ჩარკასის პროვინცია
იერსახე
პროვინცია | |
---|---|
ჩარკასის პროვინცია Provincia de Charcas | |
ქვეყანა | ბოლივია |
ადმ. ცენტრი | San Pedro de Buena Vista |
კოორდინატები | 18°17′00″ ს. გ. 65°53′00″ დ. გ. / 18.28333° ს. გ. 65.88333° დ. გ. |
ფართობი | 3 382 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, კეჩუა |
მოსახლეობა | 38 174 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 11,3 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
ჩარკასის პროვინცია (ესპ. Provincia de Charcas) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქია სან-პედრო-დე-ბუენა-ვისტა.
ჩარკასი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 100 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 125 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 3 382 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 31 233 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 38 174-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 22,3%-იან ზრდას.
- 34 % ლაპარაკობს ესპანურად, 98% კეჩუაზე.
- მოსახლეობის 99.8 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 72 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 0.5 % მაღაროებში, 12.2 % მრეწველობაში, 15.3 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 93% კათოლიკეა, 6% პროტესტანტი.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუასა და აიმარას შთამომავლები არიან.
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]18°16′ ს. გ. 65°50′ დ. გ. / 18.267° ს. გ. 65.833° დ. გ.