ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლეგენდა იმის შესახებ, რომ ბაგრატიონთა ქართული სამეფო დინასტია ებრაული წარმომავლობის იყო და წარმოიშვა დავითიდან, მომდინარეობს ქართულ მიწა-წყალზე ამ ოჯახის გამოჩენით, VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ბაგრატიონთა ძალაუფლების ზრდასთან ერთად ეს მტკიცებულება ოფიციალურად რეკომენდებულ პარადიგმად გადაიქცა, ფიქსირებული შუასაუკუნეების ისტორიულ ლიტერატურაში, ისეთი როგორიც XI საუკუნის სუმბატ დავითის ძის ქრონიკა, ჩამოყალიბებული დინასტიის პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძვლებზე მთელი ათასწლეულის განმავლობაში, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საქართველოში. დავითის ხაზიდან შეთავაზებულმა წარმოშობამ ბაგრატიონებს საშუალება მისცა პრეტენზია განეცხადებინათ იესო ქრისტესთან და ქალწულ მარიამთან ნათესაური კავშირის შესახებ და თავისი ლეგიტიმურობა განემტკიცებინათ დიდგვაროვანი ღვთის-ცხებულის ბიბლიური არქეტიპით[1].[2][3]

ებრაულიდან ან დავითის ხაზიდან ბაგრატიონთა წარმოშობის ლეგენდა თანამედროვე მეცნიერების მიერ ნდობით არ სარგებლობს. ოჯახის წარმოშობა სადავოა, მაგრამ გაბატონებულია მოსაზრება ისეთი ისტორიკოსების მიერ ჩამოყალიბებული, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი და კირილ თუმანოვი, იმის შესახებ, რომ ქართული დინასტია წარმოიშვა ბაგრატუნების სომხური სახლის დევნილი უფლისწულიდან.[4][5]

ლეგენდის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე დავითი უკრავს არფაზე. მინიატურა XV საუკუნის ქართული ფსალმუნების მანუსკრიპტიდან.

ლეგენდა წარმოიშვა სომხურ-ქართულ გარემოში VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ებრაული წარმოშობა პირველად მიეწერა სომეხ ბაგრატიდებს (ბაგრატუნები) ადრეული შუა საუკუნეების სომეხი ისტორიკოსის, მოვსეს ხორენაცის მიერ, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ გვთავაზობს ამ ოჯახის მეფე დავითიდან წარმომავლობის მტკიცებულებას. დაახლოებით 800 წელს ადრეული ქართველი ბაგრატიონები შემოქმედებითად მანიპულირებდნენ ამ მტკიცებულებით, რომ თვითონ წარმოდგენილიყვნენ როგორც ბიბლიური მეფის უშუალო ბიოლოგიური შთამომავლები.[6][7] მათ აშკარად არ მიიღეს მათი სომეხი ბიძაშვილების დავითური წარმომავლობა, თუმცა, სამაგიეროდ სომხებმა შემდგომში მიიღეს ქართველების სიახლე, როგორც საკუთარი.[8] პირველი სომხური წყარო, გაცნობილი ბაგრატიონთა დავითურ წარმომავლობას, არის „სომხეთის ისტორია“, შედგენილი X საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ისტორიკოსის იოანეს დრასხანაკერტცის მიერ, შემდგომში ნებაყოფლობით მცხოვრები ქართველი ბაგრატიონი მმართველის ადარნასე II-ის (გარდაიცვალა 923 წ.) კარზე.[9] ზოგადად, სომეხმა ბაგრატიდებმა მცირე ინტერესი გამოავლინეს ებრაული თეორიის და მისი დავითური განვითარება მიმართ, მათ ქართველ კოლეგებთან შედარებით.[10]

ყველაზე ადრეული შემორჩენილი ადგილობრივი წყარო ქართველ ბაგრატიონთა შესახებ, და მათი დავითური დასაბუთება ჩართულია ფსევდო-ჯუანშერის მოკლე ისტორიულ ნაშრომში, დაწერილში 800 და 813 წლებს შორის,[11] სადაც ნაამბობია ქართლში მოსვლის შესახებ, ძირითად ქართულ რეგიონში, იმ ტერიტორიაზე, სადაც 772 წელს ადარნასეა, «რომელიც იყო დავით წინასწარმეტყველის სახლიდან». წმინდა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, დაწერილი ქართველი ჰაგიოგრაფის, გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს, დამატებით მოყვანილია დავითური წარმოშობის ტრადიცია, დაცული პირველი ქართველი ბაგრატიონი მონარქის ადარნასეს ძის, აშოტ I-ის დროს, რომელსაც ბერი გრიგოლი მიმართავს როგორც „ხელმწიფეს, უწოდებს წინასწარმეტყველისა და უფლის მიერ ცხებულის, დავითის ძეს“.[12][13][14]

დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე.[15]

კონსტანტინე VII პორფიროგენეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდა საკმარისად ცნობილი გახდა, რომ აღწერილიყო ტრაქტატის 45-ე თავში იმპერიის მმართველობის შესახებ, დაწერილი დაახლოებით 950 წ. ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე VII პორფიროგენეტის მიერ, რომელიც, როგორც ჩანს, გავრცელდა კავკასიელების გავლით, რომლებიც მსახურობდნენ იმპერატორის კარზე კონსტანტინეპოლში. კონსტანტინეს მიხედვით, ქართველები ურია ხეთელის მეუღლის, ბერსაბეს მემკვიდრეებად თვლიდნენ თავს, რომელთან მეფე დავითი დაწვა და მისგან შეეძინა შვილები. შესაბამისად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ დაკავშირებულნი იყვნენ ქალწულ მარიამთან, რამდენადაც ის ასევე დავითის შთამომავალი იყო.[16][17][18]

კონსტანტინე პორფიროგენეტის მონათხრობი ადასტურებს ქართულ გავლენას, მაგრამ მისი ზოგიერთი დეტალი სხვა წყაროებში არ დასტურდება. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ისტორიკოსის, სუმბატის უფრო დახვეწილ ვერსიას, ღვთისმშობლისკენ მიმავალი გენეალოგიური ხაზის მითითებით, ვიდრე იოსებისკენ, მარიამის ქმრისკენ.[18] დაბოლოს, კონსტანტინეს გენეალოგია აღწევს ორ ძმამდე, დავითამდე და სპანტიატისამდე, რომლებმაც ორაკულის რჩევით დატოვეს იერუსალიმი და დასახლდნენ სპარსეთის საზღვრებთან, სადაც მათ დააარსეს თავიანთი სამეფო იბერიაში (ე. ი. ქართლის სამეფო) და გაზარდეს საკუთარი ძალაუფლება იმპერატორის, ჰერაკლეს დახმარებით. სპანდიატისი იყო უშვილო, მაგრამ დავითს ჰყავდა ძე, პანკრატიოსი, რომელსაც, თავის მხრივ, ჰყავდა ძე ასოტიოსი, რომლის ძე ადარნასე შეიქნა კუროპალატი იმპერატორის, ლეონის, კონსტანტინეს მამის, მიერ.[19]

სუმბატის ქრონიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველი ბაგრატიონების მხრიდან დავითური განაცხადის შესახებ ყველაზე სრული გამოხატულება ჰპოვა XI საუკუნის ქართულ ლიტერატურაში შენარჩუნებულმა სუმბატ დავითის ძის ნაწარმოებმა, „ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა“, რომელიც, შესაძლოა, თავად მიეკუთნებოდა ქართულ ბაგრატიონთა ოჯახს.[20][21] ეს ნაშრომი, მოღწეული ჩვენამდე როგორც ნაწილი შედარებით დიდი კრებულისა, ცნობილი როგორც ქართული ქრონიკები, შეიცავს ბაგრატიონთა საგვარეულო ლეგენდის ყველაზე დახვეწილ ვერსიას.[22] სუმბატის ისტორია სათავეს იღებს ღრმა ფესვებიდან, და ქართველ ბაგრატიონთა საბოლოო წარმოშობას ადგენს ადამიდან, დავითის და იოსების, ქალწულ მარიამის მეუღლის, გავლით; შემდეგ კი იოსების ძმა, კლეოპადან ვინმე სოლომონით, რომლის შვიდმა ძემ დატოვა წმინდა მიწა და გაემგზავრა სომხეთში, სადან ისინი მონათლა ვინმე რაქაელ დედოფალმა. მათგან სამნი დარჩნენ სომხეთში და მათი შთამომავლობა მოგვიანებით განაგებდა ამ ქვეყანას, ოთხი ძმა კი ქართლში ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი, გუარამი, იქ მმართველად დაინიშნა და გახდა, როგორც სუმბატი ირწმუნება, ბაგრატიონთა მამამთავარი. გუარამის ძმა საჰაკი დაფუძნდა კახეთში, ორმა სხვა ძმამ, ასამმა და ვარაზვარდმა, დაიპყრეს კამბეჩანი, კახეთის აღმოსავლეთით, სპარსეთის გუბერნატორისგან.[23][2][24]

სუმბატის გენეალოგია ადამიდან მეფე დავითამდე ემყარება ლუკას სახარებას (3:32–38.)[25], დავით მეფიდან იოსებამდე, მათეს სახარებიდან არის ნასესხები (1:1-16).[26][27] კლეოპასა და მისი შთამომავლების გენეალოგიის წყარო, როგორც ჩანს, რომაელი სწავლული, ევსები კესარიელია, რომელიც თავის საეკლესიო ისტორიაში ციტირებს ჰეგესიპუსს, რომლის მიხედვით, რომაელები ეძებდნენ მეფე დავითის შტოს, რათა ებრაული ტერიტორიიდან წაეშალათ ტახტის პოტენციური პრეტენდენტები, რომლებსაც ექნებოდათ ბიბლიური ლეგიტიმაცია.[27][28] კლეოპას ბაგრატიონთა გენეალოგიაში დამატებით, სუმბატმა მიზანმიმართულად წარმართა დინასტიის მემკვიდრეობა ღვთის-ცხებულ ისრაელის მეფემდე. ამ სახით, სუმბატის ნაშრომში მოცემულია ოჯახის ლეგენდის ვერსია, რომელიც გახდა დინასტიური და პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველი და, ისტორიის განმავლობაში, გავლენა მოახდინა ბაგრატიონთა დინასტიის მსოფლმხედველობაზე.[2][29][28]

ცხორება და უწყება[30]) ბაგრატონიანთა, ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ[31]) მოიწივნეს[32]) ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა სუმბატ, ძემან დავითისამან.
და ესე შვიდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისანი[36]), მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისა, და მისგან ნათელ იღეს, და დაშთეს იგინი ქვეყანათა სომხითისათა, და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს[37]). და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს. ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ[38]), განაჩინეს ერისთავად. და [39]) ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის[40]) გუარამისანი[41]. ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს, და სხვანი ორნი იგი ძმა[42]) ამათნი, სახელით ასამ და ვარზვარად[43]), წარვიდეს კამბეჩანს[44]) და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი, და დაიპყრეს კამბეჩანი[45]), და დასხდეს იგინი მუნ ცხორებად ხორნაბუჯს, და ამ ჟამამდე[46]) შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა. ხოლო ვინათგან მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათამდე, არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა[47]) ბოროტთა საქმეთა მათგან.

მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი იყო სვიმონ-პეტრე, და მცხეთა აღთხელდებოდა, და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ[48]) განდიდდებოდა, სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სავანეთს[49]), ასპორანგს[50]). მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გურამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ოსამს[51]) და ვარზავარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესე[52]) წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა (მონათანი?) რაქაელ დედოფალმან ძმანი[53]) ჰურიანი, ტყვეობით მოსრულნი, ქვეყანით ფილისტიმით, და ნათელ იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა, რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი, რამეთუ ერთსა სახელ სდვა[54]) მოშალე[55]), და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა[56]), ერთსა აბგავარ, ერთი შემოიყუანა სიძედ, და ორნი მათგანნი ამზახა სომხითის მეფეთა[57]).

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ, და გუარამ განაჩინეს ერისთავად, და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურატპალატობა, და ამან დადვა საფუძველი ჯვარისა ეკკლესიასა, რომელ არს მცხეთას[58]).

ხოლო სამი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს, და საჰაკ დაემზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა[59]), და[60]) ოსამ (უსამ) [და] ვარზავარად[61]) წარვიდეს კაბეჩოანს[62]). და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი სამოელ, და ამის-ზე ტფილისისა მკვიდრთა ეკკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა და ნახევარსა ერთი ვინმე დედაკაცი[63]), და კათალიკოზი იყო მცხეთას ბართლომე[64]).

სხვა წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IX ან X საუკუნის რელიეფი ოპიზადან, სავარაუდოდ დავით მეფე-წინასწარმეტყველის ამსახველი.

გარდა ტექსტური წყაროებისა, ბაგრატიონთა დავითური წარმოშობის ლეგენდა, შეძლებისამებრ, მოთავსებულია ქვის გამოსახულებაში, დაბალ რელიეფში, შუასაუკუნეების ოპიზის ქართულ მონასტერში, შავშეთში, ახლა კი გამოფენილია თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. რელიეფი წარმოადგენს დიდგვაროვანს, ტახტზე მჯდომარე იესო ქრისტესთვის საეკლესიო მოდელის შემწირველის მოქმედებაში. უფალი, როგორც შეწირულის მაკურთხებელი, და ხელების ჟესტით შეწყალების მავედრებლის შემწყალებელი. თანდართული ფრაგმენტული ქართული წარწერებიდან გამომდინარე, რელიეფი ტრადიციულად განიმარტა ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და კირილ თუმანოვის მიერ, როგორც აშოტ I კუროპალატის (გარდაიცვალა 830) თანამედროვე გამოსახულება, ქრისტესთან და ბიბლიურ მეფე დავითთან ერთად. თუმანოვი, მაგალითად დარწმუნებული იყო, რომ აქ „მინიშნება ჩვენი უფლის წინაპრისგან სისხლისმიერი წარმოშობის შესახებ და მათ შორის უფლის გენეალოგიური შუამდგომლობა უეჭველია“.[5] თუმცა, ნოდარ შოშიაშვილის და ვახტანგ ჯობაძის მიერ უახლესი ინტერპრეტაცით, გამოითქვა ვარაუდი, რომ განხილული პირები იდენტიფიცირდნენ უფრო გვიანდელ აშოტ კურაპალატთან (გ. 954) და მის უფროს ძმასთან, დავითთან (გ. 937).[65][66]

გარდა ამისა, დევიდ უინფილდი ამტკიცებდა, რომ ექვსქიმიანი ვარსკვლავის არსებობა შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, როგორც მაგალითად, X საუკუნის დოლისყანის ეკლესიზე კლარჯეთში, მიანიშნებს ბაგრატიონთა სავარაუდო წარმოშობას მეფე დავითიდან, მაგრამ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, აღნიშნული სომბოლოს ამ პერიოდის საქართველოში ჰქონოდა რაიმე დავითური ასოციაცია.[67]

მოგვიანებითი წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ქართველთა მთავართა ბაგრატიონ-გრუზინსკების რუსული გერბი, რომელზეც ტრადიციულად ლურჯ ფონზე გამოსახულია დავითის არფა და შურდული.

მომდევნო ისტორიული ნაშრომები უმრავლეს შემთხვევაში ციტირებენ დინასტიის ბიბლიურ წარმომავლობას.[6] მაშინვე, როგორც სუმბატმა შეადგინა თავისი ისტორია, ე. წ. ქართლის ქრონიკების XI საუკუნის ანონიმური ავტორი მოიხსენიებს ქართველი ბაგრატიონების ძალაუფლებაში მოსვლის მოვლენათა მიჯნას, დავითურ ტრადიციას, როგორც არსებულს აშოტ I-ის მამის, ადარნასეს დროს. თუმცა, უკანასკნელი წყაროს თანახმად, ადარნასეს დროს, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ქართლის პრინცესა, რომლის ძე დაქორწინდა ადარნასეს ქალიშვილზე, როგორც ქრონიკა გვიჩვენებს, არ იცოდა თავისი სიძის მეფე დავითიდან წარმომავლობის შესახებ.[68]

კიდევ ერთი ქართული ქრონიკა „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“, დაწერილი ანონიმური ავტორის მიერ ~1123–1126 წლებში, მეფე დავით IV აღმაშენებელს (1189–1125) აცხადებს თავისი ბიბლიური ეპონიმის 78-ე შთამომავლად. მოგვიანებით, ქრონიკაში შედარება ხდება დავით IV-ის მიერ, მის სიცოცხლეშივე, დემეტრე I-ის კორონაციასა და დავითის მიერ სოლომონის ბიბლიურ ინტრონიზაციას შორის და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს „მსგავსებას მის მემკვიდრულ წარმოშობასთან“.

ერთდროულად ვერსიფიცირებული წარწერა მიძღვნილი ტრიპტიქონს, ცნობილი როგორც ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელშიც დავით IV და დემეტრე I მოიხსენიება, შეიცავს შედარებას ქალწული მარიამის დავითურ წარმოშობას – ქართველი ბაგრატიონი მონარქების გენეალოგიასთან.[69] ლეგენდარული ბიბლიური ხაზი ასევე ასახულ იქნა უფრო გვიანდელ დინასტიურ გვარში სახელწოდებით იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონი[70][71], რაც იშვიათად არ გვხვდება ბაგრატიონთა დოკუმენტებში.[72] დავითთან ასოცირებული სიმბოლოები, არფა და შურდული, გვხვდება ბაგრატიონთა ჰერალდიკაში, ცნობილი ნიმუშებიდან ყველაზე ადრეული, დათარიღებული XVI საუკუნის დასასრულით.[73]

საბოლოოდ, XVIII საუკუნის ბაგრატიონი ისტორიკოსი, ვახუშტი ბატონიშვილი შეეცადა დავითური თეორიის თავის ქრონოლოგიაში ჩართვას მაშინ, როდესაც მისმა მამამ, ქართლის მეფე ვახტანგ VI-ემ შეადგინა საგვარეულო ხე, ბაგრატიონთა ბიბლიური ხაზის ქართველი ერის ხაზთან გამაერთიანებელი, რომელთა წარმომავლობა დაფიქსირებულ იქნა შუასაუკუნეების ხელნაწერებიდან თარგამოსამდე (ნოეს შთამომავალი). XIX საუკუნის მწერალმა, დავით ბატონიშვილმა, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ძემ, მალევე, ბაგრატიონების დამხობის შემდეგ ფართო რუსეთის იმპერიის მიერ, შეაჯამა მისი საგვარეულოს დავითური წარმოშობა, პირველმა, მაშინვე ჩართო რუსულ ენაზე შედგენილ თავის ისტორიაში, ორიგინალური სომხური ისტორია ბაგრატიონთა დინასტიის ებრაული წარმოშობის შესახებ, შექმნილი მოვსესის მიერ. როგორც თანამედროვე ისტორიკოსი, სტივენ ჰ. რაპი ამბობს, „მისი ისტორია იყო საქართველოს ისტორიის შეჯამების მცდელობა და ბაგრატიონების ღვთიურობად დამტკიცების საბოლოოდ გამოცხადება“.[74]

ამრიგად, ბაგრატიონთა მტკიცებულება ბიბლიური დავითიდან წარმოშობის შესახებ, შენარჩუნდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, რუსეთის მიერ მათი სატახტოების დაპყრობამდე და დღესაც კი, ზოგიერთი გადარჩენილი ბაგრატიონის მიერ გათვალისწინებულია.[6]

პარალელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო ქარტია გამოცემული ერეკლე II-ის მიერ, სტილიზებული როგორც „წყალობითა მღუთისათა ჩვენ იესიან დავითიან სოლომანიან ბაგრატოვანმან ძემან ცხებულის მეფის თეიმურაზისამან მეორე ირაკლი მეფემან საქართველოისამან ქართლისა კახეთისა...“

ვინაიდან მეფე-წინასწარმეტყველი დავითი ითვლებოდა როგორც სანიმუშო მმართველი და ღვთის მიერ ხელდასხმული მონარქის სიმბოლო მთელს შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში, ქართველი ბაგრატიონები არ იყვნენ ერთადერთი მმართველი ოჯახი, პრეტენზიის განმცხადებლები დავითთან კავშირზე. კაროლინგები ხშირად უკავშირებდნენ თავიანთ დინასტიას დავითთან, მაგრამ არ აცხადებდნენ, რომ პიდაპირ მათზე გადავიდა მემკვიდრეობა.[75] როგორც ბულგარელი ისტორიკოსი, ივან ბილიარსკიმ[76] ივარაუდა, დავითური სამეფოს კავკასიურმა პარადიგმამ[77] შესაძლებელია, გავლენა იქონია ადრეული შუა საუკუნეების ბულგარეთის სამეფოში ძველი აღთქმის მოდელირებულმა ხედვამ, ქვეყანაში, რომელიც იმყოფებოდა ეთნიკურად წარმართლი სახელმწიფოდან ქრისტიანული იმპერიისკენ გარდამავალ პერიოდში, როგორც ჩანს ცარ იზოტის შემთხვევაში, მითითებული ესაიას ნარატივში[78], როგორც ე. წ. XI საუკუნის ბულგარულ აპოკრიფულ ქრონიკაში.[79]

ქართველ ბაგრატიონებზე შთაბეჭდილების უახლოესი პარალელია აბისინია. შუა საუკუნეების ეთიოპიის ისტორიული ნაშრომი კებრა ნეგასტი ირწმუნება, რომ ეთიოპიის მმართველები იყვნენ ბიბლიური სოლომონის პირმშოს, მენელიკის უშუალო შთამომავლები.[75] შესაძლოა ქართულ და ეთიოპიურ დინასტიებს ერთმანეთის პრეტენზიების შესახებ სცოდნოდათ; ქართველი ბაგრატიონი თავადი, იოანე თავის დიდაქტიკურ ენციკლოპედიურ რომანში კალმასობა, დაწერილი 1817–1828 წლებში, ციტირებს ეთიოპიის იმპერატორის მიერ იოანეს ბაბუასადმი, მეფე ერეკლე II-ესადმი 1787 წელს გაგზავნილ წერილს — „ასევე წარმოშობილი დავით წინასწარმეტყველიდან“ — რომელშიც ქართველი მონარქი, შეტყობინების მიხედვით, იყო კოლეგა როგორც „საყვარელი ძმა და ნათესავი საერთო წარმომავლობით“.[80]

თანამედროვე ინტერპრეტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატიონების ებრაული ან დავითური წარმომავლობა თანამედროვე მეცნიერების მიერ განიხილება როგორც წმინდა ლეგენდარული, შექმნილი ქართული დინასტიისგან მათი ისტორიის დასაწყისში, მათივე ლეგიტიმურობის დასადასტურებლად. ოჯახის სავარაუდო ებრაული წარმოშობა გამოყენებულ და შემუშვებულ იქნა ქართველი ბაგრატიონების მიერ იმისათვის, რათა გაცხადებიულიყო ღვთიურად დანიშნული ბიბლიური მეფე დავითიდან წარმომავლობის შესახებ, რომელიც თვითონ წარმოგვიდგება ადამის უწყვეტ შთამომავლად და იესო ქრისტეს წინაპრად, ამავე დროს იმალება დინასტიის ნამდვილი წარმოშობა და სომეხ ბიძაშვილებთან სისხლისმიერი კავშირი. ეს პრეტენზიები ფორმულირებულ იქნა შუასაუკუნეების ქართულ ტექსტებში, განსაკუთრებით სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში, რომელიც, თავად ბაგრატიონი იყო. გარდა ამისა, სუმბატმა შეცდომით ან მიზანმიმართულად უფრო ადრეული, ბაგრატიონამდელი ქართლის გუარამიდები წარმოგვიდგინა როგორც პირველი ბაგრატიონები მოსულები ქართულ მიწაზე, დაასახელა რა უფლისწული გუარამი ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლად. თუმცა, სიმართლეა, რომ ადრეული ქართველი ბაგრატიონები ოჯახებით დაკავშირებულნი იყვნენ გუარამიდებთან და გუარამიდების მზითევმა ბაგრატიონთა სამეფოს მნიშვნელოვანი სეგმენტი ჩამოაყალიბა.[81][20]

XX საუკუნეში, ბრიტანელმა ისტორიკოსმა სტივენ რანსიმენმა ბაგრატიონთა ებრაული წარმოშობის თეორიის რეაბილიტაცია სცადა. რანსიმენი ვარაუდობდა, რომ არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი მათი ებრაული წარმოშობის შესახებ თუ გავითვალისწინებთ ასურეთის ტყვეობიდან გაქცეული ებრაელების არსებობას კავკასიაში, „სადაც, როგორც ბაბილონში, იყვნენ მემკვიდრეობითი ბელადები, ცნობილნი, როგორც "დიასპორის მთავრები"[82], რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ წარმოიშვნენ დავითიდან, მაღალ შუა საუკუნეებამდე“. ეს ჰიპოთეზა არ იქნა მიღებული სხვა სწავლულების მიერ, და თუმანოვმა მთლიანად უარყო ეს შესაძლებლობა.[83]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bichikashvili, Ioseb (2004). ჩხეიძეთა საგვარეულო. დანართი 1: ქართული საგვარეულო ჰერალდიკა (Georgian). Tbilisi: National Parliamentary Library of Georgia, გვ. 3. ISBN 99928-0-213-8. 
  • Biliarsky, Ivan (2013). The Tale of the Prophet Isaiah: The Destiny and Meanings of an Apocryphal Text. Leiden: Brill. ISBN 90-04-25438-2. 
  • Constantine Porphyrogenitus (1949). De Administrando Imperio, Greek text edited by Gyula Moravcsik, English translation by R. J. H. Jenkins.. Budapest: Pazmany Peter Tudomanyegyetemi Gorog Filologiai Intezet. 
  • Djobadze, Wachtang (1992). Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klarjet'i, and Šavšet'i. Stuttgart: Franz Steiner Verlag. ISBN 3-515-05624-6. 
  • Eastmond, Antony (1998). Royal imagery in medieval Georgia. University Park, Pa.: Pennsylvania State University Press. ISBN 0-271-01628-0. 
  • Karbelashvili, Mariam (1999). "იოანე ბატონიშვილის ცნობა საქართველოსა და ეთიოპიის სამეფო დინასტიათა ნათესაობის შესახებ" (Georgian, English). ლიტერატურული ძიებანი 26 (1): 244–254.
  • Papamastorakis, Titos (2002). "the Khakhouli Triptych". Deltion of the Christian Archaeological Society 23 (4): 225–254.
  • Rapp, Stephen H., Jr. (1997). Imagining history at the crossroads: Persia, Byzantium, and the architects of the written Georgian past. Ph.D. dissertation, University of Michigan. 
  • Rapp, Stephen H., Jr. (2000). "Sumbat Davitʿis-dze and the Vocabulary of Political Authority in the Era of Georgian Unification". Journal of the American Oriental Society 120 (4): 570–576. JSTOR 606617.
  • Rapp, Stephen H. (2003). Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium. Leuven: Peeters Publishers. ISBN 90-429-1318-5. 
  • Taqaishvili, Ekvtime (1935). "Georgian chronology and the beginning of the Bagratid rule in Georgia". Georgica 1: 9–27.
  • Toumanoff, Cyril (1949–1951). "The Fifteenth-Century Bagratids and the Institution of Collegial Sovereignty in Georgia". Traditio 7: 169–221. JSTOR 27830207.
  • Toumanoff, Cyril (1963). Studies in Christian Caucasian history. Washington, DC: Georgetown University Press. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაგრატიონთა გვარეულობის ისტორიისათვის. პავლე ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტომი 4, გვ. 563-566, თბილისი, 1974. თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია.
  • საქართველოს სამეფო. საქართველოს სამეფოსათვის: ბაგრატოვანთა წარმომავლობა.
  • საქართველოს სამეფო სახლი. საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №1. საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №1: ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ღვთიური წარმომავლობის შესახებ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არქეტიპი. CIVIL ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  2. 2.0 2.1 2.2 Toumanoff 1963, გვ. 423.
  3. Rapp 2000, გვ. 571–572.
  4. Taqaishvili 1935, გვ. 23–25.
  5. 5.0 5.1 Toumanoff 1963, გვ. 328.
  6. 6.0 6.1 6.2 Rapp 1997, გვ. 533.
  7. Rapp 2003, გვ. 234.
  8. Rapp 1997, გვ. 529–530.
  9. Rapp 1997, გვ. 527–528, 530–531.
  10. Toumanoff 1963, გვ. 329, fn. 108.
  11. Rapp 1997, გვ. 526.
  12. Rapp 2003, გვ. 233–234.
  13. Toumanoff 1963, გვ. 329.
  14. Biliarsky 2013, გვ. 152.
  15. გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თავი XI.
  16. Taqaishvili 1935, გვ. 19.
  17. Toumanoff 1963, გვ. 323.
  18. 18.0 18.1 Biliarsky 2013, გვ. 153.
  19. Constantine Porphyrogenitus 1949, გვ. 171.
  20. 20.0 20.1 Rapp 2000, გვ. 571.
  21. Rapp 2003, გვ. 339.
  22. Rapp 1997, გვ. 532.
  23. Taqaishvili 1935, გვ. 17–19.
  24. Rapp 2003, გვ. 351.
  25. ლუკას სახარება. თავი 3: იესოს წარმოშობა, მუხლი 32–38.
  26. Biliarsky 2013, გვ. 154.
  27. 27.0 27.1 Rapp 2003, გვ. 369.
  28. 28.0 28.1 Biliarsky 2013, გვ. 154–155.
  29. Rapp 2000, გვ. 573.
  30. თეიმურ. ვარიანტით: ცხოვრებაჲ და უწყებაჲ.
  31. თეიმ. ვარ.: სადით.
  32. თ. ვარ.: მიეწივნეს.
  33. სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა) გამოცემული ვრცელის წინა-სიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი, სტ. კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა, 1890. გვერდები: 41, 42, 43.
  34. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდები: 57, 58.
  35. სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა) გამოცემული ვრცელის წინა-სიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი, სტ. კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა, 1890. გვერდები: 43, 44, 45, 46.
  36. ქ. ცხ.: სოლომონისნი
  37. . ვარ.: სომხეთს
  38. თ. ვარ.: გურამ
  39. თ. ვარ. აქ უმატებს: ესე არს ერისთავი ქართლისა და მამაჲ ბაგრატიონთა.
  40. თ. ვ-ში: ეს სიტყვა არ არის
  41. თ. ვარ.: გუარამისნი.
  42. თ. ვარ. ძმანი
  43. თ. ვარ.: ვარზავარდ.
  44. თ. ვარ.: კამბეჩიანს.
  45. თ. ვარ.: კამბეჩიანი.
  46. თ. ვარ.: ამა ჟამამდე.
  47. თ. ვარ.-ს აკლია „ვიდრე“-დგან დაწყებული აქამომდე.
  48. თ. ვარ. კალა.
  49. თ. ვარ.: სივნეთს
  50. თ. ვარ.: ასპურაგანს. ამას შემდეგ თ. ვარ. უმატებს: „მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ“.
  51. თ. ვარ.: ასამს.
  52. თ. ვარ.: ესენი.
  53. თ. ვარ.: უმატებს აქ: შჳლნი.
  54. თ. ვარ.: სახელი ედვა.
  55. თ. ვარ.: მუშელ.
  56. თ. ვარ.: ბაგრატიონთა
  57. თ. ვარ.: ამზახნა სომეხთ მეფეთა.
  58. ეს ფრაზა „და ამან“-დგან დაწყებული არ არის . ვარ-ში.
  59. თ. ვარ.: ნერსესისა.
  60. თ. ვარ.: ხოლო.
  61. თ. ვარ.: ასამ და ვარაზვარდ.
  62. თ. ვარ.: კამბეჩიანს.
  63. თ. ვარ.: აქ უმატებს: „და ამანვე კურატპალატამანცა განაახლა საფუძველი ტფილისის სიონისა, რამეთუ ნათესავნი მირიან მეფისა მორწმუნისანი ყოველნივე ეკკლესიათა მაშენებელნი იყვნეს“. აქ საჭიროდ ვრაცხთ დავსძინოთ, რომ მთელი ეს მოთხრობა „და დაშთეს იგინი“-დგან დაწყებული (ნ. გვ. 43) ვიდრე აქამომდე სრულათ არის შეტანილი თ. ვარ-ში (ნ. ქ. ცხოვრ. გვ. 162, შენ. 1). განსხვავებანი ჩვენ უკვე უჩვენეთ სხოლიებში.
  64. ეს კათალიკოზი ქ. ცხ.-ში ნაჩვენებია გუარამის ძის სტეფანოზის ერისთაობის დროს: „მოკუდა კათალიკოზი სამოელ, და ამან სტეფანოზ დასვა კათალიკოზად ბართლომე“ (ქ. ცხ.: გვ. 165).
  65. Djobadze 1992, გვ. 14–15.
  66. Eastmond 1998, გვ. 223–224.
  67. Eastmond 1998, გვ. 225, fn. 22.
  68. Toumanoff 1963, გვ. 329, fn. 107.
  69. Papamastorakis 2002, გვ. 226–228.
  70. საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადება. 2010 წლის ბრწყინვალე აღდგომის დღე. სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე.
  71. უფლის კვართი (და იაკობის კიბე) მცხეთაში. გაიოზ მამალაძე. გაზეთი „მცხეთა“, №2, 2011 წ.
  72. Toumanoff 1949–1951, გვ. 209, fn. 29.
  73. Bichikashvili 2004, გვ. 4.
  74. Rapp 1997, გვ. 533–534.
  75. 75.0 75.1 Rapp 1997, გვ. 528, fn. 139.
  76. Ivan Biliarsky. Bulgarian Academy of Sciences, Institute of History, Faculty Member.
  77. პარადიგმა. სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  78. ნარატივი. CIVIL ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  79. Biliarsky 2013, გვ. 157.
  80. Karbelashvili 1999, გვ. 250–251.
  81. Toumanoff 1963, გვ. 425.
  82. დიასპორა. სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  83. Toumanoff 1963, გვ. 329, fn. 110.