ჯგუფურა
| ჯგუფურა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Lyophyllum decastes (Fr.) Singer, 1951 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ჯგუფურა (ლათ. Lyophyllum decastes) — ლიოფილუმის გვარის სოკო ლიოფილუმისებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.
კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. გამოიყენება ახალი, დამწნილებული და დამუჟუჟებული, ასვე ხმარობენ წვნიანებშიც. იაპონიასა და ჩინეთში მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus decastes. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა როლფ ზინგერმა 1951 წელს.
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 4-10 (12) სმ, ხორციანი, სიგრძივ ზოლებიანი. ნორჩობაში ქუდი ნახევარსფეროსებრია, შეკეცილი კიდეებით, შემდგომში — ამოზნექილ-გაშლილია გადაკეცილი ან აწეული კიდეებით. იშვიათად — მცირე ზომის ბრტყელი მუქი ქერცლებით ცენტრში. ნოტიო ამინდში ტენიანი და რამდენადმე წებოვანია. ქუდის ფერი — ტალახისფერ-თეთრი, ნაცრისფერი ან ნაცრისფერ-ყავისფერი, კიდეები უფრო ღია. ასაკთან ერთად ღიავდება; დაჭერისას ფერს არ იცვლის.
რბილობი — მკვრივი, ელასტიური, ბოჭკოვანი, ღია ან მონაცრისფრო-ყავისფერი, სუსტად გამოხატული ფქვილის სუნითა და სასიამოვნო გემოთი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, განიერი, 0,5 სმ სიგანეში, თანაბარი კუთხეებით, ოდნავ დაღმავალი ან შეზრდილი, ზრდასრულობაში ზოგჯერ შორდება ფეხს. ტალახისფერ-თეთრი ან მოყვითალო (დაჭერისას მუქდება).
ფეხის სიგრძე — 3-8 (10) სმ სისქე — 0,5-2,5 სმ, მკვრივი, მთლიანი, ცილინდრული, ძირისკენ გამსხვილებული ან ოდნავ გაბერილი. ფირფიტებთან თეთრი, ძირისკენ მონაცრისფრო-მურა. ზედაპირი გლუვი, რბილობი სიგრძივ ბოჭკოვანი, ქუდთან მიმართებაში ფეხი ზოგჯერ ექსცენტრულია.
სპორების ფხვნილი თეთრია.[2][3][4] სპორები — 5-7×5-6 მკმ, გლუვი, განიერელიფსისებრი, უფერული.
ეკოლოგია და გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპროფიტია. იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, უპირატესობას ანიჭებს ტყის და გზის პირებს, მეჩხერ ტყეებს, ზოგჯერ გვხვდება ბაღებში, პარკებსა და საძოვრებზე. როგორც წესი ნაყოფს ისხამს დიდ ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.
სეზონი — ზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lyophyllum fumosum — პირობითად საჭმელი სოკოა, როგორც წესი იზრდება წიწვოვან ტყეებში.
- Lyophyllum loricatum — პირობითად საჭმელი სოკოა. უფრო მუქი შეფერილობისაა.
- lyophyllum connatum — შხამიანი სოკოა. ღია შეფერილობისაა.
- Collybia acervata — საჭმელი სოკოა. ზომაში შედარებით მცირეა, მოწითალო შეფერილობის.
- Hypsizygus tessulatus — საჭმელი სოკოა. იწვევს მერქნის მურა სიდამპლეს.
ჯგუფურა ასევე წააგავს მანჭკვალასა და კლიტოციბეს გვარის რამდენიმე წარმომადგენელს.
კვებითი ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. გამოიყენება ახალი, დამწნილებული და დამუჟუჟებული, მხოლოდ ქუდი.[5] ასევე ხმარობენ წვნიანებშიც. შემწვარ სოკოს ახასიათებს ქათმის გემო.[6]
იაპონიასა და ჩინეთში მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას.[7][8] სოკოს ხმარობენ როგორც საკვებ პროდუქტად, ისე ბიოლოგიურად აქტიურ დანამატად (საკვებ დანამატად); მას ზრდიან ნახერხზე ან ხის ქერქის კომპოსტზე.
გამოუცდელ მესოკოვეს იგი შეიძლება ადვილად აერიოს ენტოლომას გვარის შხამიან სახეობებში ან Clitocybe dilatata-ში.[9]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Мир растений : в 7 т. / Под ред. академика А. Л. Тахтаджяна. Т.2. Слизевики. Грибы — 2-е изд., перераб. — М.: Просвещение, 1991. — 475 с. (Стр. 272).
- Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 64.
- З. А. Клепина и Е. В. Клепина. Справочник грибника. — Москва: АСТ-ПРЕСС, 2006. — 256 с. (стр. 78)
- „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 91)
- Лессо, Томас. Грибы. Определитель. / пер. с англ. — Москва: АСТ, 2007. — 304 с. (стр. 41)
- Сержанина. Г.И. (1984). Шляпочные грибы Белоруссии. Минск: Наука и техника.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯგუფურა“ ვიკისაწყობში.- ჯგუფურა MycoBank-ზე (ინგლისური)
- ჯგუფურა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საიტ MycoBank-ის მონაცემებით
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 344-345, ISBN 3-405-12116-7
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 3, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 230-231, ISBN 3-405-12124-8
- ↑ Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 180-181, ISBN 978-3-440-14530-2
- ↑ Aurel Dermek (1981). Grzyby. ISBN 8321723578.
- ↑ По данным сайта BC NTFP დაარქივებული 2008-09-19 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Pokhrel CP, Yoshimoto H, Iida S, Ohga S (2004). „Mycelial growth and fruit body formation of Lyophyllum decastes in livestock compost“. J. Fac. Agr., Kyushu Univ. 49 (2): 273–282. doi:10.5109/4587. hdl:2324/4587.
- ↑ Xu L, Yang W, Qiu T, Gao X, Zhang H, Zhang S, Cui H, Guo L, Yu H, Yu H (2023). „Complete genome sequences and comparative secretomic analysis for the industrially cultivated edible mushroom Lyophyllum decastes reveals insights on evolution and lignocellulose degradation potential“. Front. Microbiol. 14. doi:10.3389/fmicb.2023.1137162. PMC 10078946 შეამოწმეთ პარამეტრი
|pmc=(დახმარება). PMID 37032898 შეამოწმეთ პარამეტრი|pmid=(დახმარება). - ↑ Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006) North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide, გვ. 115. ISBN 978-0-7627-3109-1.