სამოთხიდან აღმოსავლეთით
| სამოთხიდან აღმოსავლეთით | |
|---|---|
| ჟანრი | ახალგაზრდული დრამა |
| რეჟისორი | ელია კაზანი |
| პროდიუსერი | ელია კაზანი |
| სცენარის ავტორი | ჯონ სტაინბეკი პოლ ოსბორნი |
| როლებში | ჯეიმზ დინი ჯული ჰარისი |
| კომპოზიტორი | ლეონარდ როუზენმანი |
| ოპერატორი | ტედ დ. მაკორდი |
| გამოსვლის თარიღი | 1955 |
| ქვეყანა | |
| ბიუჯეტი | $5,000,000 |
| IMDb პროფილი | |
სამოთხიდან აღმოსავლეთით (East Of Eden) – 1955 წელს გადაღებული საკულტო ამერიკული ფილმი. ნამუშევარი, რომელმაც პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა დღეს უკვე ლეგენდად ქცეულ ჯეიმზ დინს.
სექციების სია |
სიუჟეტი [რედაქტირება]
’’ეს ამერიკელი სოფლელი ბიჭი დაჭრილი ცხოველის თვალებით, მოგვაგონებს პანტერას, რომელიც მოხვდა ხაფანგში’’ - წერდა რიცენზიაში ’’დეილი სკეჩი’’ კოლ ტრასკზე, ჯეიმს დინის გმირზე ფილმიდან ’’სამოთხიდან აღმოსავლეთით’’. ’’სამოთხიდან აღმოსავლეთით’’ - ეს იყო ჯონ სტეინბეკის რომანის ეკრანიზაცია, რომელიც თანამედროვედ მოგვითხრობდა ბიბლიურ თხზულებას კაენის და აბელის შესახებ, ისტორია ორ ძმაზე, რომელშიც ერთი სანიმუშო, თითით საჩვენებელი, შვილია და მეორე პირიქით - უარყოფითი, რომელიც ვერაფრით იმსახურებდა მამის სიყვარულს. რა თქმა უნდა დინს მიენიჭა კაენის (კოლის) როლი. ’’მე შევარჩიე ჯიმი, რათა მას ეთამაშა კოლის როლი - წერდა ელია კაზანი, ფილმის რეჟისორი - უფრო შესაფერისი მსახიობის ძებნას აზრი არ ჰქონდა. ის გამოხატავდა უარყოფით დამოკიდებულებას მამის მიმართ. იყო შურისმაძიებელი. თავს გრძნობდა მარტოსულად და დათრგუნულად.’’ ფილმი იწყება სიუჟეტით - კოლი (ჯეიმს დინი) უკან მისდევს ქალბატონს, რომელიც მისი დედაა და რომელსაც ის უბრალო დამნაშავე ჰგონია. ბიჭი დიდხანს ცდილობს დაელაპარაკოს მას და სიმართლე უთხრას, პარარელურად პრობლემები აქვს მამასთანან და ძმასთან. კოლი წარმოგვიდგება მოზარდად, რომელშიც ბუდობს დიდი სიყვარული და განრისხება და რომელსაც ვერავინ უგებს, გარდა ევასი (ჯული ჰარისი). ის გვერდში უდგას და ყოველმხრივ ეხმარება ახალგაზრდა, ლამაზ და პრობლემუურ ბიჭუნას. კოლის საქციელი გვაფიქრებინებს, რომ მას არ უყვარს მშობლები და არც ვინმე სხვა. სინამდვილეში პირიქითა. ის უბრალოდ თავისებურად გამოხატავს სიყვარულს. ფილმის ბოლოს, როცა მამამისი იღუპება, კოლი ბოდიშს უხდის და ინანიებს თავის საქციელს, მანამდე ის დედასთანაც გამონახავს საერთო ენას. ’’სამოთხიდან აღმოსავლეთით’’ არის ნამუშევარი, რომელმაც სათავე დაუდო ახალ ეპოქას - დინომანიას. ამ შედევრით ჯიმიმ ნამდვილი ფურორი მოახდინა ჰოლივუდში. მისმა გამოხედვამ, საქციელმა, საშემსურებლო ოსტატობამ, გარეგნობამ, იდეოლოგიამ აღაფრთოვანა ამერიკელი მაყურებელი და დაბადა ახალი სუპერვარსკვლავი, რომლის სახელია ჯეიმს ბაირონ დინი.
მსახიობები [რედაქტირება]
- ჯეიმზ დინი - კოლ ტრასკი
- ჯული ჰარისი - აბრა
- რეიმონდ მესი - ადამ ტრასკი
- რიჩარდ დავალოსი - აარონ ტრასკი
- ბერლ აივზი - სემი
- ალბერტ დეკერი - უილ ჰამილტონი
- ჯო ვან ფლიტი - ქეითი
- ლუის სმიტი - ენი
საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]
- გადაღების პერიოდი : 27/05/1954 – 13/08/1954;
- ჯეიმს დინმა ჰონორარის სახით მიიღო 1000 დოლარი;
- იმ სამი ფილმიდან, რომლებშიც დინმა მთავარი როლი შეასრულა, ეს იყო ერთადერთი მის სიცოცხლეში რომ გამოვიდა;
- კოლ ტრასკის როლზე დამტკიცებული იყო მონგომერი კლიფტი, მაგრამ ის ავარიაში მოყვა და უარი განაცხადა. კანდიდატი გახდა ორი პერსპექტიული ახალგაზრდა პოლ ნიუმენი და ჯეიმს დინი, მათში ეს უკანასკნელი არჩიეს;
- ამ ფილმისთვის, უკვე სიკვდილის შემდეგ, ჯეიმს დინი წარადგინეს ’’ოსკარზე’’ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის;
- ფილმის გამოსვლიდან წლების შემდეგ რეჟისორი კაზანი იტყვის: ’’ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფილმის ორი მესამედი გადავიღეთ, ვხვდებოდით რომ მასში იყო რაღაც ღვთიური, არაამქვეყნიური. ყველა ხვდებოდა, თუ რამდენად კარგი იყო ის. მე ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე კინოში, არაფერი მინახავს მსგავსი, გარდა მარლონ ბრანდოსი’’;
- იყო შემთხვევები, როცა ჯეიმსი არ ემორჩილებოდა რეჟისორებს და დაწერილ სცენარს თავისებურად ცვლიდა. ის ამბობდა: ’’თუ შენ ყველაფერში ეთანხმები სცენარს, ხარ სათამაშო და არა ნამდვილი მსახიობი’’. შედეგად რეჟისორებს უწევდათ სიუჟეტის ფუნდამენტურად შეცვლა. მსგავსი რამ, მანამდე, არასდროს მომხდარა ’’ჰოლივუდში’’;
- ამ ფილმით ჯეიმს დინი გახდა მესამე ვარსკვლავი, რომელმაც შექმნა ე.წ. მეამბოხე გმირების სახე და პოპულარობით დაჩრდილა ამ მიმდიანარეობის, რომელიც უმალ აიტაცა ამერიკულმა ახალგაზრდობამ, რამეთუ მასში თავის თავს ხედავდა, წინა ორი პიონერი მონგომერი კლიფტი და მარლონ ბრანდო და გახდა მთავარი ’’მეამბოხე’’;
პრემია [რედაქტირება]
ჯილდოები [რედაქტირება]
- ოსკარი (1956) – ქალის მეორეხარისხოვანი საუკეთესო როლი (ჯო ვან ფლიტი)
- ოქროს გლობუსი (1956) – საუკეთესო ფილმი
- კანის კინოფესტივალი (1955) – საუკეთესო დრამატული ფილმი
ნომინაციები [რედაქტირება]
- ბრიტანეთის აკადემია (1956) – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო უცხოელი მსახიობი (ჯეიმს დინი)
- ოსკარი (1956) – მამაკაცის საუკეთესო როლი (ჯეიმს დინი), საუკეთესო რეჟისორი (ელია კაზანი), საუკეთესო სცენარი
- კანის კინოფესტივალი (1955) – ოქროს პალმის რტო
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- East of Eden: A resource guide to the 1955 film, from the website of a librarian.
- (ინგლისური) East of Eden — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- East of Eden — Allmovie-ზე