დანიელ აგერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანიელ აგერი
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Daniel Agger2 cropped.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი დანიელ მანს აგერი
დაბ. თარიღი 12 დეკემბერი, 1984
დაბ. ადგილი    ჰვიდროვი, დანია
სიმაღლე 191 სმ.
პოზიცია მცველი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი ლივერპული
ნომერი 5
ახალგაზრდობის კლუბები
1996-2006 ბრონდბიუ
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
2006- ლივერპული 91 (3)   
ეროვნული ნაკრები
2005 დანია 20 (4)


* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

დანიელ მანს აგერი (დ. 12 დეკემბერი 1984) — დანიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე ინგლისის საფეხბურთო კლუბი. მან უფროსი კარიერა დაიწყო დანიურ კლუბ ბრონდბიში 2004 წლის ივლისში. ამ კლუბთან ერთად, 2005 წელს მოიგო დანიის სუპერლიგა. მისი სანაკრებო კარიერა დაიწყო 2005 წლის ივნისს, მან 37 შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში და 4 გოლის გატანა შეძლო. ის ცნობილია როგორც შემტევი სტილის ცენტრალური მცველი, მისი სტილია შორი მანძილიდან ოსტატური პასები და უძლიერესი დარტყმები.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

ბრონდბიუ[რედაქტირება]

დაიბადა ჰეიდროვში, მან ახალგაზრდული კარიერა 12 წლისამ დაიწყო კლუბ როსენჰოჯში, ამის შემდეგ ის შეუერთდა კლუბ "ბრონდბის" და მასთან ერთად დანიის "სუპერლიგა" მოიგო. 2004 წლის ივლისში, ის გადავიდა "ბრონდბის" ახალგაზრდულ პირველ გუნდში, და ის გაემგზავრა შვედ მცველ ანდრეს იაკობსონთან ერთად. დანიელ აგერმა ვერ დაიმკვიდრა თავი ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დანიის სუპერლიგის მოგებაში 2004-2005 წელს. ის სხვა თანაგუნდელებისაგან განსხვავებით, უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც კლუბის მესვეურებთან ასევე გუნდის კაპიტან პირ ნიელსენთან. 2004 წელს დანიელ აგერი დასახელდა "წლის ტალანტად". ეს ტიტული დანიელს "სპილერფორენინგენმა" მიანიჭა. სპილერფორენინგენმა არის ინგლისის "პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციის" (English PFA) ეკვივალენტი.

სუპერლიგაში წარმატებული სეზონის შემდეგ 2004-2005 წელს, დანიელ აგერი გამოძახებული იქნა ნაკრებში. ეს მატჩი 2 ივნისს 2005 წელს შედგა, ეს მატჩი მეგობრულ სახეს ატარებდა. დანიელებმა 1:0 იმარჯვეს ფინელების წინააღმდეგ, დანიელმა მთელი მატჩი ითამაშა. მომდევნო სანაკრებო მატჩებში დანიელ აგერი სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თამაშს თვალყურს. 17 აგვისტოს 2005 წელს დანიელებმა მეგობრულ მატჩში ინგლისელების წინააღმდეგ იმარჯვეს ანგარიშით 4-1, ამ მატჩში გუნდის კაპიტან პირ ნიელსენს პრობლემები ინგლისელებთან შეექმნა, განსაკუთრებით კი ინგლისელ ფორვარდ უეინ რუნისთან. მომავალ ორ სანაკრებო მატჩში დანიელ აგერმა მთლიანი მატჩები ითამაშა. 2005-2006 წლებში დანიელ აგერმა დანიის სუპერლიგაში ტრავმა მიიღო. დანიელი მხოლოდ 20 წლის იყო როდესაც იგი ნომინირებული იყო დანიელი "წლის ტალანტი" "ოლ სპორტის" მიერ 6 დეკემბერს 2005 წელს.

ლივერპული[რედაქტირება]

2006-2007[რედაქტირება]

ეს ის წელია როდესაც დანიელ აგერი მერსესაიდში გადაბარგდა, მან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ბრიტანეთის ყველაზე ტიტულოვან გრანდს შეუერთდა. მისი ტრანსფერი 2006 წელს შედგა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. დანიელი "ბრონდბისთან" ერთად აღარ გაემგზავრა სავარჯიშოდ, მან 12 იანვარს ლივერპულთან ოთხწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი სატრანსფერო ფასი 6 მილიონ ევროს შეადგენდა, ამ ტრანსფერით ის გახდა დანიური კლუბის ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელი რომელიც სხვა ქვეყანაში გადასულა სათამაშოდ. ასევე მაშინ ის იყო ლივერპულის ყველაზე ძვირადღირებული მცველი. (დღესდღეობით ლივერპულის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გლენ ჯონსონია, რომელიც ლივერპულის ყოფილმა მწრთვნელმა რაფაელ ბენიტესმა 17 მილიონ ევროდ შეიძინა, ინგლისურ კლუბ პორტსმუთიდან).

ლივერპულში მისი თამაში მცირე ტრავმებით დაიწყო. 2006 წლის გაზაფხულზე მან ძირითად შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა. 2006 წლის მაისში მან 10 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანაც შეძლო. ამავდროულად იგი დანიის 21 წლამდე ნაკრებშიც არჩეული იქნა, ამ პერიოდში დანიელები 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ.

დანიელმა ლივერპულის შემადგენლობაში მთლიანი მატჩი ჩაატარა 2006 წელს "ფა ქომიუნითი შილდზე". მაშინ როცა მან ინგლისურ ფეხბურთს ალღო აუღო იგი ძირითადი გუნდის რეგულარული მოთამაშე გახდა. ლივერპულის ვიცე-კაპიტანი ჯეიმი კარაგერი, დანიელ აგერი და ლივერპულის ყოფილი კაპიტანი სემი ჰიპია ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ. სამივენი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოდნენ.

დანიელ აგერმა თავისი პირველი გოლი 26 აგვისტოს 2006 წელს გაუტანა ვესტ ჰემ იუნაიტედს. ამ მატჩში წითლებმა 2:1 იმარჯვეს. ამის შემდეგ დანიელ აგერმა "კოპის" ტრიბუნის მხარეს უძლიერესად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა. მანძილი კარამდე (32 მეტრი). ლივერპულის ყოფილმა მწრთვნელმა თავის შეგირდის გოლზე კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ, ის აღფრთოვანებული იყო დანიელის ამ დარტყმულით, როგორც მან განაცხადა დანიელი ვარჯიშებზეც გამოირჩევა ასეთი საოცარი დარტყმით. ეს გოლი "ბიბისის" მიერ დასახელებული იქნა თვის საუკეთესო გოლად, მოგვიანებით ეს გოლი დასახელდა პრემიერლიგის წლის საუკეთესო გოლად. 4 ოქტომბერს 2006 წელს "პროფესიონალურმა საფეხბურთო ასოციაციამ" (PFA) - ამ ფანების გამოკითხვაზე დაყრდონით, დანიელი თავისი მკვრივი და დამაჯერებელი თამაშისათვის დააჯილდოვა.

აგერმა თავისი მეორე გოლი "ლიგის თასზე" გასვლით მატჩი ბირმინგემს გაუტანა, გოლი პირველი ტაიმის კონფენსირებულ დროში იქნა გატანილი. მან მეოთხე გოლი 2007 წლის 31 მარტს არსენალს გაუტანა თაური დარტყმით, ეს მატჩი ლივერპულმა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო ანგარიში 4-1. პირველ ნახევარფინალში ჩემპიონთა ლიგის 2006-2007 წელს, აგერს საკმაოდ აკრიტიკებდნენ ლივერპულმა ეს მატჩი დათმო ლონდონის ჩელსთან სტემფორდ ბრიჯზე. დიდიე დროგბა თავისი ოსტატობის ხარჯზე მოატყუა რამდენიმე მოთამაშე და საგოლე გადაცემაც გააკეთა. დანიელ აგერმა ფანების გული კვლავ მოიგო და ყველას დაავიწყდა ის კრიტიკა რაც აგერზე მოდიოდა, ლივერპულმა ლიგის განმეორებით მატჩი ჩელსი საკუთარ ენფილდზე მიიღო და ძირითად დროში 1-0 სძლია, გოლის ავტორი დანიელ აგერი გახდა, მას ასისტენტობა გუნდის უდავო ლიდერმა და კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გაუწია. ჯერარდმა და აგერმა საოცარი კომბინაცია გაითამაშეს და ამას აგერის ლამაზი გოლიც მოჰყვა. ეს მატჩი ლივერპულმა პენლების სერიაში მოიგო. ამ გამარჯვებით მერსესაიდელები ათენის საგზურიც მოიპოვეს, ათენში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ტარდებოდა, ლივერპულის მეტოქე კვლავ იტალიის მილანი აღმოჩნდა, ბრიტანელთა სამწუხაროდ ლივერპულმა ეს მატჩი წააგო 2-1.

2007-2008[რედაქტირება]

აგერმა ეს სეზონი საოცრად დამაჯერებლად დაიწყო, 4 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო. სექტემბრის თვეში დანიელ აგერმა ურთულესი თითის ტრავმა მიიღო და მისი ადგილი სემი ჰიპიამ დაიკავა. ამის შემდეგ 2008 წლის იანვარს დანიელი გამოჩნდა მელვუდის ბაზაზე, ის აკეთებდა ფიტნეს ვარჯიშებს, მაგრამ აგერს ეს პრობლემა მეორე თითზეც შეექმნა. რამდენიმე სპეციალისტმა გააკეთა მოხსენება ლივერპულის ოფიციალურ საიტთან, რაზე დაყრდნობითაც დანიელ აგერი მთელ სეზონს გამოტოვებდა მას ურთულესი ოპერაცია ესაჭიროებოდა. (აღსანიშნავია ის ფაქტორიც რომ მსგავსი პრობლემა ჰქონია დეპორტივოს ნახევარმცველს ალდო დუშჩერს, დეივიდ ბექჰემს, სტივენ ჯერარდს, როი კინს, სემ ალენშტეინს, ხაბი ალონსოს მაიკლ ოუენს და კიდევ ძალიან ბევრ მოთამაშეს).

2008-2009[რედაქტირება]

დანიელი დაბრუნდა მელვუდზე და კვლავ დაიწყო სრული დატვირთვის ვარჯიშები 12 ივლისს 2008 წელს. დანიელმა პირველი მატჩი ახალ სეზონში ტრანმერ როვერსთან ითამაშა ის შეცვლაზე იქნა შეყვანილი მოედანზე. მატჩის შემდეგ დანიმ განაცხადა.

დანიელი:"მე თითქმის თავიდან ვიწყებ ლივერპულურ კარიერას". დანიელ აგერი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მან ძირითადში დაიწყო სტანდარტ ლიგის წინააღმდეგ მატჩი. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 0-0 დაფიქსირდა. დანიელ აგერი ვეღარ ხვდებოდა შემადგენლობაში, მან ძალიან ბევრი დაისვენა აგვისტოში და უფრო მეტი სექტემბერში. პრესაში ბევრი რამ იწერებოდა თითქოს ბენიტესი აგერის გაცვლას აპირებს სხვა მოთამაშეში. რაფა ბენიტესი გამოდიოდა და აცხადებდა რომ არანაირი ბრაზი არ არის მასსა და აგერს შორის.

ერთი თვე შემადგენლობის მიღმა ყოფნას დანიელის ძირითად შემადგენლობაში მატჩის დაწყება მოჰყვა, მან "კარლინგის თასზე" ძირითადში დაიწყო თამაში და 90 წუთიც დაჰყო სტადიონზე. ლივერპულმა "Crewe Alexandra" დაამარცხა, ანგარიშით 2-1, დანიელმა ამ მატჩში ჯარიმაც გაიტანა. ამ ყველაფერს მარტინ შკრტელის ტრავმა მოჰყვა, და აგერი ძირითადში იწყებს თავის პირველ მატჩს პრემიერლიგაში უიგანის წინააღმდეგ. მატჩი უიგანელთა გოლით დაიწყო, მაგრამ დანიელ აგერმა ეფექტიანი პასი გადააწოდა ჰოლანდიელ დირკ კიუიტს რომელმაც თავის შანსი გამოიყენა და მეტოქეს გოლი გაუტანა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 3:2 მერსესაიდელთა სასარგებლოდ. ამავე წელს დანიელმა მესამე გოლი გაიტანა (მანძილი 30 მეტრი) ბლექბერნის წინააღმდეგ. ლივერპუმა 4:0 იმარჯვა, დანიელმა ამ მატჩში სხვა რამითაც გამოიჩინა თავი მან ცისკენ მიუთითა ხალხს, ამით მან პატივი მიაგო ჰოლზბოროს ტრაგედიაში დაღუპულ ადამიანებს.

2009 წელს აგერმა თავისი კონტრაქტი ამოწურა და გუნდს უერთგულა, მაგრამ მან კლუბში დარჩენა მოინდომა და კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ლივერპულში 2014 წლამდე დარჩება.

2009-2010[რედაქტირება]

აგერმა ოპერაცია გადაიტანა და კლუბს მაშინ დაუბრუნდა როდესაც ეს ძალზედ სჭირდებოდა, 25 ოქტომბერი 2009 წელი დღე როდესაც ლივერპულმა ფანტასტიკური გამარჯვება მოიპოვე მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. ლივერპული 2 - 0 მანჩესტერი.

2010 წლის 28 თებერვალს აგერმა თავისი მე-100 მატჩი ითამაშა ლივერპულის მაიკით, ეს მატჩი ლივერპულმა იმარჯვა ბლექბერნის წინააღმდეგ ანგარიშით 2-1. აგერმა 14 მატჩი ჩაატარა 2009-2010 წელს და 7 გოლიც გაიტანა, მათ შორის ერთერთი ევროპის ლიგა ბენფიკას წინააღმდეგ, ეს გოლი ისევ ჯერარდმა და აგერმა გაითამაშეს და ზუსტად ისეთი კომბინაცია იყო როგორც ლონდონის ჩელსთან ნახევარ ფინალში. მატჩის შემდეგ ბენიტესმაც გაამახვილა ამ ტემაზე ყურადღება. ეს გოლი ლივერპულს დაეხმარა ევროპის ლიგის ნახევარფინალში გასულიყო.

2010-2011[რედაქტირება]

აგერმა პირველი მატჩი ჩაატარა არსენალის წინააღმდეგ, 2010 წლის 15 აგვისტო, მაგრამ დანიელმა ამ მატჩში ტვინის შერყევა მიიღო და მეორე ტაიმში შეცვლილი იქნა. ეს იყო ლივერპულის პირველი მატჩი ახალ სეზონში. აგერი დეკემბრამდე ტრავმირებული იყო. როი ჰოჯსონმა მას მარტინ შკრტელი არჩია რადგანაც, იწერებოდა პრესაში თითქოს აგერით იუვენტუსი იყო დაინტერესებული. როი ჰოჯსონის შემდეგ გუნდს დალგლიში ჩაუდგა სათავაში, და აგერსაც მეტი სათამაშო დრო მიეცა, დანიელმა 2011 წლის 6 თებერვალს ითამაშა ჩელსის წინააღმდეგ სადაც მერსესაიდელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

პირადი ცხოვრება დანიელს ჰყავს ახალგაზრდა ბიძაშვილი ნიკოლას აგერი რომელიც ბრონდბიშ თამაშობს. 2010 წლის 10 მაისს აგერი დაქორწინდა მეგობარ გოგონაზე, სოფი ნელსონზე დანიაში. დანიელს და სოფის ჰყავთ ბიჭი რომელსაც ჯეიმი ჰქვია. აგერს დანიაში ჰჰყავს ბიძა.

ტიტულები[რედაქტირება]

ბრონდბიუ
  • დანიის თასი: 2005
  • დანიის სუპერლიგა: 2005
ლივერპული
  • ფა თასი: 2006
ინდივიდუალური ტიტულები
  • დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2007

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: