შინაარსზე გადასვლა

ჯგუფურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯგუფურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ლიოფილუმისებრნი
გვარი:  ლიოფილუმი
სახეობა:  ჯგუფურა
ლათინური სახელი
Lyophyllum decastes (Fr.) Singer, 1951

ჯგუფურა (ლათ. Lyophyllum decastes) — ლიოფილუმის გვარის სოკო ლიოფილუმისებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. გამოიყენება ახალი, დამწნილებული და დამუჟუჟებული, ასვე ხმარობენ წვნიანებშიც.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus decastes. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა როლფ ზინგერმა 1951 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

ქუდის დიამეტრი — 4-10 (12) სმ, ხორციანი, სიგრძივ ზოლებიანი. ნორჩობაში ქუდი ნახევარსფეროსებრია, შეკეცილი კიდეებით, შემდგომში — ამოზნექილ-გაშლილია გადაკეცილი ან აწეული კიდეებით. იშვიათად — მცირე ზომის ბრტყელი მუქი ქერცლებით ცენტრში. ნოტიო ამინდში ტენიანი და რამდენადმე წებოვანია. ქუდის ფერი — ტალახისფერ-თეთრი, ნაცრისფერი ან ნაცრისფერ-ყავისფერი, კიდეები უფრო ღია. ასაკთან ერთად ღიავდება; დაჭერისას ფერს არ იცვლის.

რბილობი — მკვრივი, ელასტიური, ბოჭკოვანი, ღია ან მონაცრისფრო-ყავისფერი, სუსტად გამოხატული ფქვილის სუნითა და სასიამოვნო გემოთი.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, განიერი, 0,5 სმ სიგანეში, თანაბარი კუთხეებით, ოდნავ დაღმავალი ან შეზრდილი, ზრდასრულობაში ზოგჯერ შორდება ფეხს. ტალახისფერ-თეთრი ან მოყვითალო (დაჭერისას მუქდება).

ფეხის სიგრძე — 3-8 (10) სმ სისქე — 0,5-2,5 სმ, მკვრივი, მთლიანი, ცილინდრული, ძირისკენ გამსხვილებული ან ოდნავ გაბერილი. ფირფიტებთან თეთრი, ძირისკენ მონაცრისფრო-მურა. ზედაპირი გლუვი, რბილობი სიგრძივ ბოჭკოვანი, ქუდთან მიმართებაში ფეხი ზოგჯერ ექსცენტრულია.

სპორების ფხვნილი თეთრია.[2][3][4] სპორები — 5-7×5-6 მკმ, გლუვი, განიერელიფსისებრი, უფერული.

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპროფიტია. იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, უპირატესობას ანიჭებს ტყის და გზის პირებს, მეჩხერ ტყეებს, ზოგჯერ გვხვდება ბაღებში, პარკებსა და საძოვრებზე. როგორც წესი ნაყოფს ისხამს დიდ ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.

სეზონი — ზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე.

  • Lyophyllum fumosum — პირობითად საჭმელი სოკოა, როგორც წესი იზრდება წიწვოვან ტყეებში.
  • Lyophyllum loricatum — პირობითად საჭმელი სოკოა. უფრო მუქი შეფერილობისაა.
  • lyophyllum connatum — შხამიანი სოკოა. ღია შეფერილობისაა.
  • Collybia acervata — საჭმელი სოკოა. ზომაში შედარებით მცირეა, მოწითალო შეფერილობის.
  • Hypsizygus tessulatus — საჭმელი სოკოა. იწვევს მერქნის მურა სიდამპლეს.

ჯგუფურა ასევე წააგავს მანჭკვალასა და კლიტოციბეს გვარის რამდენიმე წარმომადგენელს.

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. გამოიყენება ახალი, დამწნილებული და დამუჟუჟებული, მხოლოდ ქუდი.[5] ასევე ხმარობენ წვნიანებშიც. შემწვარ სოკოს ახასიათებს ქათმის გემო.[6]

  • Мир растений : в 7 т. / Под ред. академика А. Л. Тахтаджяна. Т.2. Слизевики. Грибы — 2-е изд., перераб. — М.: Просвещение, 1991. — 475 с. (Стр. 272).
  • Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 64.
  • З. А. Клепина и Е. В. Клепина. Справочник грибника. — Москва: АСТ-ПРЕСС, 2006. — 256 с. (стр. 78)
  • „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 91)
  • Лессо, Томас. Грибы. Определитель. / пер. с англ. — Москва: АСТ, 2007. — 304 с. (стр. 41)
  • Сержанина. Г.И. (1984). Шляпочные грибы Белоруссии. Минск: Наука и техника. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საიტ MycoBank-ის მონაცემებით
  2. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 344-345, ISBN 3-405-12116-7
  3. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 3, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 230-231, ISBN 3-405-12124-8
  4. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 180-181, ISBN 978-3-440-14530-2
  5. Aurel Dermek (1981). Grzyby. ISBN 8321723578. 
  6. По данным сайта BC NTFP დაარქივებული 2008-09-19 საიტზე Wayback Machine. .