ანდრჰა-პრადეშის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდრჰა-პრადეში ინდოეთის ერთ-ერთი შტატია.[1] ანდრჰა-პრადეშის ტურიზმის განვითარების კორპორაცია სახელისუფლებო სააგენტოა,რომელიც ანდრჰა-პრადეშში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. შტატი ხშირად ინდოეთის კოჰინურად მოიხსენიება. ანდრჰა-პრადეშში არაერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის: პლაჟები, გორაკ-ბორცვები, გამოქვაბულები და მღვიმეები, ველური გარემო, ტყეები და ტაძრები.

ტურისტული დანიშნულების ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტენეტის პარკის სანაპიროს ხედი

ქალაქ ვიშაქაპატნამში ყველაზე მეტი ტურისტული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს, მათ შორის: კაილასაგირის პარკი ზღვის მახლობლად, ვისახას მუზეუმი, ინდირა განდის ზოოლოგიური პარკი, წყალქვეშა ნავის INS Kursura (S20) მუზეუმი, ქალაქის ცენტრალური პარკი, VUDA პარკი, ბორცვი დელფინის ცხვირი და შუქურა.

კალინგაპატნამი (პლაჟი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალინგაპატნამი შრიკაკულამის ოლქში მდებარეობს. აქ შტატის რამდენიმე პლაჟი მდებარეობს. კალინგაპატნამი ანტიკური ანდრჰას ერთ-ერთი ნავსადგური იყო. პორტიდან პარფიუმერია და ქსოვილები გაჰქონდათ. ბრიტანელთა მმართველობის პერიოდში პორტი დაიხურა, მაგრამ შუქურა სწორედ ბრიტანელებმა ააგეს. კალინგაპატნამის სანაპიროზე მდინარე ვამსადჰარა ბენგალის ყურეს უერთდება.

მანდასა (თაყვანისცემის ადგილი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანდასა შრიკაკულამის ოლქში მდებარე სოფელია. სოფელი ვასუდევას ტაძრითაა ცნობილი. ამ ადგილის ისტორია XIV საუკუნიდან იწყება. სოფელს რელიგიური და მითოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ინდოელთა რწმენით პანდავასმა გადასახლების დროს მაჰენდრაგირის მთებს შეაფარა თავი. მანდასას ტაძარი XVII საუკუნეში აყვავდა.

მანდასას ღირსშესანიშნაობებს ასევე მიეკუთვნება:

  • მაჰენდაგირის მთები - მაჰაბჰარატაში აღნიშნულია, რომ პარასურამამ, ლორდ ვიშნუს მეექვსე ინკარნაციამ, მაჰენდაგირის მთების მახლობლად 12 წელი დაჰყო.
  • ციხესიმაგრე - მანდასას ციხესიმაგრე ცნობილია რამდენიმე საფორტიფიკაციო ნაგებობითა და მშვენიერი ნახატებითა და ორნამენტებით.

ეკოლოგიური ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

R.K პლაჟი

პლაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიშაქაპატნამიში ბენგალის ყურის გასწვრივ ბევრი მშვენიერი პლაჟი მდებარეობს: იარადა პლაჟი, რუშიკონდას პლაჟი, ლაუსონის ყურის პლაჟი და სხვ. შტატის გრძელი სანაპირო ხაზის გასწვრივ სხვა პლაჟებიცაა, მათ შორის: მუპადუს პლაჟი და სურიალანკას სანაპირო, რომელიც გუნტურის ოლქის ქალაქ ბაპატლადან 9 კილომეტრითაა დაშორებული.

გამოქვაბულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორას მღვიმეები ანანტაგირის მთებში მდებარეობს. გამოქვაბულები მილიონობით წლის სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით არის ცნობილი. გამოქვაბულები ბრიტანელმა გეოლოგმა უილიამ კინგ ჯორჯმა 1807 წელს აღმოაჩინა. მღვიმეებმა ეს სახელწოდება შიდა ფორმაციების გამო მიიღო, რომლებიც ადამიანის ტვინს წააგავს, ხოლო ტელუგუს ენაზე ტვინი იწოდება როგორც burra. კურნოლის ოლქში მდებარე ბელუმის მღვიმეების (3 229 მ.) შემდეგ ბორას მღვიმეები ინდოეთის სუბკონტინენტზე ყველაზე გრძელი ბუნებრივი მღვიმეებია. ბელუმის გამოქვაბულებმა სახელწოდება სანსკრიტული belum-იდან მიიღო, რაც გამოქვაბულებს აღნიშნავს. ბორას გამოქვაბულების ყველაზე ღრმა წერტილი შესასვლელიდან 37 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და პატალაგანგა (Patalaganga) ეწოდება.

მთები და ველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორინგას ველური ბუნების თავშესაფარი

არაკუს ველი ვიშაქაპატნამის ოლქში სამთო სადგურია. არაკუს ველის შემადგენლობაშია ანანტაგირისა და სუნაკარიმეტას დაცული ტყეები, რომლებიც მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მდებარეობს ხშირი ტყეები, ყავის პლანტაციები და ჩანჩქერები, ხოლო ველის ლამაზი ხედები არაერთ ტურისტს იზიდავს.

ჰორსლის მთები ჩიტორის ოლქის საზაფხულო კურორტს წარმოადგენს. მთა ზღვის დონიდან 1265 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტურისტული ძეგლი კოუნდინიას ველური ბუნების თავშესაფრისაკენ ჩასხდომის წერტილს წარმოადგენს. ასევე ცნობილია კჰამამის ოლქში მდინარე გოდავარით გარშემორტყმული პაპიკონდას ველური ბუნების თავშესაფარიც.

კაკინადას მახლობლად მდებარე კორინგას ველური ბუნების თავშესაფარი მანგროს ტყეების სიდიდით ინდოეთში მეორეა. თავშესაფარი 24 ხის სახეობასა და ფრინველების 120-ზე მეტ სახეობას მოიცავს. თავშესაფარი კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი თეთრზურგიანი ორბისა და ინდური ორბის საბუდარია.[2]

რელიგიური და მომლოცველობითი ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრჰა-პრადეშის რელიგიური ღირსშესანიშნაობების რუკა

შტატში მდებარე არაერთი ტაძარი და სამარხი, მეჩეთი და ეკლესია უამრავ მომლოცველს იზიდავს. ტაძართა უმრავლესობა ვიჯაიანაგარის იმპერიის დროს აშენდა. არაერთ ორგანიზებულ ფესტივალს ათასობით ტურისტი სტუმრობს. ყველაზე ცნობილ ტაძრებს შორისაა:

შტატში მნიშვნელოვანი რელიგიაა ისლამიც. მუსლიმი მმართველების დროს ანდრჰა-პრადეშში არაერთი მეჩეთი აიგო. მათგან აღსანიშნავია კურნოლის ოლქში, ქალაქ ადონიში მდებარე შაჰი ჯამიას მეჩეთი.

შტატში მრავალი ბუდისტური ცენტრია, რომლებიც სოფელ ამარანვატიში, ნაგარჯუნაკონდაში, ნელაკონდაპალიში, დჰულიკატაში, ბავიკონდაში, თოტლაკონდაში, ფანიგირისა და კოლანპაკაში მდებარეობს.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Andhra Pradesh top tourist destination: Tourism Ministry – Economic Times. Articles.economictimes.indiatimes.com (2011-07-18). ციტირების თარიღი: 2011-10-06.
  2. Coringa Wildlife Sanctuary, Kakinada| Coringa Sanctuary Photos and Timings en. ციტირების თარიღი: 2018-02-19
  3. Uma Sudhir. (13 September 2007) Tirupati Ousts Vatican, Reigns at Top. NDTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 16 August 2010.
  4. Srisailam Temple. Srisaila Devasthanam Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 April 2014. ციტირების თარიღი: 4 April 2014.
  5. Kanaka Durga Temple. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-07. ციტირების თარიღი: 2014-04-09.
  6. The Templenet Encyclopedia — Temples of Andhra Pradesh. ციტირების თარიღი: 26 February 2009.

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]