ტეტ-ბეში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკა ტეტ-ბეში - «ვილჰელმ ტელის ვაჟი» 1910, შვეიცარია.
ჰორიზონტალური ტეტ-ბეში, 1921, რსფსრ.
ჰორიზონტალური ტეტ-ბეში, 1921, შვეიცარია.
ჰორიზონტალური ტეტ-ბეში, 1961, გერმანია.

ტეტ-ბეში (ფრანგ. tête-bêche — «ვალეტი», «პირშექცეული») წოდება ორი ერთნაირი საფოსტო მარკის პირშექცეულ გადაბმას, როდესაც ისინი ერთმანეთის მიმართ 180°-ით არიან შებრუნებულები. მარკები ასე შეიძლება იყოს გამიზნულად დაბეჭდილი ან შემთხვევით (შეცდომით). ტეტ-ბეში მარკები საკმაოდ ხშირია ფილატელიაში და წარმოადგენს ცალკე საკოლექციო ერთეულს.

დახასიათება[რედაქტირება]

ტეტ-ბეში შეიძლება იყოს ჰორიზონტალური ან ვერტიკალური, იმის მიხედვით, თუ როგორია წყვილი მარკის ურთიერთგანლაგება.

ვერტიკალური
ტეტ-ბეში, ევროპა 2002, ლიტვა.

სამკუთხა მარკების შემთხვევაში, როგორიცაა კაიპის კოლონიის მარკები, ყოველთვის ვერტიკალური ტეტ-ბეშის ტიპზე იბეჭდება.

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად ტეტ-ბეში გამოიგონა გრავიორმა ანატოლი იულომ 1860 წელს და შესთავაზა საფრანგეთის საფოსტო ადმინისტრაციას, როგორც გაყალბებისაგან დამცავი მექანიზმი.

გამიზნული ტეტ-ბეში იბეჭდება, როდესაც ფურცელზე მარკების პირშექცელი განლაგება უფრო ხელსაყრელია ბუკლეტების ბეჭდვისათვის. ხშირად ასეთი ტეტ-ბეში გაყიდვაში არ ხვდება, რადგან ფურცელს ჭრიან ხოლმე. მაგალითად, ბრიტანული 5 პენსიანი მარკების დაზგური სერია (ინგლ. Machin series [1]), რომელიც დაიბეჭდა ფურცელზე განლაგებული 24 მარკის ბუკლეტების სახით, რომელიც შემდგომ იჭრებოდა 4 ნაწილად. ეს მარკები გაყიდვაში გამოვიდა 1970 წელს და მისი ნიმუშები დაცულია ბრიტანეთის საფოსტო მარკების საკონსულტაციო კომიტეტის წევრის, ცნობილი ფილატელისტის ტონი უოლკერის კოლექციაში [2].


ცნობილი ნიმუშები[რედაქტირება]

  • ისრაელის ტეტ-ბეში [3]
  • ლუქსემბურგის ტეტ-ბეში [4]
  • ჰონ-კონგის ტეტ-ბეში [5]
  • ჰონ-კონგის ხუთკუთხედი ტეტ-ბეში[6]
  • ბრიტაბული ტეტ-ბეში, 1970 [7]

ლიტერატურა[რედაქტირება]