ბლოკი (ფილატელია)
ბლოკი (ფილატელია) ანუ მინიატურული ფურცელი არის საფოსტო მარკის გამოცემის სპეციალური ფორმა. ფართო ფურცელზე დაბეჭდილია ნახატი, რომლის სიუჟეტურ ნაწილს შეადგენს საფოსტო მარკა, რომელიც გამოკვეთილია პერფორაციული ჩარჩოთი. ბლოკი წარმოადგენს ფილატელიურ სუვენირს, მაგრამ სუვენირული ფურცლისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც საფოსტო საგადასახდო საშუალება და როგორც საკოლექციო ერთეული.
ბლოკი იბეჭდება მნიშვნელოვანი მოვლენის ან დიდი პიროვენებების საიუბილეოდ. მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ბლოკი მართკუთხა ფურცელია, იგი შედგება უშუალოდ მარკისაგან და ველებისაგან, რომელიც მარკის გარშემო არსებული სივრცეა. ერთ ბლოკში შეიძლება ჩაბეჭდილი იყოს ერთი ან მეტი მარკა, თავისი ნომინალების მითითებით, მაგრამ ყველა მარკა გაერთიანებულია ერთ მხატვულ სიუჟეტში. ცალკეული მარკა გამოყოფილია პერფორაციით. ველებზე შეიძლება განთავსებული იყოს სპეციალური ტექსტი. ბლოკს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ველები და მხოლოდ საერთო თემისა და სიუჟეტის მარკების გადაბმა იყოს. ბლოკის დაშლა მარკებად არ შეიძლება, იგი ერთ მთლიანობად გამოდის და გაიყიდება. ფილატელისტებს იგი შეუძლიათ შეიძინონ ფრანკირებული ან სუფთა.
ფილატელიტურ კატალოგებში ბლოკის აღმნიშვნელი ტერმინებია: ინგ. - Miniature sheet ; რუს. - Почтовый блок, памятный блок; გერმ. - Briefmarkenblock. არსებობს სპეციალური კატალოგი ბლოკებისათვის.
სექციების სია |
[რედაქტირება] დანომრილი ბლოკი
ბლოკზე შეიძლება დაწერილი იყოს ნომერი, ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ბლოკი დანომრილია. როგორც წესი, ასეთი ბლოკები მცირე ტირაჟით გამოდის. რიგობრივი ნომერის მითითება არ წარმოადგენს საფოსტო აუცილებლობას და უფრო ფილატელისტური ინტერესის საგანია. დანომვრას აქვს ფალსიფიკაციისაგან დამცავი ფუნქცია.
[რედაქტირება] პირველი ბლოკი
მსოფლიოში პირველი ფილატელისტური ბლოკი (სკოტი #151) გამოიცა 1923 წლის3 იანვარს, ლუქსემბურგში და იგი მიეძღვნა ლუქსემბურგის ჰერცოგის ქალიშვილის შარლოტას დაბადებას (22 დეკემბერი 1922 წ. - 12 ნოემბერი 1964წ.)[1]. ბლოკში ჩართული იყო მანამდე უკვე გამოცემული მარკა ლუქსემბურგის ხედით. ნომინალი - 10 ფრანკი; ველები ცარიელი; ზომა - 78×59 მმ-დან 79×61 მმ-მდე. არსებობს მონაცემები[2], რომ თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო მარკის გამოცემა, მაგრამ მოხდა გაუგებრობა: ერთი 50 მარკიანი ფურცელის ფორმის ნაცვლად ტიპოგრფიამ მიიღო ფორმა, სადაც ერთ ფურცელზე მოთავსებული იყო ერთი მარკა. შესაბამისად დაიბეჭდა მცირე ფურცლებზე თითო-თითო მარკა. მხოლოდ მარტში მოხდა მარკის[3] დაბეჭდვა ჩვეულებრივი წესით[4].
1924 წლის მაისს ბელგიაში გამოვიდა ბლოკი, რომელიც შედგებოდა ოთხი 5 ფრანკიანი მარკისაგან. ფურცლის ზომა - 130×145 მმ (სკოტი #171). ბლოკი გაიყიდა, როგორც ფილატელიური სუვენირი ბრიუსელის საერთაშორისო ფილატელისტურ გამოფენაზე[4].
[რედაქტირება] ყველაზე დიდი ბლოკი
მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის - 210×287 მმ - ფილატელიური ბლოკი გამოიცა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1964 წელს დად მიეძღვნა გდრ-ს შექმნის 15 წლისთავს. ბლოკი შედგებოდა 15 ნახატისაგან (ივერი #14, სკოტი #724-738).
[რედაქტირება] ყველაზე პატარა ბლოკი
მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის ბლოკი - 52×36 მმ - გამოიცა რუმინეთში 1947 წელს, ეს იყო სქველმოქმედო გამოცემა ფასდანამატით (5000 + 5000 რუმინული ლეი). შემოსული თანხა უნდა გადარიცხულიყო შიმშილის მსხვეპლთა დახმარების ფონდში. ბლოკი შედგებოდა ერთი მარკისაგან არ იყო არც პერფორირებული და არც გუმირბული (სკოტი #B348)[2].
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Большой филателистический словарь / Под общ. ред. Н.И. Владинца, В.А. Якобса. 1988. с.320 ISBN 5-256-00175-2. (იხ. სტატები, რომელთა სათაური იწყება სიტყვა ბლოკით)
- Филателистический словарь О.Я. Басин. 1968. с.164 (იხ. ბლოკი))
- Mackay J. A. The Guinness Book of Stamps: Facts and Feats. — New York: Canopy Books, 1982. p.156—157. ISBN 1-55859-432-9.
- Scott 2006. Standard Postage Stamp Catalogue. — New York: Scott, 2006.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს საფოსტო მარკების კატალოგი
- Электронная книга «Мир филателии», глава «История возникновения известных вещей. Блок»
- Союза филателистов России, «Мир м@рок»
- «Почта России» — Н. И. Владинца на сайте «Филателистическая литература, география»
- «Linn's Stamp News»-ის საიტი
- «Souvenir sheets come in all shapes and sizes» by Michael Baadke
- «Souvenir sheets add history and fun to any stamp collection» by Janet Klug
- «მასალები საფოსტო გამოცემებიდან» უკრაინის ფოსტის ყირიმის დირექციის საიტის მონაცემები
-
ბლოკი ალბერტ აინშტაინის 100 წლის იუბილე, გდრ, 1979
-
ბლოკი ”ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი”, გდრ, 1983
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Mackay (1982); Большой филателистический словарь (1988); Michael Baadke/«Linn's Stamp News».
- ↑ 2.0 2.1 «უკრაინული ფოსტის» ყირიმის განყოფილების მონაცემები; თავდაპირველი წყარო გაზეთი «Поштовий вiсник».
- ↑ ლუქსემბურგის საიუბილეო მარკები :Luxembourg 1923 (scott 151-B1-B4)
- ↑ 4.0 4.1 Mackay (1982)
|
|||||||||||||||||||||||
სტატიის