ბაქტრია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაქტრია შუა აზიის რუკაზე

ბაქტრია (ძვ. ბერძ. Βακτριανή ძვ.სპარს. Baxtri-; სპარს. باختر ,بلخ‎; ტაჯ. Балх, Бохтар; უზბ. Балх) — ისტორიული ოლქი ტაჯიკეთს, უზბეკეთს და ავღანეთს შორის, ჰინდიყუშის მთიანეთის სამხრეთით და ფერგანას ხეობის ჩრდილოეთით. ქვეყნის დედაქალაქი იყო ბაქტრია ჩრდ. ავღანეთის ტერიტორიაზე. ბაქტრიელები საუბრობდნენ ინდოევროპული ენათა ოჯახის ინდო-ირანული ჯგუფის ერთ-ერთ ირანულ ენაზე. თანამედროვე ტაჯიკები და პუშტუნები ძველი ბაქტრიელების პირდაპირი შთამომავლები არიან.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ბაქტრია წარმოადგენს ამუდარიის შუა წელზე მდებარე დაბლობ რეგიონს. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება პამირის მთიანეთი, ხოლო სამხრეთიდან ჰინდიყუში. ჰინდიყუშის მთიანეთიდან ჩამომავალი მდინარის დელტის წყალობით, ბაქტრიის შუაგულში ოაზისი ჰყვაოდა. ოაზისის ცენტრი იყო ქალაქი ბაქტრია, რომელმაც მისცა სახელი ქვეყანას. ბაქრიის ჩრდილოეთი საზღვარი იყო ამუდარია. ის მდებარეობდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (დიდი სტეპებიდან ინდოეთისაკენ და ოკეანის სანაპიროებისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ( ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან ჩინეთამდე). ასეთმა მდებარეობამ და ოლქის ნაყოფიერებამ ხელი შეუწყო რეგიონს, მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონოდა ისტორიაში უხსოვარი დროიდან. მკვლევარ ნ.ი.ვავილოვის თანახმად, ბაქტრია წარმოადგენდა მრავალი კულტურული მცენარის, მათ შორის ხორბლის სამშობლოს.

დღეისათვის, ბაქტრიის ტერიტორიების სამხრეთი ნაწილი XIX საუკუნიდან შედის ავღანეთის შემადგენლობაში. ჩრდილოეთ ბაქტრიის ტერიტორიები წარმოადგენს ტაჯიკეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს დედაქალაქ დუშანბეს ჩათვლით, აგრეთვე, შედის უზბეკეთის შემადგენლობაში და მოიცავს უზბეკეთის სამხრეთ ოლქებს.

ისტორია[რედაქტირება]

ბაქტრიულ–მარგიანული ცივილიზაციის ეპოქის ღვთაებათა ქანდაკებები თანამედროვე ავღანეთიდან

ცნობილია ბაქტრიული-მარგიანული არქეოლოგიური კომპლექსის შესახებ — ეს არის ბრინჯაოს ხანის ერთ-ერთი ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა ძვ.წ. XXVIII-XXIII საუკუნეებში ჩრდილოეთ ავღანეთის, დასავლეთ ტაჯიკეთის, აღმოსავლეთ თურქმენეთის და სამხრეთ უზბეკეთის ტერიტორიებზე. იგი ერთდროულად თანაარსებობდა დასავლეთით შუამდინარეთში ძველბაბილონურ სამეფოსთან და აღმოსავლეთში ინდურ ცივილიზაციასთან ერთად.

ერთ-ერთი კონცეფციის თანახმად, ძვ.წ. VII საუკუნეში, ირანის უდაბნოთი შემოსაზღვრულ, ქვეყნის მთიანი რეგიონის ნაყოფიერ მიწებზე ქადაგებდა წინასწარმეტყველი ზარატუსტრა, იქვე გამოუჩნდნენ მას პირველი მიმდევრები. წმინდა ენას, რომელზეც დაწერილი იქნა ზოროასტრიზმის კანონთა წიგნი, „ავესტა“, ზოგჯერ მოიხსენებენ, როგორც ძველ ბაქტრიულ ენას. სხვა ვერსიის თანახმად, ავესტას ენა ძველ ხორეზმულ ენასთან ბევრად უფრო ახლოს დგას.

აქემენიდების იმპერია[რედაქტირება]

ბაქტრია აქემენიდების იმპერიის რუკაზე

აქემენიდების იმპერიაში ბაქტრია შედის ჯერ კიდევ კიროს დიდის პერიოდიდან და ითვლებოდა ყველაზე მდიდარ და ძლიერ სატრაპიად. აქემენიდების იმპერიის შესახებ მრავალი ღირებული ინფორმაცია შემოგვინახა თავის შრომებში ძველბერძენმა გეოგრაფმა ქტესიამ, რომელიც მეფე არტაქსერქსეს კარზე მრავალი წელი მოღვაწეობდა ექიმად. აქემენიდების ეპოქაში ბაქტრიაში გაჩნდა პირველი ბერძნული დასახლება, როდესაც აქ გადმოასახლეს მილეტიდან სპარსელი დამპყრობლების მხარეზე გადასული აპოლონის ტაძრის ქურუმები.


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Сарианиди В. И. Бактрия сквозь мглу веков. М.; Мысль, 1984.
  • Литвинский Б.А., Соловьев В.С. Средневековая культура Тохаристана. М.: Наука, 1985.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]