რომ გამოერკვია ვის მხარეს დაიჭერდა მისი ძმა.
- 23 აპრილი - საკუთარი მსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით რაიხსტაგმა იოჰანს სახელმწიფოს ღალატში დადო ბრალი და სიკვდლილით დასჯა მიუსაჯა. თუმცა შეწყალებულ იქნა და გრიპსჰოლმის სასახლეში დაატუსაღეს.
- იმავე წელს ერიკი ჩაება «სამი გვირგვინის ომში» (1563-1570) დანიისა და გერმანულ ჰანზას წინააღმდეგ. მიუხედავად ბრძოლებში პირადი მონაწილეობისა ერიკი ვერ აღმოჩნდა კარგი მთავარსარდალი და შვედეთი წაგებას წაგებაზე ნახულობდა. სამაგიეროდ დიდ გამარჯვებებს მიაღწია შვედურმა ფლოტმა.
- ერიკ XIV ცდილობდა დაქორწინებულიყო მარია სტიუარტზე ან რენატა ფონ ლოთრინგენზე. ამასობაში მან საკმარიკი ყურადღება ვერ მიაქცია საშინაო პრობლემებს და შვედ დიდებულთა აჯანყებას აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა.
- 29 სექტემბერი - იგი დაპატიმრებულ იქნა მისი მოჯანყე ძმის იოჰანის მიერ, რომელიც ერიკმა დაუფიქრებლად გამოუშვა საპყრობილედან.
- 26 თებერვალი - ერიკი გარდაიცვალა ტყვეობაში იორბიუსის სასახლეში. სავარაუდოდ იგი მოწამლულ იქნა. დასაფლავებულ იქნა ვესტერაასის ტაძარში.
ოჯახი [რედაქტირება]
ერიკმა 1568 წელს იქორწინა კარინ მაანსდოტერზე, რომელთან შეეძინა შვილები:
გარდა ამისა მას აყავდა არაკანონიერი ქალიშვილი ვირგინია 1559-1633
სტატიის