ელსუორთ ჰანტინგტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელსუორთ ჰანტინგტონი
დაბ. თარიღი 16 სექტემბერი, 1876
დაბ. ადგილი გეილსბერგი, აშშ
გარდ. თარიღი 17 ოქტომბერი, 1947
გარდ. ადგილი ნიუ-ჰეივენი, აშშ
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია

ელსუორთ ჰანტინგტონი (ინგლ. Ellsworth Huntington; დ. 16 სექტემბერი, 1876, გეილსბერგი — გ. 17 ოქტომბერი, 1947, ნიუ-ჰეივენი) — ამერიკელი გეოგრაფი. 1917-1945 წლებში იყო იელის უნივერსიტეტის პროფესორი. 1917 წლიდან ამერიკის ეკოლოგიური საზოგადოების, ხოლო 1923 წლიდან ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტია. 1934-1938 წლებში ამერიკის ევგენიკის საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. იყო გეოგრაფიული დეტერმინიზმის, ეკონომიკური ზრდისა და გეოპოლიტიკის იდეების მომხრე. სტატისტიკის, პალეობოტანიკის, კლიმატოლოგიის, ისტორიის, დემოგრაფიის და სხვა მეცნიერებათა მეთოდებისა და მონაცემების გამოყენებით იგი კლიმატის ცვლილებებსა და ცივილიზაციების პროგრესს ან დაცემას შორის მჭიდრო კორელაციების არსებობის დასაბუთებას ესწრაფვოდა. 1901 წელს შეისწავლა მდინარე ევფრატის კანიონი. 1897-1901 წლებში ასწავლიდა თურქეთის ეფრატის კოლეჯში, 1903-1906 წლებში მონაწილეობდა ცენტრალურ აზიაში ჩატარებულ ექსპედიციაში. 1909 წელს იელის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პალესტინაში და აზიაში. 1907-1915 წლებში იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა გეოგრაფიას. 1917 წლიდან იქვე როგორც მეცნიერ-მუშაკი უმთავრესად იკვლევდა კლიმატოლოგიისა და ანთროპოგეოგრაფიის საკითხებს, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის კლიმატს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]