ქიმიური ფიზიკა
იერსახე
ქიმიური ფიზიკა — მეცნიერული დისციპლინა, ესაზღვრება ქიმიას და ფიზიკას. გერმანელი მეცნიერის ბოდენშტაინის მიერ არაგანშტოებული ჯაჭვური რეაქციების აღმოჩენის შემდეგ (1913 წელს) დაიწყო ქიმიური კინეტიკის განვითარება. აღმოაჩინეს და შეისწავლეს ქიმიური რეაქციები, რომლებიც განშტოებული ჯაჭვური გზით მიმდინარეობს, ჩამოყალიბდა წვისა და აფეთქების თეორეა.
ტერმინი ქიმიური ფიზიკა მეცნიერებაში შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა ა. ოიკენმა.
ქიმიური ფიზიკის განვითარების თანამედროვე ეტაპი ხასიათდება მრავალი მეტად ეფექტიანი ფიზიკური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც მდიდარ ინფორმაციას გვაწვდიან ატომებისა და მოლეკულების სტრუქტურისა და ქიმიური რეაქციების მექანიზმის შესახებ.
თანამედროვე ფიზიკურ ქიმიასა და ქიმიურ ფიზიკას შორის მკვეთრი ზღვრის გავლება არ შეიძლება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 534.
|