დანიელ-კამპოსის პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
დანიელ-კამპოსის პროვინცია Provincia de Daniel Campos | |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 20°11′00″ ს. გ. 67°48′00″ დ. გ. / 20.18333° ს. გ. 67.80000° დ. გ. |
ფართობი | 10 347 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა |
მოსახლეობა | 5 067 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 0.5 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
დანიელ-კამპოსის პროვინცია (ესპ. Provincia de Daniel Campos) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ამ მხარეში დაბადებული პოეტის — დანიელ კამპოსის პატივსაცემად. დედაქალაქია ლიიკა.
დანიელ-კამპოსი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტი, დასავლეთით — ჩილე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 180 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 240 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 10 347 კმ²-ს შეადგენს.
პროვინცია მდებარეობს მარილიან პლატოზე, სამხრეთ ალტიპლანოში. მისი ტერიტორიის 65 %-ზე მეტი სალარ-დე-უიუნის უჭირავს. კლიმატი მშრალია, ნალექების 200 მმ საშუალო წლიური მაჩვენებლით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 4 630 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 5 067-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 9.4 %-იან ზრდას.
- 80% ლაპარაკობს ესპანურად, 59% აიმარაზე.
- მოსახლეობის 87 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 73% დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 3% მაღაროებში, 2% მრეწველობაში, 22% მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 87% კათოლიკეა, 8% პროტესტანტი.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აიმარას შთამომავლები არიან.
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Population data (Spanish) დაარქივებული 2009-10-27 საიტზე Wayback Machine. [მკვდარი ბმული]
20°07′ ს. გ. 67°48′ დ. გ. / 20.117° ს. გ. 67.800° დ. გ.