ჰონგ-კონგის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორიას ნავსადგურის ღამის ხედი ვიქტორიას მწვერვალიდან

ტურიზმი ჰონგ-კონგის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. 2017 წელს ჰონგ-კონგს 26 686 026 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 36 150 200 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 1 354.6$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს შეადგენს, ხოლო ამ სფეროში შექმნილი სამუშაო ადგილები, 327 967 ადილი, მთლიანი სამუშაო ადგილების 8.6%-ს მოიცავს.[1]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნ იატსენის სახელობის მუზეუმი

2011 წელს შემოსვლითი ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყოველ ტურისტზე საშუალოდ 7 333 ჰონგ-კონგურ დოლარს გაუტოლდა. ჰონგ-კონგის ტურიზმის საბჭოს მოხსენებით, 2010 წელს ქვეყანას ჯამში 36 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია,რაც წინა წელთან შედარებით 21.8%-ით მეტი იყო. მათგან 22.5 მილიონი კონტინენტური ჩინეთიდან ჩავიდა. 8.2 მილიონი ტურისტი (კონტინენტური ჩინეთიდან ჩასულთა გამოკლებით) ახლო ტერიტორიებიდან ჩავიდა, ხოლო 4.8 მილიონი - შორიდან.[2] 2011 წლის ივლისში ჰონგ-კონგში 3.8 მილიონი ტურისტი ჩავიდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყო.[3]

მართალია ჰონგ-კონგის უმთავრეს ტურისტულ ბაზარს კონტინენტური ჩინეთი წარმოადგენს, მაგრამ 2006 წლის შემდეგ ახლო და შორი ტერიტორიებიდან ჩამოსულ ტურისტთა ზრდის პროცენტული მაჩვენებლებიც ორნიშნა რიცხვებს შეადგენს. 2006 წელს ჰონგ-კონგში შორეული ბაზრებიდან (ევროპა, აფრიკა, შუა აღმოსავლეთი) 1 916 861 ტურისტი ჩავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11.1%-ით მეტი იყო.

ტურიზმი საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსურ მომსახურებებთან ერთად ჰონგ-კონგის შემოსავლების მთავარ წყაროა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.9 ქულა) 136 ქვეყანას შორის ჰონგ-კონგი მე-11 ადგილზე იმყოფება. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვეებელი 0.2 ქულით უკეთესია და ჰონგ-კონგმა სიაში 2 ადგილით მაღლა აინაცვლა.[4] ჰონგ კონგს საუკეთეს მაჩვენებლები ბიზნეს გარემოს (6.2 ქულა, 1-ლი ადგილი), ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა (6.5 ქულა, 1-ლი ადგილი) და სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის (6.4 ქულა, 1-ლი ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი - ფასების კონკურენტუნარიანობისა (4.2 ქულა, 113-ე ადგილი) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურაში (4.4 ქულა, მე-60 ადგილი).[5]

ტურისტული ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913-1915 წლებში აგებული ჰონგ-კონგის საათის კოშკი
  • ვიქტორიას მწვერვალი — ჰონგ-კონგის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ტურისტი სტუმრობს.[6] ტურისტთა რაოდენობის გამო მწვერვალზე ორი მთავარი დასასვენებელი და სავაჭრო ცენტრი: მწვერვალის კოშკი და მწვერვალის გალერეა ააგეს.
  • ვიქტორიას ნავსადგური — ჰონგ-კონგის ბუნებრივი ნავსადგური.
  • სოჰო — ჰონგ-კონგის ერთ-ერთი რაიონი და გასართობი ზონა.
  • სუნ იატსენის სახელობის მუზეუმი — მუზეუმი 2006 წლის 12 დეკემბერს, „ერის მამის“ დაბადებიდან 140 წლისთავზე გაიხსნა.
  • კონგ-კონგის დისნეილენდი — ჰონგ-კონგის უდიდესი თემატური პარკი.
  • ჰონგ-კონგის ოკეანის პარკი — ზღვის ძუძუმწოვართა პარკი, ოკეანარიუმი, ცხოველთა თემატური პარკი და გასართობი პარკი, რომელიც ჰონგ-კონგის სამხრეთ რაიონში მდებარეობს.
  • ვარსკვლავთა გამზირიჰოლივუდის დიდების ხეივნის მსგავსი გამზირი, რომელიც ჰონგ-კონგის კინოინდუსტრიის ვარსკვლავთა პატივსაცემად შეიქმნა.[7]
  • საათის კოშკი — 44 მეტრის სიმაღლის საათის კოშკი, რომლის თავზეც 7 მეტრიანი მეხამრიდი დგას. 1990 წლის 13 ივლისს კოშკი ეროვნულ ძეგლთა სიაში შეტანეს.
  • ჰონგ-კონგის ისტორიის მუზეუმი — 1975 წელს დაარსებული მუზეუმი, რომელშიც ჰონგ-კონგის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კოლექციებია დაცული.
  • ჰონგ-კონგის მეცნიერების მუზეუმი — 1991 წელს დაარსებული მეცნიერების მუზეუმი. მდებარეობს ჰონგ-კონგის ისტორიის მუზეუმის გვერდით.
  • ლამმას კუნძული — სიდიდით ჰონგ-კონგის მესამე კუნძული. ლამმას მეთევზეები ცინ ჰაუს ფესტივალს აღნიშნავენ. კუნძული ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია ჰონგ-კონგში, სადაც ტრადიციული ჩინური ახალი წელი აღინიშნება.
  • ჩენგ ჩაუ — ჰონგ-კონგის სამხრეთ-დასავლეთი კუნძული. კუნძულზე მდებარეობს პაკ ტაის ტაძარი, ჰონგ-კონგის ერთ-ერთი უძველესი ტაძარი, რომელიც 1783 წელს აიგო.
  • ჰონგ-კონგის ჭაობის პარკი — საგანმანათლებლო, საკონსერვაციო და ტურისტული სივრცე ტინ შუი ვაის ჩრდილოეთ ნაწილში.
  • საი კუნგის ნახევარკუნძული — ჰონგ-კონგის ახალი ტერიტორიების უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ნახევარკუნძული.

ტურიზმის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰონგ-კონგის ტურიზმის სტატისტიკა 2014-2017 წლებში ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით:[8][9][10]

ქვეყანა/ტერიტორია ჯამი
2017 2016 2015 2014
ჩინეთის დროშა კონტინენტური ჩინეთი 44,445,259 42,778,145 45,842,360 47,247,675
ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი 2,010,755 2,011,428 2,015,797 2,031,883
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთ კორეა 1,487,670 1,392,367 1,243,293 1,251,047
იაპონიის დროშა იაპონია 1,230,010 1,092,329 1,049,272 1,078,766
აშშ-ის დროშა აშშ 1,215,629 1,211,539 1,181,024 1,130,566
ფილიპინების დროშა ფილიპინები 894,489 791,171 704,082 634,744
სინგაპურის დროშა სინგაპური 627,612 674,006 675,411 737,911
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 567,881 575,812 574,270 603,841
ტაილანდის დროშა ტაილანდი 560,207 594,615 529,410 485,121
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 555,353 551,930 529,505 520,855
მალაიზიის დროშა მალაიზია 516,701 535,542 544,688 589,886
ინდონეზიის დროშა ინდონეზია 482,022 464,406 413,568 492,004
ინდოეთის დროშა ინდოეთი 392,853 480,906 531,770 516,084
კანადის დროშა კანადა 370,335 369,363 358,448 354,408
გერმანიის დროშა გერმანია 225,183 226,594 213,802 218,530
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 204,130 213,641 209,825 217,065
რუსეთის დროშა რუსეთი 148,098 142,664 151,469 202,141
ჯამი 58,472,157 56,654,903 59,307,596 60,838,836

ტურისტული ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლის განმავლობაში ჰონგ-კონგში არაერთი ღონისძიება ტარდება, რომელთა მიზანიც ვიზიტორთა მიზიდვაა. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჰონგ-კონგი აზიის ღონისძიებათა დედაქალაქია.

საერთაშორისო ჩინური ახალი წლის ღამის პარადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინური ახალი წლის დროს ჰონგ-კონგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება საერთაშორისო ჩინური ახალი წლის ღამის პარადია, რომელიც პირველად 1996 წელს ჩატარდა. თავდაპირველად ღონისძიება დღის განმავლობაში ჰონგ-კონგის კუნძულზე იმართებოოდა, მაგრამ 2004 წლიდან ციმ სა ჩეიში ღამის განმავლობაში იმართება.

2018 წელს პარადს 150 000 ადამიანი დაესწრო, რომელთა ნახევარი ტურისტი იყო.[11][12]

ჰონგ-კონგის დაბადების ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლამდე ჰონგ-კონგში დაბადების ტურიზმის მაჩვენებლლები იზრდებოდა.[13] კონტინენტური ჩინეთიდან ორსული ქალები ბავშვების გასაჩენად ჰონგ-კონგში ჩადიოდნენ, რათა ბინადრობის უფლება მიეღოთ. კონტინენტური ჩინეთიდან ჩასული ქალების მიერ გაჩენილ ბავშვებს ბინადრობის უფლება ეძლევათ და ქალაქის სოციალური კეთილდღეობით სარგებლობის ნებაც აქვთ. ჰონგ-კონგის მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რადგანაც ორსული ქალები და ბავშვები ჰონგ-კონგის სამედიცინო სისტემას მძიმე ტვირთად დააწვა.[14] ზოგიერთები კონტინენტური ჩინეთიდან ჩამოსულებს „კალიებს“ უწოდებდნენ, რომლებიც ადგილობრივთაგან ჰონგ-კონგის რესურსებს იღებდნენ.[15] 2001-2011 წლებში 170 000 ახალშობილის ორივე მშობელი კონტინენტური ჩინეთიდან იყო,[16] მათგან 32 653 ბავშვი კი 2010 წელს დაიბადა.[14]

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.178.
  2. Release of Provisional Visitor Arrivals for 2010 დაარქივებული 2012-03-31 საიტზე Wayback Machine. , Hong Kong Tourism Board, 7 January 2011
  3. Visitor Arrivals in July Exceed 3.8 Million to Break Single-Month Record დაარქივებული 2012-03-31 საიტზე Wayback Machine. , Hong Kong Tourism Board, 26 August 2011
  4. იქვე.
  5. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.179.
  6. DeWolf, Christopher "9 Hong Kong tourist traps – for better or worse" დაარქივებული 1 November 2012 საიტზე Wayback Machine. CNN Go. 27 October 2010. Retrieved 3 March 2012.
  7. DeWolf, Christopher "9 Hong Kong tourist traps – for better or worse" დაარქივებული 1 November 2012 საიტზე Wayback Machine. CNN Go. 27 October 2010. Retrieved 3 March 2012
  8. Visitor Arrival Statistics, 2015–2016. ციტირების თარიღი: 28 November 2017.
  9. 2016 年 12 月訪港旅客統計 Monthly Report - Visitor Arrivals Statistics : Dec 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 23 November 2017.
  10. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 January 2018. ციტირების თარიღი: 2018-01-30.
  11. 15萬人觀賞花車巡遊表演. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-02. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
  12. Chocolate Rain壓軸 15萬人觀賞逾半遊客.
  13. "The Fertility Trend in Hong Kong, 1981 to 2012". "Hong Kong Census and Statistics Department". December 2013. Retrieved 29 October 2014
  14. 14.0 14.1 LCQ4: Obstetric services
  15. "800人捐款 五日籌十萬高登下周登報促截「雙非」" დაარქივებული 2014-11-05 საიტზე Wayback Machine. . Apple Daily. 27 January 2012. Retrieved 29 October 2014
  16. (ჩინური)自由黨倡停發雙非嬰居港權 დაარქივებული 18 December 2013 საიტზე Wayback Machine.