შუმერის მეფეთა სია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუმერის მეფეთა სია არის ერთგვარი მატეანე. ეს არის ძველი შუმერული ტექსტი სადაც ჩამოთვლილია შუმერული ქალაქების მეფეები. დოკუმენტი ძალიან არასანდოა, რადგან აქ ისტორიული პირების გარდა ლეგენდარული მეფეებიც არიან ჩამოთვლილნი.

ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

აღწერა[რედაქტირება]

ეს არის მეფეების სია მათი მეფობის წლებით. როგორც ავღნიშნეთ რეალური მეფეების გარდა აქ ლეგენდარული მეფეებიც არიან ჩამოთვლილნი, ხოლო მეფობის წლები უმეტეად საერთოდ ფანტასტიურია. შუმერებს სწამდათ რომ მეფობა ღმერთებმა მოიგონეს. "წარღვნამდე" მეფეები საერთოდ ლეგენდარულებად მიიჩნევიან. ზოგი მეფე კი ისტორიული პირი იყო, ხოლო შემდეგ უკვე მის შესახებ იმდენი ლეგენდა შეიქმნა, რომ რა უკავშირდება ისტორიულ პირს და რა არის ლეგენდა ამის დადგენა შეუძლებელია.

პირველი ამ სიიდან, ვის ისტორიულობაშიც მკვლევარებს არ ეპარებათ ეჭვი არის ენ-მებარაგესი, ქიშის მეფე.

სია[რედაქტირება]

ადრეული დინასტია I[რედაქტირება]

წარღუნამდე მეფეების მმართველობის პერიოდები აღნიშნულია სარსებით - 3600 წლიანი პერიოდებით და ნერებით - 600 წლიანი პერიოდებით.

  • ალულიმი ერიდუდან: 8 სარსი (28800 წელი)
  • ალალგარი ერიდუდან: 10 სარსი (36000 წელი)
  • ენ-მენ-ლუ-ანა ბად-თიბირიიდან: 12 სარსი (43200 წელი)
  • ენ-მენ-ანა (სახელი ბოლომდე არაა შემორჩენილი)
  • ენ-მენ-გალ-ანა ბად-თიბირიიდან: 8 სარსი (28800 წელი)
  • დუმზი ბად-თიბირიიდან, მწყემსი: 10 სარსი (36000 წელი)
  • ენ-სიპად-ზიდ-ანა ლარაქიდან: 8 სარსი (28800 წელი)
  • ენ-მენ-დურ-ანა ზიმბირიდან: 5 სარსი და 5 ნერი (21000 წელი)
  • ებარა-ტურუ შურუფაქიდან: 5 სარსი და 1 ნერი (18600 წელი)
  • ზინ-სუდუ (არაა ბოლომდე სახელი.)

ადრეული დინასტია II[რედაქტირება]

კიშის პირველი დინასტია[რედაქტირება]

  • იუშური კიშიდან: 1200 წელი
  • კულასინა-ბელი კიშიდან: 960 წელი
  • ნანგიშლიშმა კიშიდან: 670 წელი
  • ენ-ტარაჰ-ანა კიშიდან: 420 წელი
  • ბაბუმი კიშიდან: 300 წელი
  • პუანუმი კიშიდან: 840 წელი
  • კალიბუმი კიშიდან: 960 წელი
  • კალუმუმი კიშიდან: 840 წელი
  • ზუკაკიპი კიშიდან: 900 წელი
  • ატაბი კიშიდან: 600 წელი
  • მაშდა კიშიდან: 840 წელი
  • არვინი კიშიდან: 720 წელი
  • ეტანა კიშიდან, : 1500 წელი
  • ბალიჰი კიშიდან: 400 წელი
  • ენ-მე-ნუნა კიშიდან: 660 წელი
  • მელეჰ-კიში კიშიდან: 900 წელი
  • ბარსალ-ნუნა კიშიდან: 1200 წელი
  • ზამუგი კიშიდან: 140 წელი
  • ტიზკარი კიშიდან: 305 წელი
  • ილკუ კიშიდან: 900 წელი
  • ილტასადუმი კიშიდან: 1200 წელი
  • ენ-მებარაგესი კიშიდან, დაიპყრო ელამი: 900 წელი (უძველესი მმართველი ვისი ისტორიულობის შესახებაც ეჭვი არ არის)
  • აგი კიშიდან: 625 წელი

ურუქის პირველი დინასტია[რედაქტირება]

ძვ. წ. XXX საუკუნე - ძვ. წ. XXVI საუკუნე

  • მეშ-კი-ანგ-გაშერი ე-ანადან, უტუს ძე: 324 წელი.

მეშ-კი-ანგ-გაშერი შევიდა ზღვაში და გაქრა

  • ენმერკარი: 420 წელი
  • ლუგალბანდა, მწყემსი: 1200 წელი
  • დუზიმუდი, მებადური: 100 წელი.
  • გილგამეში: 126 წელი.
  • ურ-ნუნგალი: 30 წელი
  • უდულ-კალამა: 15 წელი
  • ლა-ბაშუმი: 9 წელი
  • ენ-ნუნ-ტარაჰ-ანა: 8 წელი
  • მეშ-ჰე: 36 წელი
  • მელემ-ანა: 6 წელი
  • ლუგალ-კიტუნი: 36 წელი

ურის პირველი დინასტია[რედაქტირება]

ძვ. წ. XXVI საუკუნე - ძვ. წ. XXIV საუკუნე

  • მეშ-ანე-პადა: 80 წელი
  • მეშ-კი-ანგ-ნანა: 36 წელი
  • ელულუ: 25 წელი
  • ბალულუ: 36 წელი

ადრეული დინასტია III[რედაქტირება]

ლაგაშის პირველი დინასტია მეფეთა სიაში არაა, თუმცა მათ შესახებ სხვა წყაროებიდან კარგადაა ცნობილი.

ლაგაშის პირველი დინასტია[რედაქტირება]

ძვ. წ. 2500 - ძვ. წ. 2312.

ავანას დინასტია[რედაქტირება]

ამ დინასტიის სამი მეფე ჯამურად 356 წელი მეფობდა. შემდეგ პირველობა კიშზე გადავიდა.

კიშის მეორე დინასტია[რედაქტირება]

  • სუსუდა: 201 წელი
  • დადასიგი: 81 წელი
  • მამაგალი: 360 წელი
  • კალბუმი: 195 წელი
  • ტუგე: 360 წელი
  • მენ-ნუმა: 180 წელი
  •  ?: 290 წელი
  • ლუგალუნგუ: 360 წელი

ჰამაზი[რედაქტირება]

კიში დაეცა და მეფობა ჰამაზიზე გადავიდა.

  • ჰადიში - 360 წელი.

ჰამასი დაეცა და მეფობა ურუქზე გადავიდა.

ურუქის მეორე დინასტია[რედაქტირება]

ძვ. წ. 2400ძვ. წ. 2336

  • ენ-შაკანშა-ანა: 60 წელი
  • ლუგალ-ურე (ან ლუგალ-კინიშე-დუდუ): 120 წელი
  • არგენდეა: 7 წელი

ურის მეორე დინასტია[რედაქტირება]

ურუქი დაეცა და მეფობა ურზე გადავიდა.

  • ნანი: 120 წელი
  • მეშ-კი-ანგ-ნანა: 48 წელი
  •  ?: 2 წელი

ადაბი[რედაქტირება]

  • ლუგალ-ანე-მუნდუ: 90 წელი

მარი[რედაქტირება]

  • ანბუ: 30 წელი
  • ანბა: 17 წელი
  • ბაზი: 30 წელი
  • ზიზი: 20 წელი
  • ლიმერი: 30 წელი
  • შარუმ-იტერი: 9 წელი

კიშის მესამე დინასტია[რედაქტირება]

ძვ. წ. XXIV საუკუნე - ძვ. წ. XXIII საუკუნე

  • კუგ-ბაბა - ერთადერთი შუმერი ქალი მეფე - 100 წელი
  • პუზურ-სუენი
  • ურ-ზაბაბა

აკშაკის მეფეები[რედაქტირება]

ძვ. წ. 2500ძვ. წ. 2315

  • უნზი: 30 წელი
  • უნდალული: 6 წელი
  • ურური: 6 წელი
  • პუზურ-ნირაჰი: 20 წელი
  • იშუ-ილი: 24 წელი
  • შუ-სინი: 7 წელი

კიშის მეოთხე დინასტია[რედაქტირება]

  • პუზურ-სინი: 25 წელი
  • ურ-ზაბაბა: 400 (6?) წელი
  • ზიმუდარი: 30 წელი
  • უსი-ვატარი: 7 წელი
  • ეშტარ-მუტი: 11 წელი
  • იშმე-შამაში: 11 წელი
  • შუ-ილიშუ: 15 წელი
  • ნანია: 7 წელი.

ურუქის მესამე დინასტია[რედაქტირება]

ძვ. წ. 2336ძვ. წ. 2312

აქადის იმპერია[რედაქტირება]

აქადის დინასტია

ძვ. წ. 2316 - ძვ. წ. 2170

ურუქის მეოთხე დინასტია[რედაქტირება]

  • ურ-ნინგინი: 7 წელი
  • ურ-გიგირი: 6 წელი
  • კუდა: 6 წელი
  • პუზურ-ილი: 5 წელი
  • ურ-უტუ (ან ლუგალ-მელემი): 25 წელი

გუტიების პერიოდი[რედაქტირება]

  • ინკიშუში: 6 წელი
  • ზარლაგაბი: 6 წელი
  • შულმე (ან იარლაგაში): 6 წელი
  • სილულუმეში (ან სილულუ): 6 წელი
  • ინიმაბაკეში (ან დუგა): 5 წელი
  • იგეშაუში (ან ილუ-ანი): 6 წელი
  • იარლაგაბი: 3 წელი
  • იბატე: 3 წელი
  • იარლა: 3 წელი
  • კურუმი: 1 წელი
  • აპილ-კინი: 3 წელი
  • ლა-ერაბუმი: 2 წელი
  • ირარუმი: 2 წელი
  • იბრანუმი: 1 წელი
  • ჰაბლუმი: 2 წელი
  • პუზურ-სინი: 7 წელი
  • იარლაგანდა: 7 წელი
  •  ?: 7 წელი
  • ტირიგა: 40 დღე

ურუქი[რედაქტირება]

ძვ. წ. 2116/ძვ. წ. 2111ძვ. წ. 2109/ძვ. წ. 2104

ურის მესამე დინასტია[რედაქტირება]

"შუმერული რენესანსი"

ისინის დინასტია[რედაქტირება]

ძვ. წ. 2017ძვ. წ. 1794

  • იშბი-ერა: 33 წელი
  • შუ-ილიშუ: 20 წელი
  • იდინ-დაგანი: 20 წელი
  • იშმე-დაგანი: 20 წელი
  • ლიპიტ-ეშტარი 11 წელი
  • ურ-ნინურტა : 28 წელი
  • ბურ-სინი: 5 წელი
  • ლიპიტ-ენლილი: 5 წელი
  • ერა-იმიტი: 8 წელი
  • ენლილ-ბანი: 24 წელი
  • ზამბია: 3 წელი
  • იტერ-პიშა: 4 წელი
  • ურ-დულ-კუგა: 4 წელი
  • სუენ-მაგირი: 11 წელი
  • დამიკ-ილიკუ: 23 წელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]