მაკარიოს III (ანტიოქიის პატრიარქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკარიოსი იბნ ალ-ზაიმ ალ-ჰალაბი ალ-ანტაქი (გ. 12 იანვარი, 1672) — ანტიოქიის პატრიარქი 1647 წლიდან. ფინანსური დახმარების მიღების მიზნით ორჯერ იმოგზაურა რუსეთში. პირველად — 1654-1656 წლებში (ეს მოგზაურობა აღწერა მისმა ვაჟმა პავლე ალეპოელმა); მეორე მოგზაურობის დროს 1664-1666 და 1669 წლებში საქართველოშიც იყო. დასავლეთ საქართველოში ის აქტიურად ერეოდა ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში, გამოდიოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ. მაკარიოსის მიერ არაბულ ენაზე დაწერილ თხზულებაში შესულია ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ასათიანი ნ., მასალები XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1973;
  • Жузе П. К., Грузия в ХЖИИ столетии по изображениюМакария, Казань, 1905 (Оттиск из журнала «Православный собеседник»);
  • ჯაფარიძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 370, თბ., 1983