აშური (ქალაქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აშური*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Villes assyriennes.PNG
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია
კოორდინატები 35°27′24″ ჩ. გ. 43°15′45″ ა. გ. / 35.45667° ჩ. გ. 43.26250° ა. გ. / 35.45667; 43.26250
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 1130
საფრთხის ქვეშ 2003 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1130
რუს.ინგლ.ფრ.

აშური — ანტიკური ასურეთის ერთ-ერთი დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტიგრის დასავლეთ ნაწილში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე. სახელი „აშური“ მომდინარეობს ასურეთის ღვთაების ასურისგან. ასური მიიჩნეოდა ასურეთის მთავარ ღმერთად და მესოპოტამიურ მითოლოგიაში გათანასწორებული იყო ბაბილონელების მთვარ ღმერთთან - მარდუქთან.

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს ერაყში მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია – იუნესკო – შევიდა ერაყში და მოკლე ნუსხა გააკეთა აშურის შესახებ.

აშურის ადგილმდებარეობის გამოკვლევა დაიწყო 1898 წელს გერმანელი არქეოლოგების მიერ. არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1900 წელს ფრიდრიხ დელიჩის მეთაურობით, რომელიც გაგრძელდა 1903-1913 წლებში გერმანიის აღმოსავლეთმცოდნეობის გუნდის მიერ რობერტ კოლდევის ხელმძღვანელობით, მოგვიანებით კი ვოლტერ ანდრეს მიერ. ცოტა მოგვიანებით აშურის არქეოლოგიური გათხრები აწარმოა მიუნხენის უნივერსიტეტმა და ბავარიის კულტურის სამინისტრომ 1990 წელს. 1988-1989 წლებში აშურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ძეგლები მუშავდებოდა რ. დიტმენის სახელით, გერმანული კვლევის საფუძველზე.

აშური იყო სახელი, რომელიც იმართებოდა ქალაქის „ღვთებრივი მზრუნველობით“. მოგვიანებით იგი ასურულ ლიტერატურაში გამოჩნდა შემდეგი ფორმით ან-სარ, რომელიც სავარაუდოდ იკითხებოდა როგორც აშური. ღვთაების სახელი დაწერილია როგორც A-sur ან As-sur და ნეო-ასურელები ხშირად ამოკლებდნენ მას როგორც As.

ეს სახელი ძირითადად გამოხატავდა ზეცის პატრონის ღვთაების An-sar-ის სახელს, განსხვავებით დედამიწის მეპატრონის ღვთაების Ki-sar-გან.

არქეოლოგიამ გამოააშკარავა, რომ აშურის ტერიტორია დაპყრობილი იყო ქრისტეს შობამდე III ათასწლეულის შუა პერიოდში. ეს იყო შუმერულ პერიოდში, სანამ ასურული სახელმწიფო წარმოიქმნებოდა. ნეო-შუმერული ურის III დინასტიის კოლაფსის შემდეგ (ძვ. წ. 1940 წ.) ასურეთში სწრაფად იწყო განვითარება ვაჭრობამ. სავაჭრო მარშრუტი შეადგენდა მანძილს აშურიდან ანატოლიამდე, სადაც ასურელმა ვაჭრებმა დააარსეს სავაჭრო კოლონიები. ეს აზიური კოლონიები იწოდებოდა როგორც „Karum” რომლებიც ძირითადად ვაჭრობდნენ ბამბაზე და თუნუქზე.

პირველი დიდი ტაძრები აღმართული იყო ასურეთში. ეს იყო ღმერთ „Assur”-ის და ამინდის ღვთაების „Adad“-ის ტაძრები. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო პირველი ციხესიმაგრეების მშენებლობა. აშური იყო შამშიადადის სახელმწიფოს დედაქალაქი ძვ. წ. 1813-1781 წლებში. მან განავრცო ქალაქის ძალაუფლება და გავლენა მდინარე ტიგრის ველამდე. ამ პერიოდში დიდი სამეფო სასახლე იქნა აშენებული. სახელმწიფომ არსებობა დაასრულა, მაშინ როდესაც ხამურაბმა აშურის ტერიტორია თავის სახელმწიფოს შეუერთა შამშიადადის სიკვდილის შემდეგ.

ასურეთმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა ძვ. წ. XIV საუკუნეში. ნეო-ასურულ პერიოდში სამეფო რეზიდენცია გადავიდა სხვა ასურულ სახელმწიფოში ძვ. წ. 912-859 წლებში. ასურნასირფალ II (884-859 წლებში ჩვ. წ. აღ-მდე) დედაქალაქი აშურიდან ქალაქ ქალხუში გადაიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა აშური კვლავ რჩებოდა იმპერიის რელიგიურ ცენტრად, ეროვნული ღმერთის აშურის ტაძრის გამო.

ძვ. წ. 100 წლიდან ახ. წ. 270 წლამდე აშური მნიშვნელოვანი მმართველი ცენტრი გახდა. ასუროლოგი სიმო პარპოლას მიხედვით ქალაქს შეიძლება ჰქონოდა ავტონომიის სახელი.

აშური შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რომელიც წარმოადგენს ძველ არქეოლოგიურ მხარეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]