ხარკივის მეტროპოლიტენი (უკრ.Харківський метрополітен) — უკრაინის ქალაქ ხარკივის საქალაქო ტრანსპორტის უმთავრესი სახეობა. ხარკივის მეტროპოლიტენი უკრაინის რიგით მეორე და სსრკ-ის რიგით მეექვსე (მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, კიევის, თბილისისა და ბაქოს მეტროპოლიტენების შემდეგ.) ჩქაროსნული გადამყვანია. მეტროპოლიტენს ყოველდღიურად 633,150 (2013 წლის მონაცემებით) მგზავრი გადაჰყავს. 2013 წლის მონაცემებით, ხარკივის მეტროთი 231.1 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა. მეტრო შედგება სამი ხაზისგან და 29 სადგურისგან, რომელთა საერთო სიგრძე 39.6 კილომეტრია. პირველად, 1975 წელს, ხოლოდნოგორსკო-ზავოდსკაიას ხაზი გაიხსნა, მას მოჰყვა მეორე, სალტოვსკაიას ხაზი1984 წელს, ხოლო 1995 წელს ხარკივის მეტროპოლიტენს ალექსეევსკაიას ხაზი შეემატა.
↑АРХІВ. ПАСАЖИРСЬКІ ПЕРЕВЕЗЕННЯ(უკრ.). Головне управління статистики у Харківській області. kh.ukrstat.gov.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-08. ციტირების თარიღი: 2019-06-24.