ესცეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ẞß
ß სხვადასხვა ფორმით
ორი განსხვავებული მოხაზულობა ესცეტისა ქუჩის მანიშნებელ აბრაზე მაინცში

ესცეტი, ß (გერმ. Eszett) — ლიგატურისაგან წარმოშობილი ასო გერმანულ ანბანში, ყრუ ფშვინვიერი ბგერის s () გრაფიკული სიმბოლო. საუბრისას მას ხშირად შეიძლება ეწოდოს „Straßen-S“ (ქუჩის S), „Buckel-S“ (კუზიანი S), „Ringel-S“ (ზარის ფორმის S), „Rucksack-S“ (ზურგჩანთა S), ან „Doppel-S“ (ორმაგი S, შვეიცარიაში). ამათგან ყველაზე გამართლებულია ორმაგი S, რადგან შვეიცარიაში ესცეტს ცვლის გაორმაგებული ასო – ss.

ესცეტი მხოლოდ გერმანული ენისათვის გამოიყენება, შვეიცარიისა და ლიხტენშტაინისათვის დამახასიათებელი დიალექტების გარდა. დანარჩენ გერმანულენოვან სივრცეში, ასევე ბელგიის გერმანულენოვან რეგიონში, დანიასა (ჩრდილოეთი შლეზვიგი) და იტალიაში (ბოლცანოს გერმანულენოვანი რეგიონი) ამ ნიშნისათვის მოქმედებს მართლწერის იგივე წესები, რაც გერმანიაში, ავსტრიასა და ლუქსემბურგში.

ſs ლიგატურა, რომელიც საფუძვლად დაედო ß–ის მოხაზულობას, XVIII საუკუნემდე სხვა ენებშიც გამოიყენებოდა.

წარმოქმნა[რედაქტირება]

ნიშანი ß პირვალედ XIII საუკუნის გოთურ საბეჭდ და ხელნაწერ შრიფტებში გვხვდება და გადმოსცემს "" ბგერას. ესცეტის დღეისათვის ცნობილ სხვა მოხაზულობებს სხვადასხვა წყარო და წარმომავლობა აქვთ. გოთურ დამწერლობაში იგი გრძელი ſ–ისა და პატარა z-ის შეერთებით მიღებულ ლიგატურას წარმოადგენდა. რამდენიმე მე–15 საუკუნეში შექმნილ ანტიკვას საბეჭდ შრიფტში იგი წარმოადგენს ſ–ისა და პატარა s-ის შეერთებით მიღებულ ლიგატურას. როდესაც ანტიკვას შრიფტების გამოყენება გერმანული ენისათვის დაიწყეს, გერმანული ენის განვითარება უკვე დასრულებული იყო. ß–ის დღევანდელი სახე გვხვდება "ვოლფდიეტრიხის ფრაგმენტზე", რომელიც XIV საუკუნეს მიეკუთვნება. ესცეტის მოხაზულობის წარმომავლობის შესახებ ერთიანი მოსაზრება ჯერაც არ არსებობს და გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება.

ტირონული ნიშნები[რედაქტირება]

ტიპოგრაფმა მაქს ბოლუეიგმა ივარაუდა, რომ ესცეტის საფუძველი რომაული ტირონული შემოკლებული ნიშნები "სერ"–ი და "სედ"–ი უნდა იყოს. ჰერბერტ ბრეკლე კი ამ თეზას შეეწინააღმდეგა.

გამოთქმა გერმანულ ენაში[რედაქტირება]

VII-VIII საუკუნეებში გერამანული ენის ფონეტიკაში ძველი გერმანული ენის ორი თანხმოვნისაგან, /t/ და //-საგან გაჩნდა ორი ახალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული გამოთქმის ბგერა. მიუხედავად ამ განსხვავებისა, ამ ორი ბგერის ჩაწერა მაინც ერთნაირად ხდებოდე – zz, თუმცა მათ განსასხვავებლად მალევე გაჩნდა ორი ახალი აღნიშვნა – sz და tz.

გაორმაგებული "ესით" – ss გადმოცემული ბგერა, რომელიც ძველ გერმანულ /s/-ს შეესაბამებოდა, განსხვავდებოდა sz-თი აღნიშნული ბგერისაგან; ss გამოითქმოდა როგორც უხმო ალვეოლურ–სასისმიერი ფრიკატიული ბგერა [ɕ], ხოლო sz, როგორც უხმო ალვოელური ბგერა [s]. მაშინაც, როცა ამ ორი ბგერის გამოთქმები თანდათან ერთმანეთს დაემთხვა, ორივე დაწერილობა მაინც შენარჩუნდა. თუმცა, ერთნაირი გამოთქმის გამო ხშირად გაურკვეველი იყო, სად რომელი უნდა დაწერილიყო.

დროთა განმავლობაში შეიქმნა დღეისათვის ცნობილი განაწილება სიტყვებში ss–სა და ß–ისა, რომელიც გერმანულ ენაში sz-ს მემკვიდრეა. დღევანდელ გერმანულში ამ ორ ბგერა შორის თავდაპირველი განსხვავება არაა შენარჩუნებული და მათი გამოთქმები იდენტურია.

ესცეტი გოტიკურ შრიფტებში[რედაქტირება]

გრძელი s, z და ესცეტი მეცხრამეტე საუკუნის გერმანულ შრიფტებში (1866)

XX საუკუნემდე გერმანული ენა ძირითადად გოტიკური შრიფტით ჩაიწერებოდა. გრძელი s-ისა და z-ის ხშირად გამოყენებადი კომბინაციისაგან („ſz“ ან „ſʒ“) განვითარდა ლიგატურა, რომელიც დროთა განმავლობაში ცალკე ასო–ნიშნად, ესცეტად გადაიქცა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: