ტომას-ფრიასის პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
ტომას-ფრიასის პროვინცია Provincia de Tomás Frías | |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 19°26′00″ ს. გ. 65°56′00″ დ. გ. / 19.43333° ს. გ. 65.93333° დ. გ. |
ფართობი | 3 420 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
მოსახლეობა | 176 922 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 51,7 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
ტომას-ფრიასის პროვინცია (ესპ. Provincia de Tomás Frías) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქია პოტოსი, რომელიც ამავე დროს დეპარტამენტის დედაქალაქიცაა. სახელი ეწოდა ბოლივიის პრეზიდენტის — ტომას ფრიას ამეტლერის პატივსაცემად.
ტომას-ფრიასი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტი, სამხრეთ-დასავლეთით — ორუროს დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულია 115 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 3 420 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 167 111 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 176 922-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 20 %-იან ზრდას. დედაქალაქ პოტოსში 132 966 ადამიანი სახლობს.
- 84.5 % ლაპარაკობს ესპანურად, 75.5 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 28 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 21 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 8 % მაღაროებში, 10 % მრეწველობაში, 61 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 92 % კათოლიკეა, 5 % პროტესტანტი.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუასა და აიმარას შთამომავლები არიან.
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება ოთხი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]19°23′23″ ს. გ. 65°54′34″ დ. გ. / 19.38972° ს. გ. 65.90944° დ. გ.