მენორკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მენორკა
მშობ. სახელი: Menorca
გეოგრაფია
LocationMenorca2.png
მდებარეობა ბალეარის კუნძულები
ფართობი 754 კმ²
ქვეყანა
ესპანეთი
დემოგრაფია
მოსახლეობა 94,383 (2010)
სიმჭიდროვე 135.67 კაცი /კმ²

მენორკა — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში. ბალეარის კუნძულების ჯგუფში. ფართობი 754 კმ². წარმოადგენს კირქვიან პლატოს (სიმაღლე 358 მეტრამდე), რომელიც ფლატოვან საფეხურებად ეშვება ზღვისკენ. განვითარებულია კარსტი. ჰავა ხმელთაშუა ზღვისაა. ნალექები 500-600 მმ წელიწადში. ბუნებრივი მცენარეულობიდან გავრცელებულია მაკვისი, გარიგა, მუხის და ფიჭვის კორომები. აშენებენ ვაზს, ციტრუსებს, ზეთისხილს, ნუშს. მისდევენ მეცხვარეობას, იჭერენ თევზს. განვითარებულია ტურიზმი. მთავარი ნავსადგურია მაონი.

ლიტერატურა[რედაქტირება]