ლეოპოლდ მოცარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეოპოლდ მოცარტი
Leopold Mozart.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 ნოემბერი 1719
აუგსბურგი
გარდ. თარიღი 28 მაისი, 1787
ზალცბურგი

იოჰან გეორგ ლეოპლდ მოცარტი (გერმ. Leopold Mozart; დ. 14 ნოემბერი 1719, აუგსბურგი — გ. 28 მაისი, 1787, ზალცბურგი) — ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და პედაგოგი. ავტორია ვიოლინოზე სწავლის წიგნისა — „Versuch einer gründlichen Violinschule“. იყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მამა და მასწავლებელი. დიდი გავლენა იქონია მის მუსიკალურ განვითარებაზე.

ლეოპოლდ მოცარტი დაიბადა წიგნების მკინძავის ოჯახში. იყო იოჰან გეორგ მოცარტისა (1679-1736) და მისი მეორე ცოლის — ანა მარია სულზერის (1696-1766) შვილი. სწავლობდა თეოლოგიას ზალცბურგის უნივერსიტეტში, თუმცა ყოველთვის იტაცებდა მუსიკა და 1740 წელს გახდა პროფესიონალი მევიოლინე.

1747 წელს დაქორწინდა ანა მარია პერტლზე. მათ ეყოლათ 7 ბავშვი, რომლიდანაც მხოლოდ 2 დარჩა ცოცხალი: მარია ანა ვალბურგა იგნატია მოცარტი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. ორივე ბავშვი პატარობიდან მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა, რომლებიც შემდეგ განთქმული მუსიკოსები გახდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]