ფესვები (ფილმი)
„ფესვები“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | გუგული მგელაძე |
რეჟისორი | გუგული მგელაძე |
სცენარის ავტორი | სულიკო ჟღენტი |
ნაწარმოები | „მიწის ყივილი“, მიხეილ ჯავახიშვილი |
როლებში | |
კომპოზიტორი | ალექსანდრე რაქვიაშვილი |
ხმის ოპერატორი | დიმიტრი გედევანიშვილი |
ოპერატორი | აბესალომ მაისურაძე |
მონტაჟი | გულნარა ომიაძე |
მხატვარი | |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1987 |
ხანგრძლივობა | 86 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
„ფესვები“ — ქართული მხატვრული ფილმი, გამოშვებული „ქართული ფილმის“ მიერ 1987 წელს. გადაღება დაიწყო 1985 წლის იანვარში და დამთავრდა 1987 წლის სექტემბერში. ფილმი წარმოადგენს ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის 1928 წლის მოთხრობის, „მიწის ყივილის“ კინოეკრანიზაციას.
სცენარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი განუწყვეტელი ნოსტალგიით აღსავსე ვრცელი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი (მსახ. დოდო აბაშიძე) საშოვარზე მიემგზავრება საფრანგეთში, თუმცაღა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო, სამუდამოდ რჩება საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ის საქართველოში დაბრუნების იმედს არ კარგავს. იგი ქმნის ოჯახს, ცოლად მოყავს ფრანგი გოგონა მადლენი. მისი შვილები ქართულად ვერ საუბრობენ. ორიდან ერთ-ერთი ტარიელი პარტიზანულ-დივერსიული ოპერაციის დროს იღუპება.
ერთ დღესაც იგი ხვდება ძველ ქართველ მეგობარს — მევიოლინეს რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ საფრანგეთში გაიცნო, რომელიც დანანებით ეუბნება რომ ისინი მოწყდნენ თავიანთ ფესვებს და რიტორიკულად ეკითხება „შენი შვილები ლაპარაკობენ ქართულად“? აღნიშნულმა მწარე რეალობამ უბიძგა ფილმის მთავარ გმირს, შვილიშვილისათვის ესწავლებინა ქართული ენა, კულტურა, ისტორია და ადათ-წესები. სიკვდილის წინ იგი ეუბნება შვილიშვილს: „გახსოვდეს, ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან. შენი ფესვები იქ არის — საქართველოში“.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება გზად პარიზიდან საქართველომდე. შვილიშვილს მოაქვს ბაბუას ფერფლი და უყვება აღნიშნულ ისტორიას თანამგზავრს. ფილმის კულმინაცია შემდეგში მდგომარეობს: მაშინ როცა უკვე 60-ზე მეტი წელია ბაბუას საქართველოდან გამგზავრებიდან გასული და შვილიშვილს არც კი ჰგონია თუ ვინმეს ახსოვს მისი პაპა, თავსხმა წვიმაში მატარებლის სადგურზე მთელი სოფელია შეკრებილი და ელოდება მას.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოსებ ჯაჭვლიანი – გიორგი დასაწყისში
- დოდო აბაშიძე – გიორგი ბოლოს
- ია ფარულავა – მადლენი დასაწყისში
- ლორანს რაგონი – მადლენი ბოლოს
- ლევან აბაშიძე – გიორგის შვილიშვილი
- ალექსანდრე მეძმარიაშვილი
- ნუგზარ ყურაშვილი
- გიორგი გეგეჭკორი – ჯანდიერი
- გიორგი ჯიბლაძე
- მალხაზ გორგილაძე