ენრიკე-ბალდივიესოს პროვინცია
იერსახე
პროვინცია | |
---|---|
ენრიკე-ბალდივიესოს პროვინცია Provincia de Enrique Baldivieso | |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 21°28′00″ ს. გ. 67°28′00″ დ. გ. / 21.46667° ს. გ. 67.46667° დ. გ. |
ფართობი | 2 254 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, კეჩუა |
მოსახლეობა | 1 640 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 0,7 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
ენრიკე-ბალდივიესოს პროვინცია (ესპ. Provincia de Enrique Baldivieso) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. სახელი ეწოდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის — ენრიკე ბალდივიესოს პატივსაცემად. დედაქალაქია სან-აგუსტინი, რომელიც მდინარე ტურუნჩის ნაპირებზეა გაშენებული.
ენრიკე-ბალდივიესო ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება კოჩაბამბის დეპარტამენტი, სამხრეთ-დასავლეთით — ორუროს დეპარტამენტი. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 120 კმ-ზე, საშუალო სიგანე 35 კმ-ია, ხოლო მთლიანი ფართობი 2 254 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 1 313 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 1 640-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 25 %-იან ზრდას.
- 86 % ლაპარაკობს ესპანურად, 96 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 99.7 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 72 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 28 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 95 % კათოლიკეა, 2 % პროტესტანტი.
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტისაგან, რომელიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- San Agustín Municipality (= Enrique Baldivieso Province): population data and map დაარქივებული 2012-04-01 საიტზე Wayback Machine.
- Population data (Spanish) დაარქივებული 2007-02-22 საიტზე Wayback Machine.
21°09′00″S 67°40′01″W / 21.150° ს. გ. 67.667° დ. გ.