აძვისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
აძვისთავი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°08′56″ ჩ. გ. 44°10′49″ ა. გ. / 42.14889° ჩ. გ. 44.18028° ა. გ. / 42.14889; 44.18028
ცენტრის სიმაღლე 880
მოსახლეობა 23 (2015)[1]
აძვისთავი — საქართველო
აძვისთავი
აძვისთავი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
აძვისთავი
აძვისთავი — ერედვის მუნიციპალიტეტი
აძვისთავი

აძვისთავი[2][3]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, არცევის თემში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე აძურის (მდინარე მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 880 მეტრი. ცხინვალიდან 20 კილომეტრი, გორიდან — 30 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2007 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Адзысæр).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 149 მცხოვრები.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: აძვისთავის წმინდა გიორგის ეკლესია, აძვისთავის ზურგიანი კოშკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]