ნორ-ჩიჩასის პროვინცია
იერსახე
პროვინცია | |
---|---|
ნორ-ჩიჩასის პროვინცია Provincia de Nor Chichas | |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 20°42′00″ ს. გ. 65°40′00″ დ. გ. / 20.70000° ს. გ. 65.66667° დ. გ. |
ფართობი | 8 205 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, კეჩუა |
მოსახლეობა | 35 323 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 4,3 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
ნორ-ჩიჩასის პროვინცია (ესპ. Provincia de Nor Chichas) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია კოტაგაიტა.
ნორ-ჩიჩასი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. აღმოსავლეთით ესაზღვრება ჩუკისაკის დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 140 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 120 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 8 205 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 38 250 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 35 323-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 17 %-იან კლებას.
- 69 % ლაპარაკობს ესპანურად, 99.5 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 92 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 73 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 4.5 % მაღაროებში, 4 % მრეწველობაში, 18.5 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 79 % კათოლიკეა, 17 % პროტესტანტი.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუას შთამომავლები არიან.
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Population data (Spanish) დაარქივებული 2009-10-27 საიტზე Wayback Machine.
20°34′ ს. გ. 65°45′ დ. გ. / 20.567° ს. გ. 65.750° დ. გ.