ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.128.69-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული...
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა კლასიკური კომპოზიტორი
<3
| სახელწოდება = ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი<br /> Johannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart
| სურათი = Wolfgang-amadeus-mozart 1.jpg
| alt =
| ტიტრი = '''ვოლფგანგ მოცარტი''', ''ბარბარა კრაფტის სურათი''
| სურათი ზომა =
| ლანდშაფტი =
| სრული სახელი =
| დაბადების თარიღი = [[27 იანვარი]], [[1756]]
| მოინათლა = [[ზალცბურგი]], [[ავსტრია]]
| გარდაცვალების თარიღი = [[5 დეკემბერი]], [[1791]]
| გარდაცვალების ადგილი = [[ვენა]], [[ავსტრია]]
| ოჯახი = [[ლეოპოლდ მოცარტი]] (მამა)<br />[[კონსტანცია ვებერი]] (მეუღლე)
| პერიოდი =
| საქმიანობა = კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი
| ნამუშევრების სია =
}}

'''ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი''' ({{lang-de|Wolfgang Amadeus Mozart}}; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. [[27 იანვარი]], [[1756]], [[ზალცბურგი]] — გ. [[5 დეკემბერი]], [[1791]] [[ვენა]]) — [[ავსტრიელები|ავსტრიელი]] [[კომპოზიტორი]], ინსტრუმეტალისტი, [[დირიჟორი]], [[ვენის კლასიკური სკოლა|ვენის კლასიკური სკოლის]] წარმომადგენელი.
მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.

== ბიოგრაფია ==

=== ბავშვობა ===
[[ფაილი:Mozart.birth.500pix.jpg|thumb|right|მოცარტის სახლი ზალცბურგში]]
მოცარტი დაიბადა [[ზალცბურგი]]ს კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, [[ლეოპოლდ მოცარტი]]სა და [[ანა მარია პერტლი]]ს ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები [[ვიოლინო]]ს, [[ფორტეპიანო]]ს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, ოთხი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა.
ხუთი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა.
ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე.
მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი [[1762]] წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან [[1763]] წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.

ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: [[მიუნხენი]], [[აუგსბურგი]], [[ლუდვიგსბურგი]], [[ჰაიდელბერგი]], [[მაინცი]], [[მაინის ფრანკფურტი|ფრანკფურტი]], [[კობლენცი]], [[კიოლნი]], [[ბრიუსელი]], [[პარიზი]], [[ვერსალი]], [[ლონდონი]], [[ამსტერდამი]], [[ლიონი]], [[ჟენევა]], [[ბერნი]], [[ციურიხი]], [[ულმი]] და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ.

ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი [[სიმფონია]] Es-Dur(KV 16).იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას.

ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად იგი ქმნიდა პირველ ოპერას.

=== პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771 ===

[[1766]] წელს მოცარტის ოჯახი მიემგზავრებოდა ვენაში,მაგრამ ეპიდემიის გამო მოუწიათ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებდნენ. [[1768]] წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის [[ზინგშპილი]] „''ბასტიენ და ბასტიენა''“ (KV 50) და [[ოპერა-ბუფა]] „''La finta semplice''“ (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ [[ფრანც I|ფრანც I-ის]] შეკვეთისა არ შედგა, „[[იტალიური პარტია|იტალიური პარტიის“]] ინტრიგების გამო.

[[1769]] წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში, რომელსაც თავბრუსდამხვევი წარმატება ხვდება.

[[მილანი|მილანში]] მან ერთი მოსმენით [[გრეგორიო ალეგრის]] ცხრა ხმიანი [[მიზერერეს]] [[პარტიტურა]] უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება [[ვატიკანი]]სგან სასტიკად იკრძალებოდა.

პადრე [[მარტინი, ჯოვანი ბატისტა|ჯოვანი ბატისტა მარტინისთან]] ეუფლებოდა მოცარტი [[კონტრაპუნქტი|კონტრაპუნქტს]]. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: [[ჯოვანი ბატისტა სამარტინის]], [[ნიკოლო პიჩინის]], [[პიეტრო ნარდინის]] და [[ჯოვანი პაისიელო]]ს ხვდება.

[[1770]] წლის [[26 დეკემბერი|26 დეკემბერს]] მილანში შედგა მისი [[ოპერა-სერია|ოპერა-სერიის]] „Mitridate, Rè di Ponto“ (KV 87) პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა „Serenata teatrale Ascanio in Alba“ (KV 111, პრემიერა გაიმართა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და "Dramma per musica Lucio Silla" (KV 135, პრემიერა გაიმართა მილანში [[1772]]/[[1773]] წლების სეზონზე).

=== ზალცბურგი-მანჰაიმი-პარიზი-ზალცბურგი 1772-1781 ===
[[ფაილი:Mozartfromsouth.jpg|thumb|150px|right|მოცარტის ძეგლი ზალცბურგში]]

ზალცბურგში [[1772]] წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა [[ჰიერონიმუს კოლორედო-მანსფელდი]], რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელის [[კონცერტმაისტერი|კონცერტმაისტერად]] დანიშნა. მიუხედავად ზალცბურგის სამსახურის მკაცრი [[რეგლამენტი]]სა, მოცარტი არ წყვეტს თავის მოგზაურობას მამასთან ერთად. 1772/1773 წლებში მათი იტალიაში მოგზაურობის დროს შედგა „ლუციო სილას“ (Lucio Silla) პრემიერა. [[1773]] წლის ბოლოს კი მოცარტი ქმნის პირველ [[საფორტეპიანო კონცერტი|საფორტეპიანო კონცერტს]].
ხანგძლივი პაუზის შემდეგ, [[1777]] წელს არქიეპისკოპოსთან არასასურველი ურთიერთობის გამო, ინთავისუფლებს თავს მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისგან.

ზალცბურგიდან განთავისუფლების შემდეგ, მოცარტი მიემგზავრება დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად. მანჰაიმში იგი ეცნობა იმპერატორ კარლ თეოდორს და მის ორკესტრს, რომლის კაპელმაისტერი, ცნობილი კომპოზიტორი [[ქრისტიან კანაბიჩი]] მისი ერთგული მეგობარი ხდება(იხ. აგრეთვე [[მანჰაიმის სკოლა]]).

[[1778]] წელს მამის ინიციატივით მოცარტი პარიზში მიემგზავრება. პარიზში დაიდგა მისი ბალეტი „Les petits riens“, რასაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში გარდაეცვალა დედა.

[[1779]] წელს მოცარტი ბრუნდება ზალცბურგში. იგი ინიშნება კარის ორგანისტად. მიუხედავად იმპერატორთან კვლავ დაძაბული ურთიერთობისა ამჯერად თითქმის ორი წელი გაატარა მან ზალცბურგში. აქ მან შექმნა „Krönungsmesse“ (KV 317) და ოპერა „იდომენევსი — კრეტის მეფე“ (KV 366).

=== ვენა 1781-1791 ===
[[ფაილი:Mozart libretto figaro 1786.jpg|thumb|„ფიგაროს ქორწინების“ ლიბრეტო, პრაღა, 1786 წელი.]]

[[1781]] წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში.

ზალცბურგის „კლანჭებიდან“ განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრებას, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები:
[[1782]] წელს შედგა ვენაში პრემიერა "[[მოტაცება სერალიდან]]" (Die Entführung aus dem Serail) (KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, „[[ფიგაროს ქორწინება|ფიგაროს ქორწინების“]] (Le nozze di Figaro) (KV 492) პრემიერა.

[[1787]] წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა „[[დონ ჟუანი (ოპერა)|დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის“]] (Don Giovanni) (KV 527) პრემიერა.

[[1790]] წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას „[[ასე იქცევა ყველა ქალი (ოპერა)|ასე იქცევა ყველა ქალი“]] (Cosi fan tutte) (KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე.

[[1791]] წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას „La clemenza di Tito“ (KV 621) პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა „[[ჯადოსნური ფლეიტა]]“ (Die Zauberflöte) (KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden.

ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა c-Moll(KV 427)(1783), [[ჰაიდნი, იოზეფ|ი. ჰაიდნზე]] მიძღვნილი 6 [[კვარტეტი]] (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785), „[[ლინცის სიმფონია]]“ (Linzer Sinfonie)(KV 425),
„[[პრაღის სიმფონია]]“ (Prager Sinfonie) (KV 504) ([[1786]]) და „[[მცირე ღამის მუსიკა]]“ (Eine kleine Nachtmusik) (KV 525) ([[1787]]), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur „[[იუპიტერის სიმფონია]]“ (Jupiter-Sinfonie) (KV 551) (1788).

ვენაში [[1782]]/[[1783]] წლებში მოცარტი იცნობს [[გოტფრიდ ვან სვიტენი|გოტფრიდ ვან სვიტენს]], იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს [[იოჰან სებასტიან ბახი|ი. ს. ბახისა]] და [[გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი|გ. ფ. ჰენდელის]] ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. [[ბაროკო]]ს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე.

[[1782]] წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება [[კონსტანცა ვებერი|კონსტანცა ვებერზე]], რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომელიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი.
მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი [[1787]] წელს გარდაიცვალა.

ოპერა „ფიგაროს ქორწინებას“ და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით „[[ჯადოსნური ფლეიტა|ჯადოსნურმა ფლეიტამ“]] ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა.
მაგრამ ბოლოს დაიღალა ვენის არისტოკრატია მოზარტიტ, მოზარტმა დაკარგა ყველაფერი, აღარ ყავდა მოსწავლეები და იდზულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში.

=== გარდაცვალება და გარდაცვალების ვერსიები ===
[[ფაილი:Mozartissasaflao.jpg|thumb|მოცარტის საფლავი წმ. მარქსერის სასაფლაოზე, ვენაში]]

„[[ჯადოსნური ფლეიტა (ოპერა)|ჯადოსანური ფლეიტის“]] პრემიერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.

მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. [[ციებცხელება]] იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა [[ანტონიო სალიერი]]მ მოკლა (მოწამლა).

თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტის ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცას ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.

მოცარტი დასაფლავებულ იქნა ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.

== მოცარტის ნაწარმოებები საქართველოს სცენებზე ==

[[საქართველო]]ში მოცარტის ნაწარმოებების შესრულებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის საოპერო თეატრის]] სცენაზე არაერთგზის დაიდგა „დონ ჟუანი“ (პირველად 1867) და „ფიგაროს ქორწინება“ (პირველად 1888). დაიდგა აგრეთვე „ბასტიენ და ბასტიენა“ (1912), „ჯადოსნური ფლეიტა“ (1974, ქართულ ენაზე). მოცარტის ნაწარმოებების ქართველი შემსრულებლები არიანი პიანისტები: [[ელისო ვირსალაძე]], მარგალიტა ჩხეიძე (ზალცბურგის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, 1956), მევიოლინეები: [[მარინე იაშვილი]] და [[ლიანა ისაკაძე]].

== ლიტერატურა ==
*{{Cite book
| publisher=[[Yale University Press]]
| isbn = 978-0-300-07223-5
| last = Abert
| first = Hermann
| others = Cliff Eisen (ed.), Stewart Spencer (trans.)
| title = W. A. Mozart
| location = New Haven
| year = 2007
| url = http://books.google.com/books?id=l6I6BwTMJ3sC
| oclc = 70401564
| ref = harv
}}
*{{Cite book
| publisher=[[Pendragon Press]]
| isbn = 1-57647-010-5
| last = Barry
| first = Barbara R
| title = The Philosopher's Stone: Essays in the Transformation of Musical Structure
| location = Hillsdale, New York
| year = 2000
| url = http://books.google.com/books?id=whSIM4Snh7YC
| oclc = 466918491
| ref = harv
}}
*{{Cite book
| publisher=[[Stanford University Press]]
| isbn = 978-0-8047-0233-1
| last = Deutsch
| first = Otto Erich
| others = Peter Branscombe, Eric Blom, Jeremy Noble (trans.)
| title = Mozart: A Documentary Biography
| location = Stanford
| year = 1965
| url = http://books.google.com/books?id=e8AtwaddUW4C
| oclc = 8991008
| ref = harv
}}
*{{Cite book
| edition = 6th
| publisher=[[Oxford University Press]]
| last = Einstein
| first = Alfred
| others = Arthur Mendel, Nathan Broder (trans.)
| title = Mozart: His Character, His Work
| location = New York City
| series = Galaxy Book 162
| year = 1965
| url = http://books.google.com/books?id=U0KVSgAACAAJ
| oclc = 456644858
| ref = harv
| isbn = 0-304-92483-0
}}
*{{Cite journal
| last = Eisen
| first = Cliff
| coauthors = et al
| title = Mozart
| journal=[[Grove Music Online]]
| url = http://www.oxfordmusiconline.com/subscriber/article/grove/music/40258pg3
| accessdate =15 September 2010
| ref = harv
}}
*Fradkin, Robert A. (1996) ''The well-tempered announcer: a pronunciation guide to classical music.'' Bloomington: Indiana University Press. ISBN 0-253-21064-X.
*{{Cite book
| publisher=[[Clarendon Press]]
| isbn = 978-0-19-816371-8
| last = Halliwell
| first = Ruth
| title = The Mozart Family: Four Lives in a Social Context
| location = New York City
| year = 1998
| url = http://books.google.com/books?id=TUMyCTKlAr0C
| oclc = 36423516
| ref = harv
}}
*{{Cite book
| edition = 1st
| publisher=[[W. W. Norton & Company]]
| isbn = 0-393-05080-7
| last = Heartz
| first = Daniel
| title = Music in European Capitals: The Galant Style, 1720–1780
| location = New York City
| year = 2003
| url = http://books.google.com/books?id=Sq7rU0BGyREC
| oclc = 50693068
| ref = harv
}}
*{{Cite book
| publisher=Cosimo Classics
| last1 = Holmes
| first1 = Edward
| title = The Life of Mozart
| location = New York
| year = 2005
| url = http://books.google.com/books?id=V6dBeXZ3GTwC&pg=PA268
| oclc = 62790104
| ref = harv
| isbn = 1-59605-147-7
}}
*{{Cite book
| publisher=Flamingo
| isbn = 978-0-00-654324-4
| last = Landon
| first = Howard Chandler Robbins
| title = 1791: Mozart's Last Year
| location = London
| year = 1990
| url = http://books.google.com/books?id=oXdNwE0mQ9UC
| oclc = 20932333
| ref = harv
}}

== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category|Wolfgang Amadeus Mozart}}
*[http://www.mozarthaus.biz/ Mozarthaus Salzburg]
*[http://www.salzburg.info/en/art_culture/wolfgang_amadeus_mozart// Salzburg Tourist Office]
*[http://www.mozartproject.org/compositions/index.html Chronological-Thematic Catalog]

{{ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი}}


{{DEFAULTSORT:მოცარტი, ვოლფგანგ ამადეუს}}
{{DEFAULTSORT:მოცარტი, ვოლფგანგ ამადეუს}}

11:22, 9 ოქტომბერი 2016-ის ვერსია

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
Johannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart

ვოლფგანგ მოცარტი, ბარბარა კრაფტის სურათი
კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი
დაიბადა 27 იანვარი, 1756
მოინათლა ზალცბურგი, ავსტრია
გარდაიცვალა 5 დეკემბერი, 1791
ვენა, ავსტრია
ოჯახი ლეოპოლდ მოცარტი (მამა)
კონსტანცია ვებერი (მეუღლე)

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა) — ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.

ბიოგრაფია

ბავშვობა

მოცარტის სახლი ზალცბურგში

მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, ოთხი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ხუთი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.

ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: მიუნხენი, აუგსბურგი, ლუდვიგსბურგი, ჰაიდელბერგი, მაინცი, ფრანკფურტი, კობლენცი, კიოლნი, ბრიუსელი, პარიზი, ვერსალი, ლონდონი, ამსტერდამი, ლიონი, ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ულმი და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ.

ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Es-Dur(KV 16).იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას.

ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად იგი ქმნიდა პირველ ოპერას.

პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771

1766 წელს მოცარტის ოჯახი მიემგზავრებოდა ვენაში,მაგრამ ეპიდემიის გამო მოუწიათ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებდნენ. 1768 წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის ზინგშპილიბასტიენ და ბასტიენა“ (KV 50) და ოპერა-ბუფაLa finta semplice“ (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ ფრანც I-ის შეკვეთისა არ შედგა, „იტალიური პარტიის“ ინტრიგების გამო.

1769 წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში, რომელსაც თავბრუსდამხვევი წარმატება ხვდება.

მილანში მან ერთი მოსმენით გრეგორიო ალეგრის ცხრა ხმიანი მიზერერეს პარტიტურა უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება ვატიკანისგან სასტიკად იკრძალებოდა.

პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა მოცარტი კონტრაპუნქტს. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინის, ნიკოლო პიჩინის, პიეტრო ნარდინის და ჯოვანი პაისიელოს ხვდება.

1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის „Mitridate, Rè di Ponto“ (KV 87) პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა „Serenata teatrale Ascanio in Alba“ (KV 111, პრემიერა გაიმართა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და "Dramma per musica Lucio Silla" (KV 135, პრემიერა გაიმართა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე).

ზალცბურგი-მანჰაიმი-პარიზი-ზალცბურგი 1772-1781

მოცარტის ძეგლი ზალცბურგში

ზალცბურგში 1772 წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა ჰიერონიმუს კოლორედო-მანსფელდი, რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელის კონცერტმაისტერად დანიშნა. მიუხედავად ზალცბურგის სამსახურის მკაცრი რეგლამენტისა, მოცარტი არ წყვეტს თავის მოგზაურობას მამასთან ერთად. 1772/1773 წლებში მათი იტალიაში მოგზაურობის დროს შედგა „ლუციო სილას“ (Lucio Silla) პრემიერა. 1773 წლის ბოლოს კი მოცარტი ქმნის პირველ საფორტეპიანო კონცერტს. ხანგძლივი პაუზის შემდეგ, 1777 წელს არქიეპისკოპოსთან არასასურველი ურთიერთობის გამო, ინთავისუფლებს თავს მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისგან.

ზალცბურგიდან განთავისუფლების შემდეგ, მოცარტი მიემგზავრება დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად. მანჰაიმში იგი ეცნობა იმპერატორ კარლ თეოდორს და მის ორკესტრს, რომლის კაპელმაისტერი, ცნობილი კომპოზიტორი ქრისტიან კანაბიჩი მისი ერთგული მეგობარი ხდება(იხ. აგრეთვე მანჰაიმის სკოლა).

1778 წელს მამის ინიციატივით მოცარტი პარიზში მიემგზავრება. პარიზში დაიდგა მისი ბალეტი „Les petits riens“, რასაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში გარდაეცვალა დედა.

1779 წელს მოცარტი ბრუნდება ზალცბურგში. იგი ინიშნება კარის ორგანისტად. მიუხედავად იმპერატორთან კვლავ დაძაბული ურთიერთობისა ამჯერად თითქმის ორი წელი გაატარა მან ზალცბურგში. აქ მან შექმნა „Krönungsmesse“ (KV 317) და ოპერა „იდომენევსი — კრეტის მეფე“ (KV 366).

ვენა 1781-1791

„ფიგაროს ქორწინების“ ლიბრეტო, პრაღა, 1786 წელი.

1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში.

ზალცბურგის „კლანჭებიდან“ განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრებას, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები: 1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა "მოტაცება სერალიდან" (Die Entführung aus dem Serail) (KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, „ფიგაროს ქორწინების“ (Le nozze di Figaro) (KV 492) პრემიერა.

1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა „დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის“ (Don Giovanni) (KV 527) პრემიერა.

1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას „ასე იქცევა ყველა ქალი“ (Cosi fan tutte) (KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე.

1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას „La clemenza di Tito“ (KV 621) პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“ (Die Zauberflöte) (KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden.

ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა c-Moll(KV 427)(1783), ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785), „ლინცის სიმფონია“ (Linzer Sinfonie)(KV 425), „პრაღის სიმფონია“ (Prager Sinfonie) (KV 504) (1786) და „მცირე ღამის მუსიკა“ (Eine kleine Nachtmusik) (KV 525) (1787), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur „იუპიტერის სიმფონია“ (Jupiter-Sinfonie) (KV 551) (1788).

ვენაში 1782/1783 წლებში მოცარტი იცნობს გოტფრიდ ვან სვიტენს, იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს ი. ს. ბახისა და გ. ფ. ჰენდელის ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. ბაროკოს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე.

1782 წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება კონსტანცა ვებერზე, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომელიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი. მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი 1787 წელს გარდაიცვალა.

ოპერა „ფიგაროს ქორწინებას“ და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით „ჯადოსნურმა ფლეიტამ“ ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა. მაგრამ ბოლოს დაიღალა ვენის არისტოკრატია მოზარტიტ, მოზარტმა დაკარგა ყველაფერი, აღარ ყავდა მოსწავლეები და იდზულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში.

გარდაცვალება და გარდაცვალების ვერსიები

მოცარტის საფლავი წმ. მარქსერის სასაფლაოზე, ვენაში

„ჯადოსანური ფლეიტის“ პრემიერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.

მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა).

თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტის ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცას ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.

მოცარტი დასაფლავებულ იქნა ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.

მოცარტის ნაწარმოებები საქართველოს სცენებზე

საქართველოში მოცარტის ნაწარმოებების შესრულებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე არაერთგზის დაიდგა „დონ ჟუანი“ (პირველად 1867) და „ფიგაროს ქორწინება“ (პირველად 1888). დაიდგა აგრეთვე „ბასტიენ და ბასტიენა“ (1912), „ჯადოსნური ფლეიტა“ (1974, ქართულ ენაზე). მოცარტის ნაწარმოებების ქართველი შემსრულებლები არიანი პიანისტები: ელისო ვირსალაძე, მარგალიტა ჩხეიძე (ზალცბურგის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, 1956), მევიოლინეები: მარინე იაშვილი და ლიანა ისაკაძე.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში