Primus inter pares

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

primus inter pares (ლათინურად ნიშნავს: „პირველი თანასწორთა შორის“[1]; მდედრობითი სქესი: prima inter pares) — სამართლებრივად თანასწორუფლებიანი წევრებისაგან შემდგარი ჯგუფის ის წევრი, რომელსაც იგივე უფლებები აქვს, რაც სხვებს, თუმცა საპატიო პირველობით აღემატება მათ. ასეთი პირველობა, როგორც წესი, წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს და არანაირად არაა დაკავშირებული პრივილეგიებთან. მეცნიერებაში ამ ტერმინით აღნიშნავენ გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს, რომელთაც სხვებისაგან პრივილეგირებული მდგომარეობა არ უჭირავთ; გადამწყვეტი აქ არის რეპუტაცია, უფრო ნაკლებად — ხარისხი და თანამდებობა.

ტერმინი primus inter pares შემოღებულ იქნა რომის იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის მიერ მისი სამართლებრივი მდგომარეობის აღსაწერად მაშინდელ რომაულ სახელმწიფო წყობილებაში (იხ. აგრეთვე პრინციპატი). ავგუსტუსს ამ ტერმინით სურდა ხაზი გაესვა მისი რესპუბლიკური დაწესებულებების მიმართ ქვემდებარეობა, თუმცა იგი დე ფაქტო შეუზღუდავი მმართველი იყო.

primus inter pares-ის ცნობილი მაგალითებია:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]