ამილახვრები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 3 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2029328 (translate me)
No edit summary
ხაზი 20: ხაზი 20:
}}
}}


'''ამილახვრები''' — [[თავადი|თავადთა]] საგვარეულო [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოში]], მსხვილი სათავადოს, [[საამილახორო|საამილახოროს]] მფლობელები. ახალდაბის ციხე, [[შიომღვიმე|შიომღვიმის]] და [[სამთავისი|სამთავისის]] მონასტრები მათ საგვარეულო მფლობელობაში შედიოდა. ჰქონდათ აგრეთვე საგვარეულო სასახლეები, ხელისუფლების ინსიგნიები და ოთხი საომარი [[დროშა|დროშა]], რომელთაგან ერთი — „ამილახვრიანთ საომარი დროშა“ დაცულია [[საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში]] და, დაახლოებით, [[XV საუკუნე|XV საუკუნით]] თარიღდება. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. [[ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული]]ის მიხედვით, სათავადოს უფროსი, ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრისშვილებად იწოდებოდნენ და, საგავრეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივ, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორი მოურავიც იყო<ref>გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;</ref>. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავათ [[ეშიკაღასბაში|ეშიკაღასბაშის]], [[ბოქაულთუხუცესი|ბოქაულთუხუცესის]], [[ყორჩიბაში|ყორჩიბაშის]], [[მოლარეთუხუცესი|მოლარეთუხუცესისა]] და სხვა თანამდებობები<ref>ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990</ref><ref>საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი მეოთხე, თბ., 1974.</ref>.
'''ამილახვრები''' — [[თავადი|თავადთა]] საგვარეულო [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოში]], მსხვილი სათავადოს, [[საამილახორო|საამილახოროს]] მფლობელები. ახალდაბის ციხე, [[შიომღვიმე|შიომღვიმის]] და [[სამთავისი|სამთავისის]] მონასტრები მათ საგვარეულო მფლობელობაში შედიოდა. ჰქონდათ აგრეთვე საგვარეულო სასახლეები, ხელისუფლების ინსიგნიები და ოთხი საომარი [[დროშა|დროშაიდან]], ერთი ამილახვრების იყო, რომელიც — „ამილახვრიანთ საომარი დროშა“ დაცულია [[საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში]] და, დაახლოებით, [[XV საუკუნე|XV საუკუნით]] თარიღდება. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. [[ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული]]ის მიხედვით, სათავადოს უფროსი, ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრისშვილებად იწოდებოდნენ და, საგავრეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივ, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორი მოურავიც იყო<ref>გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;</ref>. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავათ [[ეშიკაღასბაში|ეშიკაღასბაშის]], [[ბოქაულთუხუცესი|ბოქაულთუხუცესის]], [[ყორჩიბაში|ყორჩიბაშის]], [[მოლარეთუხუცესი|მოლარეთუხუცესისა]] და სხვა თანამდებობები<ref>ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990</ref><ref>საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი მეოთხე, თბ., 1974.</ref>.


== ისტორია ==
== ისტორია ==

11:37, 24 ნოემბერი 2015-ის ვერსია

ამილახვრები
გერბი
ქონგურისებრად გადაკვეთილი ფარის ზედა ოქროს ველზე მიქაელ მთავარანგელოზი ხმლით; ქვედა მეწამულ ველზე ოქროს საწმისი. მანტია და სათავადო გვირგვინი[1].
ტიტული თავადი
ქვეშევრდომობა საქართველო
სამფლობელოები საამილახორო
სამხედრო საქმიანობა პაპუნა ამილახვარი — XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე;
იასე ამილახვარი — ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე;
ივანე ამილახვარი — რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი;
დიმიტრი ამილახვარი — საფრანგეთის არმიის ოფიცერი;
რელიგიური საქმიანობა ნიკოლოზ IX ამილახვარიკათოლიკოს-პატრიარქი


ამილახვრებითავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში, მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები. ახალდაბის ციხე, შიომღვიმის და სამთავისის მონასტრები მათ საგვარეულო მფლობელობაში შედიოდა. ჰქონდათ აგრეთვე საგვარეულო სასახლეები, ხელისუფლების ინსიგნიები და ოთხი საომარი დროშაიდან, ერთი ამილახვრების იყო, რომელიც — „ამილახვრიანთ საომარი დროშა“ დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და, დაახლოებით, XV საუკუნით თარიღდება. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულიის მიხედვით, სათავადოს უფროსი, ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები ამილახვრისშვილებად იწოდებოდნენ და, საგავრეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივ, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორი მოურავიც იყო[2]. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავათ ეშიკაღასბაშის, ბოქაულთუხუცესის, ყორჩიბაშის, მოლარეთუხუცესისა და სხვა თანამდებობები[3][4].

ისტორია

წარმომავლობა

ამილახვარი უძველესი წარჩინებული გვარია ფეოდალურ საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ამილახვრების გვარის გენეალოგიას უძველეს თავადურ გვართან — ზედგენიძესთან (ზევდგინიძეები) მივყავართ[5]. გარდა ამისა, იოანე ბატონიშვილის ცნობით, ძვ. წ. 65 წელს, პომპეუსის ქართლში ლაშქრობისას, მას თან ახლდა რომაელი მხედარი, რომელმაც ქართლში დარჩენა განიზრახა და მისმა შთამომავლებმა, ზედგნიძეთა გვარით მოიპოვეს თავადის ტიტული მე-XI საუკუნეშიგარდა ამისა, იოანე ბატონიშვილის ცნობით, ძვ. წ. 65 წელს, პომპეუსის ქართლში ლაშქრობისას, მას თან ახლდა რომაელი მხედარი, რომელმაც ქართლში დარჩენა განიზრახა და მისმა შთამომავლებმა, ზედგნიძეთა გვარით მოიპოვეს თავადის ტიტული მე-XI საუკუნეში. ამის შესახები იგი წერს:

ვიკიციტატა
„ამათნი უკვე გვარნი იყვნენ მოსრულნი იტალიიდგან ძველად მხედარნი, რომელთანი ოდეს მოვიდა მხედართა მძღვანი პომპეოს საქართველოსა შინა მხედრობითა თავისითა და დაიპყრო საქართველო წელსა დასაბამიდგან 3939. ესე მხედარნი დაშთნენ ერმანიასა შინა ტრდაც მეფისა თანა და მერე მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა სუმბატ მეფისასა და დაეშვნენ რომელნიმე ამათ ხალხთაგანი ქართლსა შინა და რამდენიმე ახალციხეს მესხეთსა შინა და ესენი მიიღო სუმბატ მეფემან აზნაურობისა ხარისხითა და უბოძა გვარად ზედგინისძეობა და მამული მისი ბეითლმანი; ხოლო რომელთამ ამათ გვართა წარჩინებულებისა გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქე 1150 (გარკვევით არ არის) და იწოდებოდნენ ზედგენიძეთ და შემდგომ ოდეს არამ ზედგენიძემ განარისხა მეფის ალექსანდრეს ძე, გიორგი მეფე ბაგრატოანი, ორგულთა კაცთა სიკუდილისაგან და თვით ზედგენიძე მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისთა გვარად ამილახრობაი და უფროსსა ძესა მისსა მისსცა სპასეტობა, ქართლისა მოურაობა გორისა და ციხე გორისჯვარი და სხვა ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვრო ადგილებად. ხოლო სასაფლაოდ უბოძა სამთავის ეკლესიისა შინა ადგილი წელსა ქრისტეს აქეთ 1465-სა და მუნდაგან იწოდებიან თავად ამილახვარად შთამომავლობანი მათნი... ხოლო სხვანი რომელნიც იყვნენ გვარნი ამათ ზედგინისძენი, რომელნიმე დაშთნენ აზნაურად ზედგინიძეებად და რომელნიც დაშთნენ მესხეთს, იგინი თუმცა ამილახვრად არ იხსენიებიან გვარით, გარნა არიან თავადნი იმერეთს მესხად წოდებულნი და აზნაურებად ეს სახელივე ახალციხესა შინა არიან ამილახვრის გვარისანი და ხიდირბეგისა შვილებნიცაა თავადნი ამილახვართანნი და რომელთაც მოვიხსენებ თავის ადგილს ვითარებასა მათსა[6].“

გვარის წარმოშობა

გვარი წარმოსდგა ამილახორის სამოხელეო თანამდებობისაგან. ამილახორი არაბულად საჯინიბოს ამირას, მეჯინიბეთუხუცესობას ნიშნავდა (არაბ. ამირ ახურ — საჯინიბოს ამირა). ის იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელე — ამირსპასალარის თანაშემწე, სავაზიროს წევრი სათათბიროს ხმით. მისი ხელქვეითი მოხელენი იყვნენ მეაბჯრეთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი. დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახურთუხუცესთან იყო გათანაბრებული[7]. ამ მემკვიდრეობითი თანამდებობის სახელწოდებიდან წარმოიშვა ახალი გვარი — ამილახვარი.

საგვარეულოს დაწინაურება

გერბის შუა ნაწილში გამოსახულია, თუ როგორ მოკლეს შეთქმულებმა იოთამ ზედგენიძე.

ამილახვრების სათავადოს საფუძველი ჩაეყარა XIV საუკუნის დამდეგს. ამ გვარმა აღზევება დაიწყო XIV საუკუნიდან, როცა მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე დამკვიდრდა. გადმოცემის თანახმად, იოთამ ზედგენიძემ შემთხვევით გაიგო, რომ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. მან შესთავაზა გიორგი VIII-ს, რომ იმ ღამეს თავად დაწვებოდა მეფის ლოგინში, ხოლო რომ მოკლავდნენ, არ დავიწყებინა მისი შვილები. მეფემ მიიღო იოთამის რჩევა. შეთქმულებს მეფის ლოგინში მყოფი იოთამ ზედგენიძე მეფე ეგონათ და მოკლეს იგი. გიორგი VIII-მ დამნაშავენი დასაჯა, ხოლო იოთამის უფროს ვაჟს „მიუბოძა ციხენი და მამულნი და სპასპეტობა ქართლისა, მოურავობა გორისა და სასაფლაო სამთავისი და კარისა თვისისა ამილახორობა მსახურებისათს მამისა მისისა“[8]. ეს ისტორიული ფაქტი ამილახვრების ერთ-ერთ გერბში ცენტრალურ ალაგზეა განთავსებული, რომელსაც იოთამ ზედგენიძის შთამომავლები ატარებდნენ. XV-XVI საუკუნეებში სათავადოს მფლობელნი ზევდგინიძე-ამილახვრებად იწოდებოდნენ, XVII საუკუნიდან კი ამილახვრებად[9].

გვარის განშტოებები

ზედგინიძე-ამილახვართა სახლის განშტოებები იყო: გურამიშვილები და ტუსიშვილები კახეთში, ხიდირბეკიშვილები სამცხესა და შიდა ქართლში, და ემუხვარები აფხაზეთში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობებიდან XV საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ოსტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35;
  • იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997 წ.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990;
  • აკოფაშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 392, თბ., 1975;
  • ზაგაშვილი გ., ჩიბაძე მ. „ჰერალდიკის საფუძვლები“, თბ., 2006;
  • მეტრეველი ვ. ქართულის სამართლის ისტორია, თბ., 2009;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი მეოთხე, თბ., 1974.

სქოლიო

  1. ზაგაშვილი გ., ჩიბაძე მ. „ჰერალდიკის საფუძვლები“, თბ., 2006;
  2. გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  3. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990
  4. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი მეოთხე, თბ., 1974.
  5. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990
  6. იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997
  7. მეტრეველი ვ. ქართულის სამართლის ისტორია, გვ. 103, თბ., 2009.
  8. იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997 წ
  9. ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35