შინაარსზე გადასვლა

სულიკო ჟღენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულიკო ჟღენტი

სულიკო ჟღენტის ძეგლი ბათუმში
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1925
სამება
გარდაცვალების თარიღი 3 თებერვალი, 2000 (74 წლის)
დაკრძალულია დიდუბის პანთეონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
განათლება საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი
პროფესია კინოდრამატურგი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი ლენინური პრემია
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967)

სულიკო ილიას ძე ჟღენტი (დ. 22 ივნისი, 1925, სამება — გ. 3 თებერვალი, 2000) — ქართველი საბჭოთა კინოდრამატურგი; საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967); ღირსების ორდენის კავალერი (1995).

სულიკო ჟღენტი დაიბადა 1925 წლის 22 ივნისს ჩოხატაური მუნიციპალიტეტის, ამაღლების თემის, სოფელ სამებაში. 1942-1943 წლებში იბრძოდა დიდ სამამულო ომში, სადაც რამდენჯერმე დაიჭრა. ფრონტიდან დაბრუნებული ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბათუმში.

1949-1954 წლებში სწავლობდა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტზე (ევგენი გაბრილოვიჩის და ილია ვაისფელდის სახელოსნოში).

სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო ქართული ლიტერატურის მასწავლებლად მახინჯაურის სკოლაში. აქვეყნებდა სტატიებს და მოთხრობებს ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში. თანამშრომლობდა „საბჭოთა აჭარის“ რედაქციასთან. მისი ავტორობით 1962 წელს გამოიცა მოთხრობების კრებული „კიდევაც დაიზრდებიან“ (გამომც. „საბჭოთა აჭარა“).

1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში რედაქტორად და სცენარისტად. 1971 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სცენარისტი და რედაქტორი.

სულიკო ჟღენტი გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თბილისსა და ბათუმში მდებარე ქუჩებს 2001-2002 წლებში მიენიჭა სულიკო ჟღენტის სახელი. ბათუმის ბულვარში დგას სულიკო ჟღენტის ძეგლი-ბიუსტი (მოქანდაკე — ირაკლი ოჩიაური, არქიტექტორი — ირაკლი მასხარაშვილი)

სულიკო ჟღენტის ქალიშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და კინოდოკუმენტალისტმა ოლიკო ჟღენტმა, 2020 წელს აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლობით მამამისის შესახებ გადაიღო დოკუმენტური ფილიმი — „ავტორი და მისი გმირი“.

სცენარის ავტორია ფილმებისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და წოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერსონალური ბიბლიოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ზღვისპირეთის საღამოები : [მოთხრობები]. – ბათუმი: [აჭარის ასსრ] სახელგამი, 1958. – 228 გვ.
  • მშობლიურო ჩემო მიწავ! / სულიკო ჟღენტი // ქართული კინოსცენარი: კრებული. – თბილისი : მერანი, 1988. – 257 გვ.
  • მარგინალიები ძველი და ახალი რვეულებიდან: კინოსცენარები, რეცენზიები, წერილები... / [რედ.: რამაზ სურმანიძე]. – ბათუმი: აჭარა, 2001.
  • Судьба солдата, сценариста... : [очерки, киносценарии] / Составители Кетеван и Ольга Жгенти ; Вступительная статья Людмила Швецова. – Москва : Армпресс, 2010. – 402 с.
  • როგორ შერჩები მარადისობას... / პროექტის ავტორი და შემდგენელი ოლიკო ჟღენტი; რედაქტორი მარინა კერესელიძე; მთარგმნელ-რედაქტორი ირაკლი ლომოური; დიზაინი ზურაბ ნაცვლიშვილი. – თბილისი, 2015. – 560 გვ.
  • ფიქრები დონ კიხოტ ლამანჩელზე = Thoughts about Don Quixote De La Mancha // კულტურა პლუს = Culture plus : საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი ჟურნალი. – თბილისი, 2020. – N 2 (20). – გვ. 34-43.

მასალები სულიკო ჟღენტისა და მისი შემოქმედების შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • დონ კიხოტის კვალდაკვალ (სულიკო ჟღენტი) // მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე / რეზო კვესელავა. – თბილისი: საგა, 2008.
  • ვილაპარაკოთ კინოზე : ინტერვიუ / სულიკო ჟღენტი; ესაუბრა დალი ჩიკვაიძე // ქართული ფილმი. – თბილისი, 1996. – N 31 (21 ნოემბერი). – გვ.7.
  • მახათაძე, მ. მთის მწვანე ფერდობი : [ახალი ქართული მხატვრული ფილმი, რეჟ. სულიკო ჟღენტი] // ახალი ფილმები. – თბილისი, 1982. N9-10. – გვ.1.
  • ოჩიაური, ლელა. სულიკო ჟღენტი – კაცი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობდა // რეზონანსი. 2001. – N 124 (11 მაისი). – გვ.8.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]