ანტონიო-კიხაროს პროვინცია
იერსახე
| პროვინცია | |
|---|---|
|
ანტონიო-კიხაროს პროვინცია Provincia de Antonio Quijarro | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Uyuni |
| კოორდინატები | 20°06′00″ ს. გ. 66°30′00″ დ. გ. / 20.10000° ს. გ. 66.50000° დ. გ. |
| ფართობი | 17 449 კმ² |
| სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
| მოსახლეობა | 37 428 კაცი (2001) |
| სიმჭიდროვე | 2,1 კაცი/კმ² |
| ეროვნული შემადგენლობა | კეჩუა, აიმარა |
| სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
|
| |
ანტონიო-კიხაროს პროვინცია (ესპ. Provincia de Antonio Quijarro) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ცენტრალურ ნაწილში, სალარ-დე-უიუნის ტბასთან. დედაქალაქია უიუნი.
ანტონიო-კიხარო ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 225 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 180 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 17 449 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 37 384 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 37 428-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 0.1 %-იან ზრდას.
- 87 % ლაპარაკობს ესპანურად, 74 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 53 %-ს არ აქვს ელექტროენერგია (1992).
- 50 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 8 % მაღაროებში, 5 % მრეწველობაში, 37 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 86 % კათოლიკეა, 11 % პროტესტანტი.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუასა და აიმარას შთამომავლები არიან.
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Population data (Spanish) დაარქივებული 2007-02-22 საიტზე Wayback Machine.
20°10′ ს. გ. 66°30′ დ. გ. / 20.167° ს. გ. 66.500° დ. გ.
