აძვისთავის ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აძვისთავის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვისთავში, მდინარე აძურის მარცხენა ნაპირზე, ბორცვზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

კოშკიდან შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე, რომელიც ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით დუღაბზე. მისი სიმაღლე 9-10 მეტრს აღწევს. კოშკიდან სამხრეთით, მთელ ბორცვზე მიმოფანტულია ნაგებობათა ნანგრევები, რომელთა სახეობის და ფუნქციის დადგენა არ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 17-18