პროტესტანტული რეფორმაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14: ხაზი 14:
== 95 თეზისი ==
== 95 თეზისი ==
{{მთავარი|მარტინ ლუთერი}}
{{მთავარი|მარტინ ლუთერი}}
საპასუხოდ, [[1517]] წლის ოქტომბერში ლუთერმა, ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსეობისათვის ყურადღების მისაპყრობად, ქალაქ ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი "95 თეზისი", სადაც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი პაპის ინდულგენციებით კი არა, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით მოიპოვებს ხსნას. ლუთერმა ეკლესია მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე დისპუტში გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. [[1518]] წელს [[რომი|რომში]] დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ. [[1520]] წელს პაპმა ლეო X–მ თავის მიერ შედგენილ სიგელში ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან მოკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა. ლუთერმა საჯაროდ დაწვა პაპის მიერ გამოგზავნილი სიგელი, რითაც უფრო მეტად აღაშფოთა კათოლიკური ეკლესია.
საპასუხოდ, [[1517]] წლის ოქტომბერში ლუთერმა, ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსობისათვის ყურადღების მისაპყრობად, ქალაქ ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი "95 თეზისი", სადაც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი პაპის ინდულგენციებით კი არა, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით მოიპოვებს ხსნას. ლუთერმა ეკლესია მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე დისპუტში გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. [[1518]] წელს [[რომი|რომში]] დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ. [[1520]] წელს პაპმა ლეო X–მ თავის მიერ შედგენილ სიგელში ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან მოკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა. ლუთერმა საჯაროდ დაწვა პაპის მიერ გამოგზავნილი სიგელი, რითაც უფრო მეტად აღაშფოთა კათოლიკური ეკლესია.


პაპმა ლუთერის წინააღმდეგ დახმარებისთვის გერმანელი ერის [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის]] იმპერატორს [[კარლ V|კარლ V-ს]] მიმართა. კარლ V-მ [[1521]] წელს ქ. ვორმსში მოიწვია გერმანელი მთავრების კრება, სადაც [[მარტინ ლუთერი|ლუთერს]] უარი უნდა ეთქვა თავის მოძღვრებაზე, რასაც ის არ დათანხმდა. სწორედ მაშინ წარმოთქვა ლუთერმა თავისი სახალხოდ ცნობილი ფრაზა: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“. საპასუხოდ კარლ V-მ გამოსცა [[ვორმსის ედიქტი|ედიქტი]], რომელიც ლუთერის მოძრაობას კანონგარეშედ აცხადებდა. ლუთერს კოცონზე დაწვა არ ასცდებოდა, რომ არა [[საქსონიის საკურფიურსტო|საქსონიის]] კურფიურისტი ფრიდრიხ ბრძენი, რომელმაც იგი შეიფარა. ეს ბრძოლა გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორ კარლ V-ს შორის საბოლოოდ [[1555]] წელს აუგსბურგში დადებული [[აუგსბურგის რელიგიური ზავი|რელიგიური ზავით]] დასრულდა, რომლის თანახმადაც ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს, მათი ქვეშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია თანახმად პრინციპისა - „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება“ ან სხვაგან გადასახლებულიყვნენ. აუგსბურგის რელიგიური ზავმა პროტესტანტიზმი კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა.
პაპმა ლუთერის წინააღმდეგ დახმარებისთვის გერმანელი ერის [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის]] იმპერატორს [[კარლ V|კარლ V-ს]] მიმართა. კარლ V-მ [[1521]] წელს ქ. ვორმსში მოიწვია გერმანელი მთავრების კრება, სადაც [[მარტინ ლუთერი|ლუთერს]] უარი უნდა ეთქვა თავის მოძღვრებაზე, რასაც ის არ დათანხმდა. სწორედ მაშინ წარმოთქვა ლუთერმა თავისი სახალხოდ ცნობილი ფრაზა: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“. საპასუხოდ კარლ V-მ გამოსცა [[ვორმსის ედიქტი|ედიქტი]], რომელიც ლუთერის მოძრაობას კანონგარეშედ აცხადებდა. ლუთერს კოცონზე დაწვა არ ასცდებოდა, რომ არა [[საქსონიის საკურფიურსტო|საქსონიის]] კურფიურისტი ფრიდრიხ ბრძენი, რომელმაც იგი შეიფარა. ეს ბრძოლა გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორ კარლ V-ს შორის საბოლოოდ [[1555]] წელს აუგსბურგში დადებული [[აუგსბურგის რელიგიური ზავი|რელიგიური ზავით]] დასრულდა, რომლის თანახმადაც ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს, მათი ქვეშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია თანახმად პრინციპისა - „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება“ ან სხვაგან გადასახლებულიყვნენ. აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა პროტესტანტიზმი კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა.


ლუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში პაპის ბიწიერების გაკიცხვა და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბება. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად "ქრისტეს ნაცვლის", ასევე საეკლესიო მოძღვრის, როგორც მორწმუნესა და ღმერთს შორის შუამავლის ავტორიტეტი, მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკენ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით. ნაშრომში "ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ", ის ათავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა [[მარხვა]], მომლოცველობა, [[აღსარება]], წმინდანთა თაყვანისცემა. მას ზედმეტად მიაჩნდა ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოებიდან ის მხოლოდ ორს – ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა.
ლუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში პაპის ბიწიერების გაკიცხვა და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბება. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად "ქრისტეს ნაცვლის", ასევე საეკლესიო მოძღვრის, როგორც მორწმუნესა და ღმერთს შორის შუამავლის ავტორიტეტი, მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკენ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით. ნაშრომში "ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ", ის ათავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა [[მარხვა]], მომლოცველობა, [[აღსარება]], წმინდანთა თაყვანისცემა. მას ზედმეტად მიაჩნდა ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოებიდან ის მხოლოდ ორს – ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა.
ხაზი 27: ხაზი 27:


=== რეფორმაცია ინგლისში ===
=== რეფორმაცია ინგლისში ===
ინგლისის მეფე [[ჰენრი VIII]](1509-1547) თავდაპირებლად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. ჯერ კიდევ [[1521]] წელს, მეფეს პაპმა [[ლეო X]]-მ ანტილუთენარული პამფელტისათვის საპატიო წოდება — „რწმენის დამცველი“ მიანიჭა. მაგრამ მას შემდეგ რაც პაპმა ჰენრი VIII-ს მეუღლესთან განქორწინებაზე უარი უთხრა([[1525]]), მეფემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და განუდგა რომს. ასე შეიქმნა „[[ანგლიკანური ეკლესია]]“, რომლის რეფორმირებაც უკვე ჰენრი VIII-ის მემკვიდრის, [[ედუარდ VI]]-ის ([[1546]]-[[1553]]) დროს მოხდა. ლოცვა ლათინური ენის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა, ღვთისმსახურების წესი კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ედუარდ VI-ის დედოფალი მერი(„კათოლიკედ“ წოდებული, [[1553]]-[[1557]]) ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა, დედოფალმა [[ელიზაბეთ I]]-მა ([[1557]] - [[1603]]) კი [[1559]] წელს აღადგინა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა. საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს. კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისგან შემდგარი მრწამსი - ძირითადად კალვინისტური.
ინგლისის მეფე [[ჰენრი VIII]](1509-1547) თავდაპირველად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. ჯერ კიდევ [[1521]] წელს, მეფეს პაპმა [[ლეო X]]-მ ანტილუთენარული პამფელტისათვის საპატიო წოდება — „რწმენის დამცველი“ მიანიჭა. მაგრამ მას შემდეგ რაც პაპმა ჰენრი VIII-ს მეუღლესთან განქორწინებაზე უარი უთხრა([[1525]]), მეფემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და განუდგა რომს. ასე შეიქმნა „[[ანგლიკანური ეკლესია]]“, რომლის რეფორმირებაც უკვე ჰენრი VIII-ის მემკვიდრის, [[ედუარდ VI]]-ის ([[1546]]-[[1553]]) დროს მოხდა. ლოცვა ლათინური ენის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა, ღვთისმსახურების წესი კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ედუარდ VI-ის დედოფალი მერი(„კათოლიკედ“ წოდებული, [[1553]]-[[1557]]) ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა, დედოფალმა [[ელიზაბეთ I]]-მა ([[1557]]-[[1603]]) კი [[1559]] წელს აღადგინა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა. საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს. კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისგან შემდგარი მრწამსი - ძირითადად კალვინისტური.


=== ჟან კალვინი ===
=== ჟან კალვინი ===
[[ფაილი:Calvin 1562.jpg|მინი|ჟან კალვინი]]
[[ფაილი:Calvin 1562.jpg|მინი|ჟან კალვინი]]
{{მთავარი|ჟან კალვინი}}
{{მთავარი|ჟან კალვინი}}
ლუთრის [[განკვეთა|განკვეთისა]] და რეფორმაციის დაგმობის შემდეგ [[ჟან კალვინი]]ს ნაშრომები პოპულარული გახდა და ხელი შეუწყო სხვადასხვა დაჯგუფებების გაერთიანებას, როგორც შვეიცარიაში ასევე გერმანიაში, [[უნგრეთი|უნგრეთში]], [[შოტლანდია]]სა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. [[ჟენევა]] გახდა პროტესტანტული მოძრაობის არაოფიციალური [[დედაქალაქი]].
ლუთერის [[განკვეთა|განკვეთისა]] და რეფორმაციის დაგმობის შემდეგ [[ჟან კალვინი]]ს ნაშრომები პოპულარული გახდა და ხელი შეუწყო სხვადასხვა დაჯგუფებების გაერთიანებას, როგორც შვეიცარიაში, ასევე გერმანიაში, [[უნგრეთი|უნგრეთში]], [[შოტლანდია]]სა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. [[ჟენევა]] გახდა პროტესტანტული მოძრაობის არაოფიციალური [[დედაქალაქი]].


რეფორმაცია იდეოლოგიურად დაუკავშირდა [[ავგუსტინელთა ორდენი|ავგუსტიანელობას]]. როგორდ ლუთერი ასევე კალვინიც იყენებდნენ [[ნეტარი ავგუსტინე]]ს სწავლებებს. ეს მათ [[პალაგიანიზმი]]ს წინააღმდეგ უბიძგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სწავლება ძალიან მსგავსი იყო, მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო და კონფლიქტამდეც კი მივიდა.
რეფორმაცია იდეოლოგიურად დაუკავშირდა [[ავგუსტინელთა ორდენი|ავგუსტიანელობას]]. როგორც ლუთერი, ასევე კალვინიც იყენებდნენ [[ნეტარი ავგუსტინე]]ს სწავლებებს. ეს მათ [[პალაგიანიზმი|პელაგიანიზმი]]ს წინააღმდეგ უბიძგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სწავლება მსგავსი იყო, მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო და კონფლიქტამდეც კი მივიდა.


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons category|Reformation}}
{{commons category|Reformation}}
* [http://history.hanover.edu/early/prot.html დაკავშირებული ტექსტების და დოკუმენტების ინტერნეტ არქივი]
* [http://history.hanover.edu/early/prot.html დაკავშირებული ტექსტების და დოკუმენტების ინტერნეტ არქივი]
* [http://www.tyndale.ca/seminary/mtsmodular/reading-rooms/history/16th-century მეთქვსმეტე საუკუნის რეფომაცია]
* [http://www.tyndale.ca/seminary/mtsmodular/reading-rooms/history/16th-century მეთქვსმეტე საუკუნის რეფორმაცია]


[[კატეგორია:რეფორმაცია| ]]
[[კატეგორია:რეფორმაცია| ]]

11:46, 27 მარტი 2019-ის ვერსია

პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


რეფორმაცია და კონტრ რეფორმაცია ევროპაში, ლურჯი ფერი აღნიშნავს პროტესტანტულ ქვეყნებს

პროტესტანტული რეფორმაცია — მასიური რელიგიური და პოლიტიკური მოძრაობა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში XVI საუკუნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე.

XV საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, პაპები ფაქტობრივად საერო მმართველებად იქცნენ. მათი ვერცხლისმოყვარეობა და ზოგადად, კათოლიკურ ეკლესიაში ამ დროისთვის გავრცელებული მანკიერებანი ბევრი ქრისტიანის აღშფოთებას იწვევდა.

მათ შორის იყო ვიტენბერგელი ბერი და თეოლოგიის პროფესორი მარტინ ლუთერი (1483–1546), კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის წინააღმდეგ მიმართული იმ მძლავრი მოძრაობის მამამთავარი, რომელიც დასავლეთის ქრისტიანობის საბოლოო განხეთქილებით დასრულდა. ეს მოძრაობა ისტორიაში პროტესტანტული რევოლუციის სახელით შევიდა.

ინდულგენციებით ვაჭრობა

პროტესტანტული მოძრაობის დაწყების უშუალო საბაბი გახდა ინდულგენციებით ვაჭრობა. გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერს შეეძლო მიეღო ეკლესიისაგან ინდულგენცია ანუ "ცოდვების მიტევების" სიგელი.

1515 წელს პაპმა ლეო X-მ, წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობისათვის დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით, გამოსცა ბულა ინდულგენციებით ვაჭრობის შესახებ. ჩრდილო გერმანიაში ინდულგენციების გაყიდვა დომინიკელ ბერ იოჰანეს ტეტცელს დაევალა. მან ვიტენბერგის მახლობლად მოაწყო სავაჭრო ადგილი.

95 თეზისი

საპასუხოდ, 1517 წლის ოქტომბერში ლუთერმა, ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსობისათვის ყურადღების მისაპყრობად, ქალაქ ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი "95 თეზისი", სადაც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი პაპის ინდულგენციებით კი არა, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით მოიპოვებს ხსნას. ლუთერმა ეკლესია მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე დისპუტში გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. 1518 წელს რომში დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ. 1520 წელს პაპმა ლეო X–მ თავის მიერ შედგენილ სიგელში ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან მოკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა. ლუთერმა საჯაროდ დაწვა პაპის მიერ გამოგზავნილი სიგელი, რითაც უფრო მეტად აღაშფოთა კათოლიკური ეკლესია.

პაპმა ლუთერის წინააღმდეგ დახმარებისთვის გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორს კარლ V-ს მიმართა. კარლ V-მ 1521 წელს ქ. ვორმსში მოიწვია გერმანელი მთავრების კრება, სადაც ლუთერს უარი უნდა ეთქვა თავის მოძღვრებაზე, რასაც ის არ დათანხმდა. სწორედ მაშინ წარმოთქვა ლუთერმა თავისი სახალხოდ ცნობილი ფრაზა: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“. საპასუხოდ კარლ V-მ გამოსცა ედიქტი, რომელიც ლუთერის მოძრაობას კანონგარეშედ აცხადებდა. ლუთერს კოცონზე დაწვა არ ასცდებოდა, რომ არა საქსონიის კურფიურისტი ფრიდრიხ ბრძენი, რომელმაც იგი შეიფარა. ეს ბრძოლა გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორ კარლ V-ს შორის საბოლოოდ 1555 წელს აუგსბურგში დადებული რელიგიური ზავით დასრულდა, რომლის თანახმადაც ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს, მათი ქვეშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია თანახმად პრინციპისა - „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება“ ან სხვაგან გადასახლებულიყვნენ. აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა პროტესტანტიზმი კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა.

ლუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში პაპის ბიწიერების გაკიცხვა და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბება. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად "ქრისტეს ნაცვლის", ასევე საეკლესიო მოძღვრის, როგორც მორწმუნესა და ღმერთს შორის შუამავლის ავტორიტეტი, მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკენ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით. ნაშრომში "ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ", ის ათავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა მარხვა, მომლოცველობა, აღსარება, წმინდანთა თაყვანისცემა. მას ზედმეტად მიაჩნდა ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოებიდან ის მხოლოდ ორს – ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა.

რეფორმაცია გერმანიის გარეთ

ულრიხ ცვინგლი

შვეიცარია

გერმანიის პარალელურად რეფორმაციული მოძრაობა ულრიხ ცვინგლის თაოსნობით შვეიცარიაშიც დაიწყო. რეფორმაციული იდეები ახლად გამოგონილი საბეჭდი მანქანების წყალობით უცბად გავრცელდა ორივე ქვეყანაში, თუმცა მათ შორის იყო იდეოლოგიური განსხვავებები. ცვინგლის მიმდევრები თვლიდნენ, რომ გერმანული რეფორმაცია კონსერვატული იყო და ისინი უფრო რადიკალურ ცვლილებებს ემხრობოდნენ. შვეიცარიელი რეფორმაციონერები დღეისთვის ცნობილი არიან ანაბაპტისტების სახელით.

რეფორმაცია ინგლისში

ინგლისის მეფე ჰენრი VIII(1509-1547) თავდაპირველად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. ჯერ კიდევ 1521 წელს, მეფეს პაპმა ლეო X-მ ანტილუთენარული პამფელტისათვის საპატიო წოდება — „რწმენის დამცველი“ მიანიჭა. მაგრამ მას შემდეგ რაც პაპმა ჰენრი VIII-ს მეუღლესთან განქორწინებაზე უარი უთხრა(1525), მეფემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და განუდგა რომს. ასე შეიქმნა „ანგლიკანური ეკლესია“, რომლის რეფორმირებაც უკვე ჰენრი VIII-ის მემკვიდრის, ედუარდ VI-ის (1546-1553) დროს მოხდა. ლოცვა ლათინური ენის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა, ღვთისმსახურების წესი კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ედუარდ VI-ის დედოფალი მერი(„კათოლიკედ“ წოდებული, 1553-1557) ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა, დედოფალმა ელიზაბეთ I-მა (1557-1603) კი 1559 წელს აღადგინა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა. საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს. კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისგან შემდგარი მრწამსი - ძირითადად კალვინისტური.

ჟან კალვინი

ჟან კალვინი

ლუთერის განკვეთისა და რეფორმაციის დაგმობის შემდეგ ჟან კალვინის ნაშრომები პოპულარული გახდა და ხელი შეუწყო სხვადასხვა დაჯგუფებების გაერთიანებას, როგორც შვეიცარიაში, ასევე გერმანიაში, უნგრეთში, შოტლანდიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ჟენევა გახდა პროტესტანტული მოძრაობის არაოფიციალური დედაქალაქი.

რეფორმაცია იდეოლოგიურად დაუკავშირდა ავგუსტიანელობას. როგორც ლუთერი, ასევე კალვინიც იყენებდნენ ნეტარი ავგუსტინეს სწავლებებს. ეს მათ პელაგიანიზმის წინააღმდეგ უბიძგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სწავლება მსგავსი იყო, მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო და კონფლიქტამდეც კი მივიდა.

რესურსები ინტერნეტში