ბოქაულთუხუცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბოქაულთუხუცესი — საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის მაღალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. წყაროებში მოიხსენიება XVI საუკუნიდან, როგორც საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი. XVII საუკუნიდან ქართლის სამეფოში ბოქაულთუხუცესი ეშიკაღაბაშის მოადგილე იყო. ასრულებდა ბოქაულის ანალოგიურ ფუნქციებს. ვახტანგ მეფის დასტურლამალით ერთდროულად რამდენიმე ბოქაულთუხუცესის არსებობა დასტურდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]