გერმანული ანბანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერმანული ანბანი (გერმ. Deutsches Alphabet) — ლათინური დამწერლობის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც გერმანული ენის ჩასაწერად გამოიყენება. თანამედროვე გერმანულ სტანდარტიზებულ ანბანში ლათინური დამწერლობის 26 ძირითად ასოს ემატება სამი დამათებითი ასო, ე. წ. „უმლაუტები“: Ä, Ö და Ü. გერმანიაში, ავსტრიასა და ლუქსემბურგში, ასევე ბელგიის, დანიის (ჩრდილოეთი შლეზვიგი), იტალიისა (სამხრეთი ტიროლი) და პოლონეთის (ზემო სილეზია) გერმანულენოვან რეგიონებში გამოიყენებენ ასევე დამატებით ასო-ნიშანს „ესცეტს“ (ß, ბგერის აღსანიშნავად). ეს ასო არ გამოიყენება შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში.

გერმანულ ენაში ცალკეულ ასოს საშუალო სქესი აქვს („das A“, „das B“ და ა. შ.).

ესცეტის გარდა ყველა ასოს დიდი (მთავრული) და პატარა მოხაზულობა აქვს. მთავრული ასოებით იწერება წინადადების დასაწყისში მდგომი სიტყვის პირველი ასო, ასევე არსებითი სახელები. საერთო ჯამში გერმანული ანბანი 30 ასო-ნიშანს მოიცავს:

Großbuchstaben A Ä B C D E F G H I J K L M N O Ö P Q R S T U Ü V W X Y Z
Kleinbuchstaben a ä b c d e f g h i j k l m n o ö p q r s ß t u ü v w x y z

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Regeln und Wörterverzeichnis. Überarbeitete Fassung des amtlichen Regelwerks 2004. Rat für deutsche Rechtschreibung, München und Mannheim, Februar 2006.