ერისმთავარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 141: ხაზი 141:


==იხილეთ აგრეთვე==
==იხილეთ აგრეთვე==
[[ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულება]]
[[ქართლის საერისმთავრო]]
[[ქართლის საერისმთავრო]]



18:15, 13 მარტი 2020-ის ვერსია

ერისმთავარი, ერისთავი, ერისთავთა მთავარი, მთავარი, ერისთავთერისთავთა უფალი — VI—IX საუკუნეებში ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს მეთაურის აღმნიშვნელი ტერმინი ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში.

ირანელების მიერ ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების (523) შემდეგ თანდათანობით გაძლიერდნენ აზნაურები, რომლებმაც VI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში სახელმწიფოს სათავეში დააყენეს გუარამი — ქართლის ფეოდალური სამეფოს პირველი ერისმთავარი.

ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება არსებითად განსხვავდებოდა ადრინდელი ქართლის მეფის შეუზღუდავი ხელისუფლებისაგან. ერისმთავარი იყო ტიპური ფეოდალური სახელმწიფოს მეთაური — პირველი თანასწორთა შორის. მისი ხელქვეითი ერისთავები, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ ბიზანტიისა და ირანის დამპყრობლები, ფაქტობრივად ნახევრად დამოუკიდებელი ხეკისუფლები იყვნენ.

ქართლის ერისმთავრები არ იყვნენ დამოუკიდებელი სუვერენები. VI—VII საუკუნეებში ისინი სცნობდნენ ხან ბიზანტიის კეისრის, ხან ირანის შაჰის უზენაესობას, ხოლო VII—VIII საუკუნეებში — არაბთა ხალიფის ბატონობას, ყოველთვის, როდესაც საამისოდ ხელსაყრელი ვითარება იქმნებოდა ერისმთავრები ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მოპოვებას.

არაბთა ბატონობის ხანაში ერისმთავრების ხელისუფლება დაკნინდა. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა საქართველოში მურვან ყრუს ლაშქრობის (VIII საუკუნის 30-იანი წლები) შემდეგ, როდესაც დამპყრობლებმა თბილისში არაბი ამირა დასვეს და ერისმთავარს დაუპირისპირდა, ქართლის ერისმთავრებს არაერთხელ მოუწყვიათ აჯანყება არაბთა წინააღმდეგ. ქართლის ზოგიერთი ერისმთავრის ხელისუფლება ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოზეც.

ერისმთავართა დინასტიურ კუთვნილებაზე წყაროებში ორი განსხვავებული ცნობა გვაქვს: ჯუანშერის ცნობით, პირველი ერისმთავარი გუარამი იყო ქართლის მეფეთა ნათესავი — ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი ქალის ხაზით; სუმბატ დავითის ძის ცნობით კი, გუარამი იყო დედით ხოსროიანი, ე. ი. ქართლის მეფეთა შთამომავალი, ხოლო მამით — ბაგრატიონი. ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი იყო აშოტ ადარნასეს ძე. იგი აჯანყდა, გაექცა არაბებს, დაემკვიდრა ბიზანტიის მფარველობით კლარჯეთში და იქ შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო, რომლის მეთაური 888-იდან იწოდებოდა ქართველთა მეფედ.

ქართლის ერისმთავარნი

  • გუარამი (კურაპალატი) — VI საუკუნის ბოლოს, VII საუკუნის 1-ელ მეოთხედში მან დაიწყო და დაასრულა მცხეთის ჯვრის მშენებლობა, აგრეთვე საფუძველი ჩაუყარა ტფილისისა და სიონის მშენებლობას, რომელიც დაასრულა ადარნასე ბაკურის ძემ 626 წელს. გუარამი გახდება მთავარი გმირი შემდგომში ფართოდ გავრცელებული ლეგენდისა, ბიბლიური დავითისა და სოლომონისაგან ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომავლობის შესახებ: დავით-სოლომონის ღვთისთესლიერი ნაკადიდან შვიდი ძმის მოსვლა, ამათგან სამი სომხეთში დარჩა „სომეხ ბაგრატუნიანთა“ შტოდ, ხოლო ოთხი საქართველოში მოვიდა „ქართველ ბაგრატოვანთა“ მამამთავრებად. სწორედ ამ ოთხი ძმათაგან იყო გუარამი, ქართლის პირველი ერისმთავარი და ქართველ ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი.
  • სტეფანოზ I გუარამის ძე, ქართლის ერისმთავარი მამამისის შემდგომ, VII საუკუნის 1-ელ მეოთხედში. 626 წელს ქართლს შემოესივნენ ბიზანტიელები, ჰერაკლე კეისარის სარდლობით და ხაზარები ჯიბღუ ხაკანის წინამძღოლობით. ტფილისის კედლებთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში სტეფანოზი გმირული სიკვდილით დაეცა. მომდევნო წელს ხაზარებმა აიკლეს და აიღეს ტფილისი.
  • ადარნასე ბაკურის ძე, ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ I-ის შემდეგ, 626 წლიდან. მან დაასრულა მცხეთის ჯვრისა და ტფილისის სიონის ტაძართა მშენებლობა.
  • სტეფანოზ II ადარნასეს ძე — VII საუკუნის 40-50-იანი - 80-90-იან წლებში.
  • ნერსე I — VII საუკუნის 80-90-იანი და VIII საუკუნის 30-40-იანი წლები.
  • სტეფანოზ III — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის 30-40-იანი წლები - იმეფა მცირე ხანს.
  • მირი — სტეფანოზ III-ის უფროსი ძე. გარდაიცვალა არაბებთან ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად.
  • არჩილი — მირის ძმა და სტეფანოზ III-ის შვილი. იგი არაბებთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზას დაადგა. არაბთა სარდალმა ასიმმა მოლაპარაკების დროს ქრისტიანული სარწმუნოების შცვლა სთხოვა მაჰმადიანური სარწმუნოებით, არჩილისგან უარის მიღების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს VIII საუკუნის 60-იან წლებში. ის ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 4 ივლისი.
  • ჯუანშერი — არჩილის უმცროსი ძე, - არჩილის სიკვდილით დასჯის შემდეგ მისმა შვილებმა იოვანემ და ჯუანშერმა საქართველო გაიყვეს. დასავლეთ საქართველო (იოვანე) და აღმოსავლეთ საქართველო (ჯუანშერი).
  • ნერსე II — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის 70-იან წლებში.
  • სტეფანოზ IV გურგენის ძე, ნერსე II-ის დისწული და ადარნასე ბაგრატიონის შვილიშვილი, ქართლის ერისმთავარი. მის დროს 785 წლის 21 იანვარს არაბებმა აწამეს აბო ტფილელი.[1]

ისტორია

და ესე შვიდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისანი[4]), მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქელ დედოფლისა, და მისგან ნათელ იღეს, და დაშთეს იგინი ქვეყანათა სომხითისათა, და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს[5]). და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს. ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ[6]), განაჩინეს ერისთავად. და [7]) ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის[8]) გუარამისანი[9]. ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს, და სხვანი ორნი იგი ძმა[10]) ამათნი, სახელით ასამ და ვარზვარად[11]), წარვიდეს კამბეჩანს[12]) და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი, და დაიპყრეს კამბეჩანი[13]), და დასხდეს იგინი მუნ ცხორებად ხორნაბუჯს, და ამ ჟამამდე[14]) შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა. ხოლო ვინათგან მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათამდე, არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა[15]) ბოროტთა საქმეთა მათგან.

მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი იყო სვიმონ-პეტრე, და მცხეთა აღთხელდებოდა, და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ[16]) განდიდდებოდა, სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სავანეთს[17]), ასპორანგს[18]). მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გურამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ოსამს[19]) და ვარზავარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესე[20]) წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა (მონათანი?) რაქაელ დედოფალმან ძმანი[21]) ჰურიანი, ტყვეობით მოსრულნი, ქვეყანით ფილისტიმით, და ნათელ იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა, რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი, რამეთუ ერთსა სახელ სდვა[22]) მოშალე[23]), და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა[24]), ერთსა აბგავარ, ერთი შემოიყუანა სიძედ, და ორნი მათგანნი ამზახა სომხითის მეფეთა[25]).

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ, და გუარამ განაჩინეს ერისთავად, და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურატპალატობა, და ამან დადვა საფუძველი ჯვარისა ეკკლესიასა, რომელ არს მცხეთას[26]).

ხოლო სამი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს, და საჰაკ დაემზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა[27]), და[28]) ოსამ (უსამ) [და] ვარზავარად[29]) წარვიდეს კაბეჩოანს[30]). და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი სამოელ, და ამის-ზე ტფილისისა მკვიდრთა ეკკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა და ნახევარსა ერთი ვინმე დედაკაცი[31]), და კათალიკოზი იყო მცხეთას ბართლომე[32]).

იხილეთ აგრეთვე

ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულება ქართლის საერისმთავრო

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • აბრამიშვილი გ., სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977;
  • ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1969;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1960;
  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 4, გვ. 195, თბ., 1979

სქოლიო

  1. მსოფლიოს სამეფო დინასტიები, გენეალოგიური ცხრილები: ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ქრონოლოგიური ცხრილები, ქართლის ერისმთავარნი. გვერდები: 16, 17. ავტორი შემდგენელი სოლომონ თეზელიშვილი, მხატვარი ავთანდილ პოპიაშვილი. საქართველოს ინდექსი 63.3 93/99 მ. 908. ISBN 99928 VERLAGSNR: 28 99928-28-00-5. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“. თბილისი, 1998.
  2. სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა) გამოცემული ვრცელის წინა-სიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი, სტ. კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა, 1890. გვერდები: 41, 42, 43.
  3. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდები: 57, 58.
  4. ქ. ცხ.: სოლომონისნი
  5. . ვარ.: სომხეთს
  6. თ. ვარ.: გურამ
  7. თ. ვარ. აქ უმატებს: ესე არს ერისთავი ქართლისა და მამაჲ ბაგრატიონთა.
  8. თ. ვ-ში: ეს სიტყვა არ არის
  9. თ. ვარ.: გუარამისნი.
  10. თ. ვარ. ძმანი
  11. თ. ვარ.: ვარზავარდ.
  12. თ. ვარ.: კამბეჩიანს.
  13. თ. ვარ.: კამბეჩიანი.
  14. თ. ვარ.: ამა ჟამამდე.
  15. თ. ვარ.-ს აკლია „ვიდრე“-დგან დაწყებული აქამომდე.
  16. თ. ვარ. კალა.
  17. თ. ვარ.: სივნეთს
  18. თ. ვარ.: ასპურაგანს. ამას შემდეგ თ. ვარ. უმატებს: „მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ“.
  19. თ. ვარ.: ასამს.
  20. თ. ვარ.: ესენი.
  21. თ. ვარ.: უმატებს აქ: შჳლნი.
  22. თ. ვარ.: სახელი ედვა.
  23. თ. ვარ.: მუშელ.
  24. თ. ვარ.: ბაგრატიონთა
  25. თ. ვარ.: ამზახნა სომეხთ მეფეთა.
  26. ეს ფრაზა „და ამან“-დგან დაწყებული არ არის . ვარ-ში.
  27. თ. ვარ.: ნერსესისა.
  28. თ. ვარ.: ხოლო.
  29. თ. ვარ.: ასამ და ვარაზვარდ.
  30. თ. ვარ.: კამბეჩიანს.
  31. თ. ვარ.: აქ უმატებს: „და ამანვე კურატპალატამანცა განაახლა საფუძველი ტფილისის სიონისა, რამეთუ ნათესავნი მირიან მეფისა მორწმუნისანი ყოველნივე ეკკლესიათა მაშენებელნი იყვნეს“. აქ საჭიროდ ვრაცხთ დავსძინოთ, რომ მთელი ეს მოთხრობა „და დაშთეს იგინი“-დგან დაწყებული (ნ. გვ. 43) ვიდრე აქამომდე სრულათ არის შეტანილი თ. ვარ-ში (ნ. ქ. ცხოვრ. გვ. 162, შენ. 1). განსხვავებანი ჩვენ უკვე უჩვენეთ სხოლიებში.
  32. ეს კათალიკოზი ქ. ცხ.-ში ნაჩვენებია გუარამის ძის სტეფანოზის ერისთაობის დროს: „მოკუდა კათალიკოზი სამოელ, და ამან სტეფანოზ დასვა კათალიკოზად ბართლომე“ (ქ. ცხ.: გვ. 165).
  33. სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა) გამოცემული ვრცელის წინა-სიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი, სტ. კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა, 1890. გვერდები: 43, 44, 45, 46.