ულმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ულმი
გერმ. Ulm
Ulm vom sprollheim aus.jpg
გერბი
Coat of arms of Ulm.svg

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
შიდა დაყოფა Ermingen, Eselsberg, Gögglingen-Donaustetten, Jungingen, Lehr, Mähringen და Wiblingen
კოორდინატები 48°26′00″ ჩ. გ. 10°01′00″ ა. გ. / 48.43333° ჩ. გ. 10.01667° ა. გ. / 48.43333; 10.01667
მმართველი Gunter Czisch[1]
დაარსდა 1181
პირველი ხსენება 22 ივლისი 854
ფართობი 118.68 კმ²
ცენტრის სიმაღლე 478±1 მეტრი
მოსახლეობა 126,329 (30 სექტემბერი 2019)[2]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0731, 07346 და 07305
საფოსტო ინდექსი 89081, 89073, 89075, 89077 და 89079
საავტომობილო კოდი UL
ოფიციალური საიტი https://www.ulm.de/?ref=sharedSp
ულმი — გერმანია
ულმი

ულმი (გერმ. Ulm) — ქალაქი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში. ნავსადგური მდინარე დუნაიზე. გაწოლილია მდინარეების ბლაუსა და ილერის შესართავის მახლობლად. 2017 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 125,596 ადამიანს. მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. საერთო და სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა, რადიოტექნიკის, საფეიქრო, სამკერვალო, ქაღალდის მრეწველობა. მუზეუმები.

ცნობილია 854 წლიდან. შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. XII საუკუნეში მიიღო თავისუფალი საიმპერიო ქალაქის უფლება. XVI საუკუნეში რეფორმაციის ერთ-ერთი ცენტრია. ოცდაათწლიანი ომის 1618-1648 შემდეგ მისი ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. ხუროთმოძღვრული ძეგლები: გოტიკური ტაძარი (1377-1529), რატუშა (XIV-XVI სს.), რენესანსის ხანის მარცვლის შესანახი სახლი (კორნჰაუზი, 1594, არქიტექტორები კ. შმიდი, გ. ბუხმიულერი), XVI-XVII სს. მრავალი საცხოვრებელი სახლი. თანამედროვე ნაგებობათაგან გამოირჩევა ულმის მხატვრული კონსტრუირების უმაღლესი სკოლის შენობა (ფუნქციონალიზმი, სტილი; 1953-55, არქიტექტორი მ. ბილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ულმი&oldid=3810217“-დან