ეგნატე IV (ანტიოქიის პატრიარქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგნატე IV
უნეტარესი პატრიარქი, დიდი ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, მესოპოტამიისა და მთელი აღმოსავლეთისა
Игнатий IV Антиохийский.jpg
ანტიოქიის პატრიარქი
ეკლესია ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 2 ივლისი, 1979
წასვლა 5 დეკემბერი, 2012
წინამორბედი ილია IV
მემკვიდრე იოანე X

საერო სახელი ჰაზიმ ჰაბიბ ჰასაადი
დაიბადა 28 აგვისტო, 1921
მუხრადა, სირია
გარდაიცვალა 5 დეკემბერი, 2012
ბეირუთი, ლიბანი
ეროვნება არაბი
რელიგია ქრისტიანობა

პატრიარქი ეგნატე IV (საერო ცხოვრებაში ჰაზიმ ჰაბიბ ჰასაადი; დ. 1921, მუხრადა, სირია — გ. 5 დეკემბერი, 2012, ბეირუთი, ლიბანი) — ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი; 1979-2012 წლებში პატრიარქი. სრული წოდება: „უნეტარესი პატრიარქი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, არაბეთისა, შუამდინარეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა.“

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ეგნატე IV

ეგნატე IV დაიბადა სირიის ჰამას მუნიციპალიტეტის სოფ. მუხრადაში, მართლმადიდებელი არაბების ოჯახში. იგი ბავშვობიდან დაუკავშირდა ეკლესიას;

ბეირუთში, ლიბანში სწავლის პერიოდში მსახურობდა ჯერ მნათედ, შემდეგ კი დიაკვნად;

1945 წელს გაემგზავრა პარიზის წმ. სერგის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში;

პარიზიდან დაბრუნების შემდეგ დააარსა ბალამანდის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარია ლიბანში, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა დეკანის თანამდებობაზე;

მეორე მსოფლიო ომის დროს მომავალი პატრიარქი სათავეში ჩაუდგა სირიელი და ლიბანელი მართლმადიდებელი ახალგაზრდების მოძრაობას, რომლის შედეგად უამრავი არაბი მივიდა ეკლესიაში და ირწმუნა მართლმადიდებლობა;

1961 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად;

1970 წელს გადაყვანილ იქნა ლათაქიის მიტროპოლიტად (სირია);

მღვდელმთავრობის დროს მან დანერგა ხშირი ზიარების პრაქტიკა, რადგანაც იმ პერიოდში გავრცელებული ტრადიციით, არაბი მართლმადიდებლები, განსაკუთრებით საერო პირები პრაქტიკულად არ ეზიარებოდნენ. მას ეკუთვნის არაერთი რეფორმა საეკლესიო ცხოვრებაში;

1979 წელს მიტროპოლიტი ეგნატე არჩეულ იქნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად. აღსაყდრება აღესრულა ამავე წლის 2 ივლისს. აღსაყდრების დღეს მან ბრძანა:

ვიკიციტატა
„შეგნებული მაქვს, რომ დავისჯები, თუკი არ ვიზრუნებ ეკლესიისათვის და თითოეული თქვენგანისათვის. არ შემიძლია, რომ მოგმართოთ ზემოდან, რადგან ჩვენს შორის სხვაობა არ არის. მე თქვენი ნაწილი ვარ და მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც იყო ჩემში. უფალი მობრძანდება, წმიდა სული გარდამოდის ძმებზე, რომლებიც შეკრებილი არიან და გაერთიანებული წმიდა ზიარების მადლით, რამდენადაც ისინი გამოხატავენ მადლის ერთობას სულიწმიდის მიერ.“

გარდაიცვალა 2012 წლის 5 დეკემბერს ბეირუთის წმინდა გიორგის სახელობის ჰოსპიტალში ინსულტით[1].

უნეტარესი ეგნატე IV მშობლიური არაბულის გარდა ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]