ყირგიზეთის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისიქ-ქოლი

ყირგიზეთის ტურიზმი — ტურიზმის  სფეროში ჩადებული მცირე ინვესტიციების გამო, ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია ძალიან ნელა ვითარდება. 2000-იანი წლების დასაწყისში, საშუალოდ, წელიწადში დაახლოებით 450,000 ტურისტი ჩამოდიოდა, ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. 2018 წელს ბრიტანულმა ორგანიზაციამ British Backpacker Society ყირგიზეთი შეაფასა, როგორც მსოფლიოში მეხუთე  საუკეთესო ქვეყანა სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.[1]

ყირგიზეთი, ისტორიულად, რამდენიმე დიდი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა. ქვეყანა აბრეშუმის დიდი გზისა და სხვა საკომუნიკაციო და კულტურული გზების ნაწილი გახლავთ.

ისიქ-ქოლის ტბა და ტიან შანის მთები  პოპულარული ტურისტული ადგილებია.[2]

კულტურული ღირშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონ კოლის ტბა

ყირგიზეთის კულტურა ემყარება მომთაბარე ტრადიციებს, რომელიც სათავეს მონღოლთა ურდოს დროიდან იღებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ყირგიზები ძირითადად სახლებში ან მრავალბინიან კორპუსებში ცხოვრობენ, ზაფხულში შეიძლება ნახვა, როგორ ცხოვრობს მკვიდრი მოსახლეობა იურტებში ცხვრის, თხის ფარებთან, ცხენებთან, ზოგჯერ კი იაკებთან ერთად.  თითოეულ რაიონში რამდენიმე იურტის ბანაკია, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან;   მათგან აღსანიშნავია ტაშ-რაბათში მდებარე იურტას ბანაკი,  „ქვების სახლი" ნარინის რეგიონში ქალაქ ნარინის შემოგარენში და ჯეთი-ოგუზის ("შვიდი ხარი") ხეობაში ჯეთი-ოგუზის რეგიონში. ქალაქ კარაკოლთან ახლოს, ისიქ-ქოლის ტბაზე.პოპულარულია სპეციალური მარშრუტია: ბიშკეკი - სოფელ კორჩკორკა - სარლა-საზი, რომელიც მუშაობს მაისიდან სექტემბრამდე.

ეკოტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტბები ლენინის პიკთან

ამჟამად ყირგიზეთში არაერთი ძალისხმევა ხორციელდება ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებისათვის. შვეიცარიის კულტურული განვითარების ორგანიზაცია Helvetas- მა დააფინანსა რამდენიმე ასეთი პროექტი, მათ შორის „შეპარდის ცხოვრება“ და სათემო ტურიზმი. ყირგიზეთის ბევრ ტურისტულ კომპანიას ესმის, რომ  "ეკო" ძალიან მიმზიდველად ჟღერს მათ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის, ამიტომ ისინი იყენებენ ამ სიტყვას თავიანთი ორგანიზაციის რეკლამირებისათვის, მაშინაც კი, თუ ისინი არაფერს აკეთებენ ამ მიმართულებით. 2010 წელს ყირგიზეთი შეუერთდა რეგიონულ ინიციატივას (რეგიონის ინიციატივა (TRI)), რომელიც ტურიზმთან დაკავშირებული ორგანიზაციების სამი რეგიონალური ასოციაციის გაერთიანებას წარმოადგენს.

TRI ფუნქციონირებს როგორც კავშირი სამ რეგიონს —სამხრეთ აზიას, შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის, რომელსაც ასევე უერთდება  საქართველო, სომხეთი, ბანგლადეში, ინდოეთი, ყაზახეთი, პაკისტანი, ნეპალი, ტაჯიკეთი, რუსეთი, შრი-ლანკა, თურქეთი, უკრაინა და უზბეკეთი.[3]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენინის პიკი

პოპულარულმა სამეცნიერო ჟურნალმა National Geographic  ყირგიზეთში დაასახელა  რვა ადგილი ველურ ბუნებაში, რომლებიც რეკომენდებულია ტურისტებისთვის. "ყირგიზეთის ქალაქებში მრავალი საბჭოთა სტილის შენობაა, ფართო ბაზრები და ფერადი მეჩეთები. თუმცა, ბიშკეკისა და ოშის გარეთ სასწაულს ნახავთ —  ალპურ ტბებს, თოვლიან მწვერვალებსა და კაკლის ტყეებს", - ნათქვამია ჟურნალში. National Geographic– ის მიერ დასახელებული ადგილებია:

  • ალა არჩის ეროვნული პარკი — მდებარეობს ბიშკეკიდან 40 კილომეტრში. იგი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი რეგიონია. ყირგიზული ენიდან "ალა-არჩა" ითარგმნება როგორც "ჭრელი ღვია" —  ამ მცენარეს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს საკუთარი სახლების დასაცავად ბოროტი სულებისგან.
  • კოლ-სუუ — ტბა მაღალმთიან რაიონში, ჩინეთის საზღვართან. მანქანით ნარინიდან მისვლას ოთხი საათი სჭირდება, შემდეგ კი გზის გაგრძელება ფეხით ან ცხენებით შეიძლება.[4]
  • ლენინის პიკი (2006 წლიდან კაუფმანის პიკი)  — მწვერვალი ტაჯიკეთის საზღვარზე. ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი (7134 მ.) პოპულარული ადგილი ალპინისტებს შორის. არსებობს  მწვერვალზე მისასვლელი16 ალპინისტური მარშრუტი.
  • არსლანბობი— ერთ-ერთი უდიდესი კაკლის ტყე მსოფლიოში. იგი იზიდავს ტურისტებს  მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
  • ალა-კული —მდებარეობს ტესკის ალა-ტუს თოვლით დაფარულ მთაზე 3532 მეტრის სიმაღლეზე. იქ მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი.
  • ტაშ-რაბატი —ერთ დროს, ეს ისტორიული ნაგებობა წარმოადგენდა მთავარ სადგომს აბრეშუმის დიდ გზაზე ვაჭრებისა და ქარავნებისათვის. ქარვასლა აშენდა ატ-ბაშის მთებს შორის მდებარე ხეობაში. დღეს ტურისტებს აქ  მოსახვედრად მცირე თანხის გადახდა უწევთ. ახლოს მდებარეობს საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც ტბისა და ჩატირ-კულის ნაკრძალისკენ მიემართებიან.
  • კანიონის ზღაპარი — ეს ტერიტორია მდებარეობს ისიქ-ქოლის ტბის სამხრეთ სანაპიროზე. კანიონი  შეიქმნა ათასწლეულების განმავლობაში ყინულის, წყლისა და ქარის ეროზიის შედეგად.
  • ბოკონბაევო —  პატარა სოფელი ისიქ-ქოლის სანაპიროზე, რომელიც იზიდავს ძველი ტრადიციების მოყვარულ ტურისტებს. აქ მათ აჩვენებენ სანადირო თამაშებს მონადირე  ფრინველებთან ერთად ან  სთავაზობენ ცხენით გასეირნებას.

ვიზიტორთა სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„”2012 წელს ყირგიზეთში 3.365 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა, ხოლო ამ სეზონში 3.5 მილიონს ველით”, - განაცხადა ნურზადა ირალიევამ, ყირგიზეთის კულტურის, ინფორმაციისა და ტურიზმის სამინისტროს ტურიზმის უფროსმა სპეციალისტმა. ”“

ყირგიზეთში ვიზიტორთა უმეტესობა გახლდათ შემდეგი ქვეყნებიდან :[5]

ქვეყანა 2017 2016 2015 2014
ყაზახეთი 1,833,900 1,787,100 1,989,200 1,998,500
რუსეთი 471,400 431,000 528,700 447,700
ტაჯიკეთი 250,900 169,500 117,600 79,300
უზბეკეთი 479,600 150,700 60,900 125,900
უკრაინა 8,200 141,300 133,600 5,800
თურქეთი 54,300 36,800 36,100 33,000
ჩინეთი 39,500 36,600 35,800 29,900
აშშ 14,200 13,900 19,200 14,300
ჩინეთი 19,600 11,400 7,600 4,200
გერმანია 13,100 11,100 16,700 15,200
სამხრეთ კორეა 13,100 10,300 7,000 10,500
თურქმენეთი 800 8,500 5,900 8,600
აზერბაიჯანი 8,500 8,100 5,300 3,700
დიდი ბრიტანეთი 6,900 6,600 6,900 4,400
საქართველო 5,700 5,700 2,500 1,800
სულ 3,219,700 2,930,200 3,050,600 2,849,400

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kyrgyzstan country profile. library of Congress. Federal Research Division.(January 2007). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  2. Planet, Lonely Pakistan rated top destination by the British Backpacker Society . www.lonelyplanet.com. ციტირების თარიღი: 24 მაისი 2018.
  3. http://www.stat.kg/media/publicationarchive/3a116eea-4813-431a-91e0-ba9c65e13231.pdf
  4. 8 wild and beautiful places in Kyrgyzstan
  5. Туризм в Кыргызстане