აარაუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
აარაუ
გერმ. Aarau
ქალაქის ხედი იურის მთებიდან
ქალაქის ხედი იურის მთებიდან
გერბი
გერბი
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
კანტონი აარგაუ
კოორდინატები 47°24′ ჩ. გ. 8°03′ ა. გ. / 47.400° ჩ. გ. 8.050° ა. გ. / 47.400; 8.050
ქალაქი 1283  წლიდან
ფართობი 12,33 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან 381
მოსახლეობა 20 043 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 624 კაცი/კმ²
საფოსტო ინდექსი 5000
ოფიციალური საიტი http://www.aarau.ch

აარაუ მდებარეობა შვეიცარია

Red pog.svg

აარაუ (გერმ. Aarau) — ქალაქი ჩრდილოეთ შვეიცარიაში, აარგაუს კანტონისა და თავისივე სახელწოდების რაიონის დედაქალაქი. მოსახლეობა ძირითადად გერმანულენოვანი პროტესტანტია. ქალაქი მდებარეობს შვეიცარიის ზეგანზე, მდინარე აარეს ხეობაში, მარჯვენა ნაპირზე, იურის მთების სამხრეთ მთისწინეთში, ციურიხის დასავლეთით. დასავლეთით ესაზღვრება ზოლოთურნის კანტონი. წარმოადგენს არგაუს მეორე უდიდეს ქალაქს ვეტინგენის შემდეგ. 2010 წლის დასაწყისში, ქალაქი რორი აარაუს გარეუბანი გახდა.

ისტორია[რედაქტირება]

აარაუს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნეოლითის ხანის არტეფაქტები და ბრინჯაოს ხანის ნასახლარები, რომაული ხანის ხის ხიდის ნაშთები.

ქალაქი დაახლოებით 1240 წელს დაარსდა. წერილობით წყაროებში პირველად 1256 წელს მოიხსენიება, ქალაქის სტატუსი კი 1283 წელს მიენიჭა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აარაუ&oldid=2656785“-დან