შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე რაქვიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე რაქვიაშვილი (დ. 1 აგვისტო, 1943, ბალეი, რუსეთის სფსრ, სსრკ) — ქართველი კომპოზიტორი.

ალექსანდრე რაქვიაშვილმა 1969 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1969–1972 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელად; 1973–1974 წლებში იყო ექსპერიმენტული თეატრ–სტუდია „მეტეხის“ მუსიკალური ხელმძღვანელი, 1973–1977 წლებში თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი; 1977–1980 წლებში იყო ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის წითელდროშოვანი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1980 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მუსიკალური რედაქტორი; მისი შემოქმედება ძირითადად შემოიფარგლება საესტრადო მუსიკით; დაწერილი აქვს: კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები – რონდო სიმებიანი ორკესტრისათვის (1963), სიუიტა სიმებიანი ორკესტრისათვის შ. რუსთაველის მიხედვით (1964), ოთხი პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის (1965), სონატა ფორტეპიანოსათვის (1966), ორი მინიატურა ნონეტისათვის (1967), ვარიაციები ხალხურ თემაზე ფორტეპიანოსათვის (1973); კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები – ორი რომანსი (1968), 12 საბავშვო სიმღერა (1970); საგუნდო ნაწარმოებები; საესტრადო ნაწარმოებები – სიუიტა საესტრადო ორკესტრისათვის (1972), საესტრადო საორკესტრო პიესები „მგზავრული“, „დღესასწაული სოფლად“, „ექო მთებში“, სიმღერები; მუსიკა დრამატული სპექტაკლების, მუსიკალური თეატრის, ბალეტი „პიგმალიონი“, 1973, ოპერეტა „სხვისი შვილების მამა“), კინოფილმების, რუსული და ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრების სპექტაკლების და ანიმაციური ფილმებისათვის. 1971 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

  • საქართველოს კომპოზიტორები: მეორე გამოცემა, გვ. 187, თბ., 1973;
  • საქართველოს კომპოზიტორები და მუსიკისმცოდნეები, გვ. 314, თბ., 1984.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]