ამერიკის გეოგრაფთა ასოციაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამერიკის გეოგრაფთა ასოციაცია
Association of American Geographers.(logo).jpg
ამერიკის გეოგრაფთა ასოციაცია
აბრევიატურა

AAG

დაარსების თარიღი

1904 წელი

სათავო ოფისი

ვაშინგტონი, აშშ

ამერიკის გეოგრაფთა ასოციაცია (ინგლ. Association of American Geographers) — არაკომერციული და საგანმანათლებლო საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1904 წლის 29 დეკემბერს აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში. შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ვაშინგტონში.[1] 1903 წლის ივნისში ამერიკელი გეოგრაფი უილიამ მორის დეივისი ქალაქ სენტ-ლუისში გამოვიდა მოხსენებით აშშ-ის მეცნიერული გეოგრაფიის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე გამოვიდა წინადადებით შეექმნათ ამერიკელ გეოგრაფთა გაერთიანება. 1948 წელს ასოციაცია შეუერთდა ამერიკის პროფესიონალ გეოგრაფთა საზოგადოებას.[2] ამერიკის გეოგრაფთა ასოციაცია აერთიანებს გეოგრაფებს აშშ-იდან და სხვა ქვეყნებიდან. ამჟამად ასოციაცია მსოფლიოს 60 ქვეყნიდან აერთიანებს 10 ათასზე მეტ ადამიანს. წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გეოგრაფიულ ასოციაციას.

აქვს 60-ზე მეტი სპეციალური ჯგუფი, რომლებიც წარმოადგენენ ასოციაციის წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას და რომლებიც იყოფენ ინტერესებს რეგიონებისა და თემატიკის მიხედვით. ასოციაცია გამოსცემს ჟურნალებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Encyclopedia of Geography Terms, Themes, and Concepts By Reuel R. Hanks. ISBN 978-1-59884-294-4
  2. Geography and Technology By Stanley D. Brunn, Susan L. Cutter, James W. Harrington. ISBN 978-1402018572