შინაარსზე გადასვლა

ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლი დიანჯუნის სიაოერძინით (ორი სადამწერლობო სისტემის მოშველიებით) შესრულებული ჩინურ-არაბული ლექსიკონი. ჩინური მარჯვნიდან მარცხნივ სვლით იკითხება.
ლი დიანჯუნის სიაოერძინით (ორი სადამწერლობო სისტემის მოშველიებით) შესრულებული ჩინურ-არაბული ლექსიკონი. ჩინური მარჯვნიდან მარცხნივ სვლით იკითხება.

ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია, ანუ სიაოერძინი (არაბ. كتابة عربية صينية ჩინ. 小兒經, ქართ. სჲაოერძჷნ) — ჩინური ენის იეროგლიფების გადმოსაცემად შექმნილი სატრანსკრიფციო სისტემა, რომელსაც გამოიყენებდნენ ჩინეთის მუსულმანები, — როგორც ჩინურ ენაზე მოლაპარაკენი, ასევე მათ მეზობლად მცხოვრები დუნსიანები და სალარები.

ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია - სიაოერძინი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიაოერძინი წარმოადგენს ჩინური სიტყვების ტრანსკრიბირებისთვის შექმნილი სისტემებიდან ერთ-ერთ ყველაზე ძველ ტრანსკრიფციას მსოფლიოში.

ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია, - სიაოერძინი, თავისი შინაგანი სტრუქტურული და ლოგიკური სრულყოფით ბევრად აღემატება ლათინური ანბანის საფუძველზე ბევრად გვიან შექმნილსა და დღეს სტანდარტად მიჩნეულ ფინინს.

ანბანის სახელწოდება: სიაოერძინი, სიაოძინი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინური იეროგლიფიკის არაბული ტრანსკრიფციის სახელწოდებას - სჲაოერძჷნ - რამდენიმე წერითი ვარიანტი გააჩნია. ესენია;

  • ჩინური 小兒經/小兒錦 / 小儿经/小儿锦,
  • ფინინი Xiǎo'érjīng/Xiǎo'érjǐn, Xiao'erjing: ‏شِيَوْ عَر دٍ‎)
    • ანდა, შემოკლებული ფორმით Xiaojing
  • ჩინური 小經/消經 / 小经/消经,
  • ფინინი Xiǎojīng/Xiāojīng

სიაოერძინის გაჩენისა და ჩამოყალიბების წინაპირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიაოერძინის გაჩენა, ჩამოყალიბება და განვითარება უკავშირდება მინის ეპოქის შუა პერიოდს. ამ დროისათვის იმპერიის მუსულმანთა უმეტესობის – აწინდელ ჰუიეცუს, ან ჰუიეიცუს წინაპართა – მშობლიურ ენად უკვე იქცა ჩინური. წერა-კითხვის ცოდნა, რაც იეროგლიფიკის ცოდნას უკავშირდებოდა, შედარებით იშვიათობას წარმოადგენდა მუსულმანთა შორის; მუსულმან მამაკაცებს ამავე აღმსარებლობის ქალებისაგან ჰქონდათ უფლება ესწავლათ წერა-კითხვა, რაც მეჩეთებსა და მედრესეებთან არსებულ სკოლებში იყო მხოლოდ შესაძლებელი. ისლამური აღმსარებლობის სასწავლო დაწესებულებებში კი სწავლა-განათლების მიღება მხოლოდ არაბულ ენაზე იყო შესაძლებელი. მუსლიმთა მთავარი წიგნის ყურანისა და სხვა თეოლოგიური ლიტერატურის წაკითხვა უკავშირდებოდა არაბული და სპარსული კალიგრაფიის დაუფლებას. ამ ენათა ფონეტიკური და მორფოფონოლოგიურ ბუნების ჯეროვნად ცოდნას. ყოველივე წარმოადგენდა წინაპირობას იმისათვის, რომ მშობლიური ჩინური სიტყვები ჩაეწერათ არაბულ-სპარსული ასო-ნიშნების მოშველიებით.

სიაოერძინზე შესრულებული ყველაზე ძველი წარწერა დათარიღებულია ჰიჯრიდან 740 წლით (ჩვ. წელთაღრიცხვის 1339-1340 წ.), რომელიც წარმოადგენს ქალაქ სიანში დასიუეს სისიანის მეჩეთის ეზოში ერთ-ერთ სტელაზე.

ჩინურის არაბული ადაპტაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიაერძინს 36 ასო-ნიშანი აქვს, რომელთაგან 4 გამოიყენება ხმოვნების გამოსახატავად. 36 ასო-ნიშნიდან 28 გადმოღებული არის უშუალოდ არაბული ანბანიდან, ხოლო 4 ასო-ნიშანი, რომელთაგან 4 ასო დამატებით მოდიფიცირებულ იქნა, სპარსულიდან ანბანიდანაა ნასესხები ან მოდიფიცირებული.

გარდა ამისა, არის კიდევ 4 ასო, რომელიც მხოლოდ სიაოერძინს გააჩნია.

საბოლოო ჯამში, სიაოერძინის, ან სიაოძინის ასოთა რაოდენობა თავისი დამატებითი თუ საგანგებოდ შექმნილ გრაფიკულ ნიშნებთან ერთად ლამის ორჯერ აღემატება თავდაპირველად არაბულ-სპარსული დამწერლობებიდან ნასესხებ 36 ასო-ნიშანს.

თავკიდურა მარცვლები (ინიციალები) და თანხმოვნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არაბულ-სპარსული ანბანი ბოლოკიდურა (ფინალი) - შუათანა (მედიალი) - თავკიდურა (ინიციალი) ჩინური
წარმოთქმა
ჰანჲუი ფინინი არაბული

წარმოთქმა
სპარსული

წარმოთქმა
მაგალითი, ნიმუში შენიშვნა
1
Alif
[ɑ], [a] a, a-, -a, -a- [ʔ], [a:], [æː] [ʔ], [ɔ], [æ] اَ(阿ā) ხმოვანი
2
Ba
[b]- b- [b] [b] بَا(爸bà)
3
Pe
[pʰ]- p- არ არის [p] پﹾ(婆pó) ნასესხებია სპარსულიდან.
4
Ta
[tʰ]- t- [t] [t] تَا(塔tǎ)
5
Tha
[tɕʰ]-, [ɕ]- q-, x- [θ] [s] ثِئ(些xiē) ბგერა განიცდის ცვლილებას, თუ ჩინურის გადმოსაცემად გამოიყენება.
6
The
[tɕʰ]- q- არ არის არ არის ﭤْﻮ(穷qióng)
7
Dschim
[ʈʂ]- zh- [dʒ] [dʒ] ﺟﹾ(这zhè) ბგერა განიცდის ცვლილებას, თუ ჩინურის გადმოსაცემად გამოიყენება.
8
Tsche
[ʈʂʰ]- ch- არ არის [tʃ] ﭼﹾ(车ché) ნასესხებია სპარსულიდან.
9
Ḥa
[x]- h- [ħ] [h] ﺣﹾ(河hé) ჰანჲუი ფინინის ბოლოკიდურა მარცვლების (ფინალების) -e, -ei, -en, -eng -ის წინ.
10
Cha
[x]- h- [x] [x] ﺧﹸ(湖hú) ჰანჲუი ფინინის ბოლოკიდურა მარცვლების (ფინალების) -u, -ua, -uai, -uan, -uang, -ui, -un, და -uo -ს წინ.
11
Dal
[d]-, [tɕ]- d-, j- [d] [d] دٍْ(钉dīng) აგრეთვე გამოიყენება ჰანჲუი ფინინის ზოგიერთ (ინიციალი) j-ზე დაწყებული თავკიდურა მარცვლების წინ.
12
Dhal
[ts]- z- [ð] [z] ذَىْ(在zài)
13
Ra
-[ɹ] -r [r] [r] لِر(粒lìr) გამოხატავს როტულ ბოლოკიდურა -r (როტული ფინალი -r).
14
Zay
არ არის არ არის [z] [z] زَكَاة(zakat) გამოიყენება მხოლოდ არაბიზმების დასაწერად.
15
Že
[ɻ]- r- არ არის [ʒ] ژﹾ(热rè) ნასესხებია სპარსულიდან.
16
Sin
[s]-, [ɕ]- s-, x- [s] [s] سٍ(信xìn) აგრეთვე გამოიყენება ზოგიერთი ჰანჲუი ფინინის თავკიდურა (ინიციალების) s- ზე და sh-ზე დამწყები მარცვლების გამოსახატავად.
17 [s]- s- არ არის არ არის (思sī) მხოლოდ Ru-ტონის (rùshēng-ის) ანდა ადრინდელი Ru-ტონის მარცვლებისთვის.
18
Schin
[ʂ]-, [ɕ]- sh-, x- [ʃ] [ʃ] شِ(是shì) აგრეთვე გამოიყენება ზოგიერთ ჰანჲუი ფინინის თავკიდურა (ინიციალი) x-ზე დამწყებ მარცვალთა წინ.
19
Sad
[s]- s- [sˠ] [s] صْ(色sè)
20
Dad
არ არის არ არის [ðˠ] [z] الْضَّاد(არაბული სამყარო) გამოიყენება მხოლოდ არაბიზმების დასაწერად.
21
Ci
[tsʰ]- c- არ არის არ არის ڞْ(册cè)
22
Ṭa
[ts]- z- [tˠ] [t] طٌ(遵zūn) ბგერა განიცდის ცვლილებას, თუ ჩინურის გადმოსაცემად გამოიყენება.
23
Za
[ts]- z- [ðˠ] [z] ظْ(作zuò) ბგერას განიცდის ცვლილებას, თუ ჩინურის გამოსახატავად გამოიყენება.
24
Ain
[ə] e, e-, -e, -e- [ʕ] [ʔ] ﻋﹶ(恶è) ჩინურის გამოხატვისას აღნიშნავს ხმოვანს; არაბიზმებისა და ირანიზმების გამოხატვისას მიჩნევა თანხმოვნად.
25
Ghain
არ არის არ არის [ʁ] [ɣ], [q], [ɢ], [x] غَبْن(Betrug) გამოიყენება მხოლოდ არაბიზმების გამოსახატავად.
26
Fa
[f]- f- [f] [f] فِ(废fèi)
27
Qaf
[g]- g- [q] [q], [ɢ] قَ(个ge) ბგერა განიცდის ცვლილებას, თუ ჩინურის გადმოსაცემად გამოიყენება.
28
Kaf
არ არის არ არის [k] არ არის كَلِمَة(Sprichwort) გამოიყენება მხოლოდ არაბიზმების დასაწერად.
28
Kaf
[kʰ]- k- არ არის [k] ﮎْ(可kě) ნასესხებია სპარსულიდან.
29
Gaf
არ არის არ არის არ არის [g] گنج(Schatz) ნასესხებია სპარსულიდან და მხოლოდ ირანიზმების გადმოსაცემად გამოიყენება.
30 ŋ, ɲ- ng-, gn- არ არის არ არის ݣْا(仰ngǎng) შედარებით იშვიათად გამოიყენება, ან ნინსია-ჰუის [ŋ]-თავკიდურა ხმოვანის (ინიციალის) და შიდა მონღოლეთის ანდა განსუსა და ცინხაის ɲ-თავკიდურა ხმოვნის (ინიციალის) გამოსახატავად.
31
Lam
[l]- l- [lˁ] [l] لِ(里lǐ)
32
Mim
[n]- m-, n- [m] [m] مِ(秘mì)
33
Nun
[n]- n- [n] [n] نِ(你nǐ)
34
Ha
[x]- h- [h] [h], [ɛ], [æ] هَا(哈hā) გამოიყენება უპურატესად არაბულიდან ნასესხები სიტყვების დასაწერად, ჰანჲუი ფინინის ბოლოკიდურა მარცვლების (ფინალების) -a, -ai, -an, -ang, -ao -ს წინ.
35
Waw
[u], [ʊ] wu, u-, -u, -u- [w], [u:], [y] [v], [u], [o], [ow] ءُ(无wú) ხმოვანი ბგერა
36
Ya
არ არის არ არის [j], [i:] არ არის يَوْم (ყიამაჰ - განკითხვის დღე) გამოიყენება მხოლოდ არაბულ ნასესხობებში და წარმოადგენს ხმოვან ბგერას.
36
Ya
[i], [ɪ] yi, i-, -i, -i- არ არის [j], [i], [e] يَا(呀ya) ისესხეს სპასრულიდან და იყენებენ ხმოვან ბგერად.

თავკიდურა მარცვლები (ფინალები) და ხმოვნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ასო-ნიშნები ჩინური
წარმოთქმა
არ არის ფინინი მაგალითი, ნიმუში შენიშვნები
1 ან [ɑ] a اَ(阿ā)
2 -[ɑ] -a دَا(大dà)
3 [iɑ] ya يَا(呀ya)
4 -[iɑ] -ia كِا(家jiā) გამოყენება შემოიფარგლება ჰანჲუი ფინინის თავკიდურა მარცვლებით (ინიციალებით) j-, q-, x-, l-
5 [uɑ] wa وَ(娃wá)
6 -[uɑ] -ua قُوَ(刮guā)
7 არ არის [o] o არ არის იშვიათად გვხვდება. სიაოერძინში არ გამოიყენება.
8 არ არის [uɔ] wo არ არის იშვიათად გვხვდება. სიაოერძინში არ გამოიყენება.
9 [ɤ] იშვიათად გვხვდება. სიაოერძინში არ გამოიყენება. ﻋﹶ(恶è)
10 ან [ɤ] -e دْ(德dé)
11 [uə] wo وْ(我wǒ)
12 -[uə] -uo قُوَع(国guó)
13 [ɑɻ] er عَر(儿ér)
14 -[ɻ] -r لِر(粒lìr) გამოსახავს როტულ ბოლოკიდურა ხმოვან –r-ს (როტული ფინალი –r).
15 არ არის [ɛ] ê არ არის იშვიათად გვხვდება. სიაოერძინში არ გამოიყენება.
16 [iɛ] ye اِئ(耶yē)
17 -[iɛ] -ie كِئ(解jiě)
18 [yɛ] yue يُؤ(约yuē)
19 -[yɛ] -üe, -ue كُؤ(决jué) გამოყენება შემოიფარგლება ჰანჲუი ფინინის თავკიდურა მარცვლებით (ინიციალებით) j-, q-, x-, l-, n-
20 ან [i] yi ءِ(意yì)
21 -[i] -i ﭼﹺ(其qí)
22 -[] -i ذِ(子zǐ) გამოყენება შემოიფარგლება ჰანჲუი ფინინის თავკიდურა მარცვლებით (ინიციალებით) z-, c-, s-
23 -[ʐ̩] -i ﺟﹺ(知zhī) გამოყენება შემოიფარგლება ჰანჲუი ფინინის თავკიდურა მარცვლებით (ინიციალებით) zh-, ch-, sh-, r-
24 [aɪ] ai اَىْ(爱ài)
25 -[aɪ] -ai كَىْ(凯kǎi)
26 არ არის [eɪ] ei არ არის იშვიათად გვხვდება. სიაოერძინში არ გამოიყენება.
27 ან -[eɪ] -ei دِؤ(得děi)
28 [uaɪ] wai وَىْ(歪wāi)
29 -[uaɪ] -uai كُوَىْ(块kuài)
30 [ueɪ] wei وِ(为wèi)
31 -[ueɪ] -ui حُوِ(回huí)
32 ან [u] wu ءُ(无wú)
33 ან -[u] -u كُو(苦kǔ)
34 [aʊ] ao اَوْ(奥ào)
35 -[aʊ] -ao قَوْ(高gāo)
36 [ɤʊ] ou عِوْ(偶ǒu)
37 [ɤʊ] -ou كِوْ(口kǒu)
38 [iaʊ] yao يَوْ(要yào)
39 -[iaʊ] -iao كِيَوْ(教jiào)
40 [iɤʊ] you يِوْ(有yǒu)
41 [iɤʊ] -iu نِيِوْ(牛niú)
42 [y] yu ىُ(与yǔ)
43 და -[y] -ü, -u نُوُ(女nǚ) გამოყენება შემოიფარგლება ჰანჲუი ფინინის თავკიდურა მარცვლებით (ინიციალებით) j-, q-, x-, l-, n-
44 [an] an ءًا(安ān)
45 -[an] -an دًا(但dàn)
46 ან ან [ən] en ءٌ(恩ēn)
47 ან -[ən] -en قٍ(根gēn)
48 ან [in] yin ءٍ(因yīn)
49 -[in] -in ٿٍ(勤qín)
50 [yn] yun ىٌ(孕yùn)
51 -[yn] -un کﹲ(均jūn) გამოყენება შემოიფარგლება ჰანჲუი ფინინის თავკიდურა მარცვლებით (ინიციალებით) j-, q-, x-
52 [iɛn] yan يًا(严yán)
53 -[iɛn] -ian لِيًا(练liàn)
54 [wan] wan وًا(万wàn)
55 -[uan] -uan كُوًا(宽kuān)
56 [yɛn] yuan يُوًا(源yuán)
57 -[yɛn] -uan كُوًا(捐juān) გამოყენება შემოიფარგლება ჰანჲუი ფინინის თავკიდურა მარცვლებით (ინიციალებით) j-, q-, x-
58 [wən] wen وٌ(问wèn)
59 -[uən] -un کﹲ(困kùn)
60 [ɑŋ] ang ءْا(昂áng)
61 -[ɑŋ] -ang قْا(刚gāng)
62 არ არის [əŋ] eng არ არის იშვიათად გვხვდება. სიაოერძინში არ გამოიყენება.
63 ან -[ɤŋ] -eng قْع(更gèng)
64 [iŋ] ying ىٍْ(应yīng)
65 -[iŋ] -ing لٍْ(另lìng)
66 -[ʊŋ] -ong خْو(宏hóng)
67 ან [yʊŋ] yong يْو(用yòng)
68 ან -[yʊŋ] -iong ﭤْﻮ(穷qióng) გამოყენება შემოიფარგლება ჰანჲუი ფინინის თავკიდურა მარცვლებით (ინიციალებით) j-, q-, x-
69 [iɑŋ] yang يْا(羊yáng)
70 -[iɑŋ] -iang لِيْا(良liáng)
71 [wɑŋ] wang وْا(忘wàng)
72 -[uɑŋ] -uang كُوْا(况kuàng)
73 [wɤŋ] weng وْع(翁wēng)

ადამიანის უფლებათა დეკლარაციის 1 მუხლი სიაოერძინსა და ჰანჲუი ფინინზე:

  • სიაოერძინი:
  • ჰანჲუი ფინინზე: "Rénrén shēng ér zìyóu, zài zūnyán hé quánlì shàng yílǜ píngděng. Tāmen fù yǒu lǐxìng hé liángxīn, bìng yīng yǐ xiōngdiguānxì de jīngshén hùxiāng duìdài."
  • ქართულად: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.“
  • Xiaojing Qur'an Kreis Dongxiang, Autonomer Bezirk Lingxia, Gansu, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
  • Huijiao Bizun გვ. 154. (ფოტოკოპირებული გამოცემა).
  • Muhammad Musah Abdulihakh: Islamic faith Q&A. 2nd ed. Beiguan Street Mosque, Xining, Qinghai, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, დანართი შეიცავს სიაოერძინის, ფინინისა და არაბულის შედარებითი ცხრილი.
  • Feng Zenglie: Beginning Dissertation on Xiao'erjing: Introducing a phonetic writing system of the Arabic script adopted for Chinese. წიგნში: The Arab World, Issue #1, 1982.
  • Chen Yuanlong. The Xiaojing writing system of the Dongxiang ethnicity. წიგნში: China’s Dongxiang ethnicity. People’s Publishing House of Gansu, 1999.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]