შინაარსზე გადასვლა

ეშმაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეშმაკი (მრავალმნიშვნელოვანი).
სატანა (ეშმაკი) ჯ. მილტონის პოემიდან „დაკარგული სამოთხე“, მხატვ. დორე, გუსტავ

სატანა, ეშმაკი, ლუციფერი, ბელზებელი, შაითანიღმერთისა და ყველა მისი ერთგული, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტი, ქრისტიანული, იუდაიზმისა და ისლამის რელიგიურ-მითოლოგიური წარმოდგენებით.

სატანა — არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა, რელიგიურ-მითოლოგიური, აგრეთვე სატანისტების ფილოსოფიური წარმოდგენებით. ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა.

ტერმინის ქრისტიანულ-იუდეური წარმოშობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ივრითიდან სატანა שטן ითარგმნება შემდეგი შინაარსით — „წინააღმდეგობა“, „მოწინააღმდეგე“. ძველი აღქმის ზოგიერთ წიგნში სატანად იწოდება ანგელოზი, რომელიც გამოცდის წინაშე აყენებს მორწმუნის რწმენას (იხ. წ.იოანე, I, 6-12). ახალი აღქმით სატანა, როგორც აპოკალიფსური დრაკონი, წარმოგვიდგება ღმერთის მტრად, ბნელი ძალების მმართველად (იხ. იოანე ღვთისმეტყველის ახსნა XX, 2-3, 7-9).
  • ლუციფერი (სლავ. Денница) — ლათ. „სინათლის მატარებელი“, დილის ვარსკვლავის, პლანეტა „ვენერას“ დასახელება, „განთიადის შვილი“ (იხ. ისაია წინასწარმეტყველი, XIV, 12).
  • διαβολος (ბერძ.) — აქედან რუს. Дьявол, лукавый, клеветник. ახალ აღქმაში გვესახება, როგორც ამ სამყაროს მბრძანებელი. ევანგელიე მათე (4:1-11).
  • იბლისი — ცეცხლოვანი არსება (ჯინი), ყურანის მიხედვით, რომელიც ეწინააღმდეგება უფალის ნებას.
  • ვეელზევული (ბაალზვუვი — בעל זבוב) ივრითიდან ითარგმნება, როგორც „ბუზების მბრძანებელი“ — სატანის სახელი ივრითის ტრადიციებით.

სატანის ბიბლიური კონცეფცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„წმინდა ავგუსტინე და ეშმაკი“, მიხაელ პახერი.
  • წინასწარმეტყველ იეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყო ანგელოზის მიერ ჰერუვიმის წოდებით. იგი იყო „სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული“ და ცხოვრობდა ედემის „ცეცხლოვან ქვებში“, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ამპარტავანი გახდა, იგი ჩამოგდებული იყო მიწაზე (იეზ. 28:12-19), მას წამოყვა ანგელოზთა ის ნაწილიც, რომელნიც გარდაისახნენ დემონებად. სატანის დაცემის აღწერა მოყვანილია მოციქულ იოანესთან: სატანა, დიდი ციური ომის შემდეგ, მიწაზე ჩამოაგდო ანგელოზმა მიქაელმა (ახსნა. 12:7-9).
  • ისაია წინასწარმეტყველი გვაძლევს სატანის პირველ სახელს — ლუციფერი (Денница). ლუციფერის დაცემის შემდეგ, იგი ხდება უკუნის განმგებელი, ღმერთის წინააღმდეგ ჯანყის მეთაური.
  • ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლება ჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეთის მთავარი. მაგრამ მოციქული პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში (ეფ. 2:2). მისი მსახურნი არიან — „ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი“, „ცისქვეშეთის ბოროტების სულები“ (ეფ. 6:12).
  • იოანეს წიგნში იგი სახელდება ღმერთის შვილად (ძველბერძნული ვერსიით — ანგელოზების) (1:6). იგი წინამძღვრობს ხალხებს და ცეცხლს აფქვრევს მიწაზე. (1:15-17), აგრეთვე მართავს ატმოსფერულ მოვლენებს (1:18), იძლევა სიმდიდრეს და ავრცელებს სნეულებებს (2:7).
  • სახარებაში სატანა გვესახება სამყაროს ჩამოყალიბებულ გამგებლად (მათე 4:1-11), და იუდეველების ღმერთად (იოანე 8:44). ამ საფუძველზე ბევრი პირველყოფილი ღვთისმეტყველი გნოისტიკი თვლიდა, რომ ძველი აღქმით, ღმერთი, ეს არის ეშმაკი, რომელიც სრულიადაც არ ქმნის სამყაროს არაფრიდან, არამედ ქმნის პირად ჯოჯოხეთს — „ბნელეთს უფრსკულზე“ (1:2), ბაძავს რა ჭეშმარიტ ღმერთთს, სამყაროს უსახო და მიუწვდომელ პირველადს.
  • განსჯის დღეს შეებრძოლება ანგელოზს, რომელსაც აქვს უფრსკულის გასაღები, და ჩაგდებული იქნება უფრსკულში ათასი წლით (ახსნა. 20:2-3). მეორე ბრძოლის შემდეგ, სატანა ჩაგდებული იქნება „გოგირდოვან და ცეცხლოვან ტბაში“ (ახსნა. 20:7-10)

სატანის სახე სატანიზმში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ზოგიერთი სატანისტი მემკვიდრეობას იღებს ანტიკური გნოსტიკებისგან, რომელნიც სამყაროს ყოფდნენ ორ ნაწილად — ხილვადი, მატერიალური და უხილავი — სულიერი. უხილავი, მუდმივი, სულიერი სამყაროს შემოქმედად, აღიარებდნენ ღმერთს, ხილვად, მატერიალურ, დროებით (დროით) ნაწილში კი სატანას.
  • სატანისტური სიმბოლიკა და ესთეთიკა, შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, როგორც მტრის ხელოვნური ხატი, რომელიც გამოიყენებოდა კათოლიკეების მიერ, მათი მტრების — იუდეისტი-კაბალისტების, ერეტიკოსების მიმართ. რიცხვი 666 მოყვანილი იოანე ღვთისმეტყველის ტექსტში, პენტაგრამა იმთავითვე გამოიყენებოდა იმქვეყნიური ძალებისგან დაცვის ნიშნად (იხ. „ფაუსტი“ გოეთე). „შაბაში“ — ეს არის „შაბათის“, ებრაული სადღესასწაულო დღის სახეშეცვლილი დასახელება. შავი წიგნები (გრიმუარები) — ოდითგანვე წარმოადგენდნენ წყევლების და ჯადოების კრებულებს, რომლებიც მიეწერებოდა მეფე სოლომონს. რქა, რომელიც იხატება ეშმაკის თავზე, იმთავითვე არის ღვთიური ნიშანი (იხ. ცხვრის რქა, ალექსანდრე მაკედონელის ეპითეტი — „რქიანი“)
  • კათოლიკური ეკლესისს კრიზისის პერიოდში, არაერთი საკითხი, რაც მანამდე უთუო წყევლას იმსახურებდა, განსხვავებული კუთხით წარმოჩნდა, გაიზარდა ინტერესი აკრძალულისადმი. ანტიკლერიკალიზმის გავლენით წინ წამოიწია მეამბოხე ანგელოზის ფიგურამ. რომანტიზმმა მოიტანა ბოროტებით ხიბლის ელემენტები, მაგრამ სატანისტები ყოველთვის აღიქვამდნენ სატანას, როგორც ტიტანს, ჯანყის მოთავეს და ქრისტიანული პირმოთნეობის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლოს.

სატანა ხელოვნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიური ტექსტები არ გვაძლევს სატანის რაიმე თვალსაჩინო სახეს. ამის საპირისპიროდ კი, შუა საუკუნეების ფანტაზია ჭარბია ასეთი სახეების დეტალიზების მაგალითებით. ამ პერიოდში პროტოტიპი მდიდრდება სხვადასხვა სახიე ანტროპომორფული და ცხოველური ნიშნებით.

ეშმაკის ხახა ხშირად ასოცირდება ჯოჯოხეთის კარიბჭესთან, მასში შესვლა კი ნიშნავს შეჭმას. დანტეს ღვთაებრივ კომედიაში (ჯოჯოხეთი, XXXIV) ეშმაკი, ნახევრად ჩაეყინება ყინულში (სიცივე, ყინული — უსიყვარულობის სიმბოლო) და ღვთაებრივი (ციური) სიმბოლოების საპირისპიროდ მას სამი სახე აქვს (შევადაროთ სამებას). ერთი წითელია (მრისხანება სიყვარულის წინააღმდეგ), მეორე — ღია ყვითელი (სისუსტე და სიზარმაცე — ძლიერების წინააღმდეგ), მესამე შავია (უმეცრება და უწესობა განათლებისა და სამართლიანობის წინააღმდეგ). ეშმაკის 6 ფრთა უპირისპირდება ქერუბიმნის 6 ფრთას. სატანას კბილები ღრღნიან იუდას - უმაღლესი სულიერი ავტორიტეტის გამცემს, ასევე ბრუტას და კასიას — ვინც ხელყო უმაღლესი სახელმწიფო ავტორიტეტი.

ჯ. მილტონი დაკარგულ სამოთხეში სატანას ანიჭებს ეპიკური გმირის ბნელ დიდებულებას. ამავე მიმართულებით ვითარდება ი ვან დელ ვონდელას ლუციფერი, რომლის გმირსაც უნარი შესწევს იყოს იმპოზანტური და განსჯის ღმერთს რომ გამოასწოროს მისი შეცდომა — მისავე სასარგებლოდ. მხოლოდ ჯ. ბაირონის და მისი ეპოქის რომანტიზმში, ლიბერალიზმისა და ანტიკლერალიზმის ფონზე, კეთდება მცდელობა წარმოვიდგინოთ სატანის სახე, როგორც თავისუფელბისა და ჯანყის მოყვარულ „დადებით“ გმირისა, რომელიც იღებს ძველბერძნული ღვთაების ნაკვთებს ( „სატანას“ კარდუჩი, „ლუციფერი“ რასპისარდი, „ლიტანია სატანას“ ბოდლერი). ა. ფრანცისთვის კი, როგორც ამ ტრადიციის მემკვიდრისთვის, უკვე აქსიომატურია სატანა, როგორც იდეალი. იგი თამაშობს ამ აქსიომით („ანგელოზთა აჯანყება“) და ამტკიცებს, რომ ჩვენს თავში ღმერთი უნდა განადგურდეს „რამდენადაც ჩვენ არ გვესმოდა, რომ გამარჯვება - სულია და ჩვენში, და მხოლოდ ჩვენში უნდა დავძლიოთ და გავანადგუროთ იალდავაოფი“.

ბევრმა არ იცის, რომ აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი, მსოფლიოში, თავისი მელოდიურობით ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკოს“ სიუჟეტი ითვალისწინებს სამ მეტაფორას (სამი — ღვთიური ციფრია) — ღმერთის სამ ჰიპოსტასს: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა (სულიკო). ეშმაკის პროტოტიპი აქ არის ეკალი.

ალბათ ასევე სიმბოლურია შავი ყორანი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ პერსონაჟია; მაგრამ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარში — „ყინულის დედოფალი“, იგივე შავი ყორანი არის კეთილი მეგობარი, რომელიც გოგონა „ჰერდას“ ასწავლის გზას — ბიჭუნა „კაის“ მოსაძებნად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]