შინაარსზე გადასვლა

ჩვენი უბნის შვილები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩვენი უბნის შვილები“
أولاد حارتنا

პირველი ქართული გამოცემა
ავტორი ნაგიბ მაჰფუზი
ქვეყანა ეგვიპტე
ენა არაბული
გამოცემის თარიღი 1959

ჩვენი უბნის შვილები (არაბ. أولاد حارتنا awlād ḥāratnā) — ნობელიანტი ეგვიპტელი მწერლის, ნაჯიბ მაჰფუზის 1959 წლის რომანი.

სიუჟეტი თავიდან ჰქმნის სამი მონოთეისტური აბრაამული რელიგიის (იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი) ურთიერთდაკავშირებულ ისტორიას,რომელიც ალეგორიზირებულია მე-19 საუკუნის კაიროს უბანში.

კრიტიკოსთა აზრით, უბანი წარმოადგენს ღმერთს, რასაც ავტორი უარყოფს. მისი თქმით, არაფერი არ წარმოადგენს ღმერთს, რადგანაც ის ერთადერთი და უდიდესია.

ნაწარმოების პირველი ოთხი სექცია მოგვითხრობს ისტორიებს უბნის (ღვთის) შვილების — ადამის, რომელიც ღმერთის ფავორიტი შვილია, და სატანის შესახებ.

შემდეგი თაობის წარმომადგენელი გმირები თავიდან გადიან მოსეს, იესოსა და მუჰამედის ცხოვრებისეულ გზას. თითოეული მათგანი უბნის სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოვრობს და სიმბოლიზირებს იუდაიზმს, ქრისტიანობასა და ისლამს.

წიგნის მეხუთე სექციის პროტაგონისტი კი არაფაა, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ხანას, მისი სახელი კი წინასწარმეტყველთაგან მომდინარეობს. შინაარსისათვის ცენტრალური ნაწილია futuwwat (ძლიერი კაცები).

ძლიერი კაცები აკონტროლებენ უბანს და მოსახლეობას ფულს სძალავენ. წიგნის წარმატებული გმირები მათი სქემის ჩამოშლას ახერხებენ, თუმცაღა ისინი მაინც ბრუნდებიან. არაფა საკუთარი ინტელექტისა და ასაფეთქებლების ცოდნის მათ წინააღმდეგ მიმართვას ცდილობს, თუმცაღა მისი მცდელობები ირიბად იწვევს მოხუცი კაცის სიკვდილს. ძლიერი კაცების ლიდერი ამას იგებს, და აშანტაჟებს არაფას რაღა დაეხმაროს მას გახდეს მთელი უბნის დიქტატორი.

წიგნი სრულდება არაფას მკვლელობის შემდგომ.არაფას მეგობარი კი იმ წიგნის ნარჩენებს ეძებს, სადაც მისი საიდუმლოებები ეწერა.

ნაწარმოები თავდაპირველად 1959 წელს, ჟურნალ "ალ-აჰრამში" იბეჭდებოდა სერიული სახით, არაბული ენაზე, თუმცაღა მის გამოცემას ეგვიპტის რელიგიური კოლეგიის პროტესტი მოჰყვა.[1] ნაწარმოების წიგნის სახით გამოცემა ეგვიპტეში აიკრძალა. ნაწარმოები დაუცალკევებლად მხოლოდ პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერის ჩარევის შედეგად გამოიცა,რომელიც ჟურნალის დირექტორთან,მუჰამედ ჰეიკალთან მეგობრობდა.

ამ მიზეზთა გამო, ნაწარმოებს 8 წელი დასჭირდა წიგნის სახით გამოსაცემად, თუმცაღა არა ეგვიპტეში, არამედ ლიბანში, ბეირუთში დაიბეჭდა 1967 წელს.

წიგნმა ეგვიპტეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კერძოდ ეგვიპტის რელიგიურ საქმეთა კოლეგიამ წიგნი დაგმო და ღვთისადმი მკრეხელობად მოიხსენია.

ომარ აბდელ რაჰმანმა მაჰფუზს მონანიებისაკენ ან სიკვდილისაკენ მოუწოდა. მან ასევე განაცხადა რომ ეს რომ ადრე ექნა, სალმან რუშდი ზღვარს არ გადაკვეთდა. შედეგად,1994 წელს მაჰფუზს საკუთარი სახლის წინ, კაიროში, ორი ექსტრემისტი თავს დაესხა და ყელში დაჭრა. ნაჯიბი თადასხმას გადაურჩა, თუმცაღა მიყენებულმა დაზიანებებმა 2006 წელს მის გარდაცვალებაზე იქონია გავლენა.

„ჩვენი უბნის შვილები“ მაჰფუზის გარდაცვალებიდან 4 თვეში ოფიციალურად გამოიცა ეგვიპტეში და ბესტსელერად იქცა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hafez, Sabry: "Introduction" to The Cairo Trilogy. Cairo: American University in Cairo Press, 2001. pg xxxiv.
  2. Karolides, Nicholas J. (2005). 120 banned books : censorship histories of world literature, Bald, Margaret., Sova, Dawn B., Karolides, Nicholas J., New York: Checkmark Books/Facts On File, გვ. 215. ISBN 0-8160-6504-7. OCLC 56324787.