განდჰარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიკური ინდოეთი

განდჰარა (აგრეთვე, განდარა, გჰანდარა, ჩანდაჰარა; პუშტ. ګندهارا‎) — ისტორიული ოლქი, ძველი სამეფოს სახელწოდება. გადაჭიმული იყო აღმოსავლეთ ავღანეთიდან ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანამდე. განდჰარა დაზუსტებულია მდინარე ქაბული ს ხეობის სმხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ის სცილდება მდინარე ინდის საზღვრებს და მოიცავს, აგრეთვე, ქაშმირის ხეობის ტერიტორიებს. ისტორიული დედაქალაქი — ტაქსილა

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განდჰარელი ხალხები ვედების პერიოდში ცხოვრობდა სამხრეთით მდინარე ქაბულის მდინარე ინდთან შეერთებამდე. მოგვიანებით, მათ გადალახეს მდინარე ინდი შეიჭრნენ ჩრდილო-დასავლეთ პენჯაბში. განდჰარა მდებარეობდა ჩრდილოეთის მთიან გზაზე (უტტარაპადჰა) ინდოეთის ირანთან და შუა აზიასთან დამაკავშირებელი კომუნიკაციების ცენტრში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაყოფიერების ქალღმერთი ძვ. წ. I ს. ტერაკოტა. ინდის ხეობა

განდჰარაში შეინიშნება ბრინჯაოს ხანის ცენტრალური აზიის სამხრეთის კულტურის გავლენა და ვედური ცივილიზაციის კერებთან ინდო-არიული ტომების მიგრაციის შესაბამისი მღვიმური კულტურა. განდჰარების სახელი გვხვდება რიგვედაში. ასევე, ბუდისტურ წყაროებში. მაგ: აიტარეა ბრაჰმანი საუბრობს განდჰარელთა მეფე ნაგანაჯიტეს თანამედროვე მეფე ჯანაკზე ვიდეჰიდან.

მაჰაბჰარატას თანახმად, განდჰარაელებმა მიიღეს მონაწილეობა ბრძოლაში კაურავების მხარეზე პანდავების წინააღმდეგ. ამასთან, ისინი ყოფილან ძალიან გამბედავი, ძლიერი და დახვეწილი მეომრები.

გადმოცემის თანახმად, განდჰარა დაარსებულ იქნა არუდჰის ვაჟის ჯაპანადის მიერ. განდჰარის მიწები გაწმინდა მდინარე ინდმა. ქალაქებს — ტაქსილას და პუშკალავატს, ბჰარატის ვაჟების პატივსაცემად დაერქვა ეს სახელები ჯანაპადის ქვეყანაში.

სხვადასხვა დროს განდჰარას სამეფო ყოფილა დაპყრობილი უცხოელთა მიერ. აქემენიდების დაპყრობების დროს განდჰარა და კამბოჯა მოექცნენ სპარსული გავლენის ქვეშ. ეს უნდა მომხდარიყო უშუალოდ კიროს I დიდის ლაშქრობების (ძვ.წ.558 — 530) ან დარიოს Iის მეფობის პირველ წლებში. განდჰარა და კამბოჯა შეადგენდნენ დარიოსის იმპერიის მე-7 სატრაპიას.

ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში დეტალურად არის ცნობილი - ვინ მართავდა განდჰარას ნაწილებს. თუმცა ალექსანდრეს თანმხლებნი არ ახსენებენ განდჰარას და კამბოჯას, არამედ საუბრობენ მათ ტერიტორიაზე არსებულ მცირე სამეფოებზე. საეჭვოა, არსებობდა თუ არა იმ დროს რომელიმე ძლიერი სახელმწიფო აღნიშნულ ტერიტორიულ მონაკვეთში. 326 წელს ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო მაჰაჯანაპადები და განდჰარის დიდი ნაწილი.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კამბოჯა და განდჰარა შეადგენდნენ საერთო ეთნიკურ ჯგუფს.

ძვ.წ. 305 წელს განდჰარა გადავიდა მაურიების დინასტიის ხელში. მაურიები მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, როგორც მნიშვნელოვან სავაჭრო რეგიონს. მაურიების სახელმწიფოში განდჰარა განსაკუთრებულად აყვავდა. მეფე აშოკას დროს აქ გაიფურჩქნა ბუდიზმი.

რელიგია და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განდჰარიდან, ცენტრალური აზიის სხვა ბერებთან ერთად დაიწყეს მისიონერებმა, ბუდიზმის ქადაგება II საუკუნეში ჩინეთის დედაქალაქ ლოიანში. ისინი შეუდგნენ ბუდისტური ტექსტების თარგმნას ჩინურ ენაზე. ამასთან, ითარგმნა როგორც მაჰაიანას შრომები, ასევე, ტჰერავადა ("უხუცესთა სწავლებანი")

ბუდიზმის გამავრცელებლები

  • ლოკაშემა ( ჩინ. 支谶, Чжи Чан), კუშანელი ბერი ჩინურ ენაზე მაჰაიანას ტექსტების პირველი მთარგმნელი. (167— 186)
  • ჩჟი იაო ( ჩინ. 支曜 (185), კუშანელი ბერი ლოკაკსემის შემდგომი თაობის წარმომადგენელი, წარმოშობით იუეჩჟი.
  • ჩჟი ციან (220—252), კუშანელი ბერი, რომლის პაპა დამკვიდრდა ჩინეთში ( 168—190).
  • ჩჟი იუე 230, ნანკინში მცხოვრები კუშანელი ბერი
  • დჰარმარაკშა (265—313) კუშანელი, მრავალი თაობა ცხოვრობდა დუნჰუანში.
  • ჯიანაგუპტა (561—592) კუშანელი ბერი და მთარგმნელი განდჰარადან
  • შიკშანანდა (652—710) ბერი, მთარგმნელი უდლიანიდან (განდჰარა)
  • პრაჯნა (810) ბერი და მთარგმნელი ქაბულიდან, კუკაის სანსკრიტის მასწავლებელი.

ძვ. წ. I საუკუნესა და ახ. წ. VII საუკუნემდე პერიოდში ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და ავღანეთის აღმოსავლეთში აყვავდა განდჰარას ხელოვნების სკოლა. ჩვ. ერამდე VI-V საუკუნეებში სპარსული დინასტიის მმართველობის დროს განდჰარა ისრუტავდა ინდურ და ხმელთაშუაზღვისპირულ გავლენას ხელოვნებასა და კულტურაში. ამიტომ განდჰარას კულტურა განიხილება, როგორც ცივილიზაციათა შერწყმის ნაზავი.

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი წელთაღრიცხვით

ახალი წელთაღრიცხვით

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гандара // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Пугаченкова Г. А. Искусство Гандхары. — М.: Искусство, 1982. — 196 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]