სქელი ბილწა სოკო
სქელი ბილწა სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Amanita excelsa (Fr.) Bertill., 1866 | |||||||||||||||
|
სქელი ბილწა სოკო (ლათ. Amanita excelsa) — ამანიტას გვარის სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა.[1] გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპას, აზიასა და ავსტრალიას. იზრდება წიწვოვან, იაშვიათად ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა აერიოს მისივე გვარის შხამიან სოკოებში, მაგალითად, როგორიცაა თავჭედილა.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1821 წელს როგორც Agaricus excelsus. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ფრანგმა სტატისტიკოსმა და მიკოლოგმა ლუი ადოლფ ბერტილონიმ 1866 წელს.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 6-10 (15) სმ, ნახევარსფეროსებრი, შემდეგ გაშლილი, ბოჭკოვანი კიდეებით. ნესტიან ამინდში ლორწოვანია, მშრალ ამინდში — აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანი, მონაცრისფრო ან მურა, ცენტრში უფრო მუქი. ნორჩობაში დაფარულია კერძო საბურველით, შემდეგ რჩება წვრილი რუხი ქერცლისებრი ნაფლეთების სახით, რომელიც ადვილად სცილდება.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, სუსტად შეზრდილი ფეხთან, თეთრი ფერის.
ფეხის სიგრძე — 5-12 (15) სმ, სიგანე — 1,5-2 (3) სმ, ცილინდრული, ძირში ბოლქვისებურად გასქელებული. თეთრი ან ნაცრისფერი. ახასიათებს თეთრი ზოლიანი საყელო. ზედაპირი საყელოს ქვემოთ ქერცლოვანია, ძირში განვითარებული აქვს ნაცრისფერი ფიფქოვანი ვოლვა.[2]
რბილობი — თეთრი, განსაკუთრებული სუნის გარეშე. ნორჩობაში ახასიათებს ანისის სუსტი სუნი, გადაბერებულ ეგზემპლარებს — ბოლოკის სუნი, ზოგჯერ ბოლოკის გემო.
სპორების მტვერი — თეთრი, სპორები — 7,5-11×5,5-8 მკმ, ელიფსისებრი, ამილოიდური.
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ავსტრალიას. აგრეთვე გვხვდება ახალ ზელანდიაში.[3]
იზრდება ჯგუფებად[4] წიწვოვან, იაშვიათად ფოთლოვან ტყეებში, ასევე პარკებში. მიკორიზას ქმნის სოჭთან, ნაძვთან, ფიჭვთან, წიფელთან და მუხასთან.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
კვებითი ღირებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაბალი ხარისხის საჭმელ სოკოდ ითვლება. შესაძლოა შეიცავდეს ჰემოლიზინებს — ნივთიერებები, რომლებიც შლიან ერითროციტებს. ამიტომაც მოხმარებამდე აუცილებელია სოკოს თერმულად დამუშავება, რათა არ გამოიწვიოს მოწამვლა.[5]
ზოგიერთი სახელმძღვანელო გამოუცდელ მესოკოვეებს ურჩევს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც მეტად წააგავს მისივე გვარის რამდენიმე შხამიან წარმომადგენელს,[6] მაგალითად, როგორიცაა თავჭედილა.
სამეცნიერო სინონიმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Agaricus cariosus (Fr.) Fr., 1874
- Agaricus cinereus J.Otto, 1816
- Agaricus excelsus Fr., 1821basionym
- Agaricus excelsus var. cariosus Fr., 1838
- Agaricus spissus Fr., 1838
- Agaricus validus Fr., 1838, nom. illeg.
- Amanita ampla Pers., 1801
- Amanita cariosa (Fr.) Quél., 1880
- Amanita excelsa var. spissa (Fr.) Neville & Poumarat, 2004
- Amanita excelsa var. valida (Bertill.) Wasser, 1992
- Amanita raphaniodora Ferry, 1890
- Amanita solida Ferry, 1890
- Amanita spissa (Fr.) Bertill., 1866
- Amanita spissa f. raphaniodora (Ferry) E.-J.Gilbert, 1918
- Amanita spissa var. ampla (Pers.) Veselý, 1933
- Amanita spissa var. cariosa (Fr.) Veselý, 1933
- Amanita spissa var. cinerea Gillet!, 1884, nom. superfl.
- Amanita spissa var. excelsa (Fr.) Dörfelt & I.L.Roth, 1982
- Amanita spissa var. valida (Bertill.) E.-J.Gilbert, 1918
- Amanita valida (Fr. ex) Bertill., 1866
- Amplariella valida (Bertill.) A.G.Parrot, 1960
- Fungus viscidus Paulet, 1793
- Hypophyllum maculatum Paulet, 1808
- Venenarius excelsus (Fr.) Murrill, 1948
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Гапиенко О. С., Шапорова Я. А. (2012). Флора Беларуси. Минск: Беларуская навука, გვ. 84. ISBN 978-985-08-1482-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სქელი ბილწა სოკო“ ვიკისაწყობში.
- სქელი ბილწა სოკო MycoBank-ზე (ინგლისური)
- სქელი ბილწა სოკო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bisby F.A., Roskov Y.R., Orrell T.M., Nicolson D., Paglinawan L.E., Bailly N., Kirk P.M., Bourgoin T., Baillargeon G., Ouvrard D. (red.) (2011). Species 2000 & ITIS Catalogue of Life: 2011 Annual Checklist.. Species 2000: Reading, UK.. წაკითხვის თარიღი 24 სექტემბერი, 2012.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 141, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2016-01-10.
- ↑ Albert Pilát, Otto Ušák (1977). Mały atlas grzybów. Warszawa: PWRiL.
- ↑ Jürgen Guthmann, Christoph Hahn, Rainer Raichel: Taschenlexikon der Pilze Deutschlands. Quelle & Meyer, Wiebelsheim. 2011. Seite 40. ISBN 978-3-494-01449-4.
- ↑ Till R. Lohmeyer, Ute Kũnkele: Grzyby. Rozpoznawanie i zbieranie. Warszawa: 2006. ISBN 978-1-40547-937-0.