ვიჯაიანაგარის იმპერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიჯაიანაგარის იმპერია
სამხრეთ ინდოეთი. ვიჯაიანაგარი და ბაჰმანის სასულთნო

ვიჯაიანაგარის იმპერია ან ვიჯაიანაგარა — ინდუსური იმპერია ინდოეთის სამხრეთში 1336 წლიდან XVII საუკუნის შუა ხანებამდე. წარმოიქმნა დელის სასულთნოს მუსლიმებთან სამხრეთ ინდოელი ინდუსების ბრძოლის შედეგად. სახელმწიფომ განვითარების პიკს მიაღწია დავარაი II-ის პერიოდში (1422–1446 წ.წ.), რომელმაც წარმატებით დაასრულა დამპყრობლური ლაშქრობები მიანმარსა და ცეილონზე. XV-XVI საუკუნეებში მისი ძირითადი მეტოქე იყო ბაჰმანიდების სასულთნო დასავლეთ ინდოეთში. გაუთავებელ ბრძოლებში დასუსტებულ სასულთნოს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს 1565 წელს ტალიკოტის ბრძოლაში, რომლის შემდეგ ვიჯაიანაგარა წელში ვეღარ გასწორდა.

სახელმწიფოს დედაქალაქის ადგილას, რომელიც ასევე, ატარებდა სახელწოდებას "ვიჯაიანაგარა" (რაც ნიშნავს „გამარჯვების ქალაქს“) დღეს მდებარეობს სოფელი ჰამპი. ვიჯაიანაგარას მოსახლეობა აჭარბებდა ლონდონის მოსახლეობას 10–20–ჯერ. 1986 წელს ჰამპის არქიტექტურული მემკვიდრეობა შეტანილი იქნა მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]